ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

“ცხუმი“ ჩართულია COVID19 გავრცელების პროფილაქტიკისა და დაავადების მართვის პროგრამაში

დღეს ექიმები ჩვენი გმირები არიან, მათ თავიანთი დაუღალავი შრომის ფასად უწევთ ადამიანის სიცოცხლის გადარაჩენა, უკვე  მერამდენედ ჩაერთო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში! თინათინ გაგილაძემ სხვა კოლეგებთან ერთად სულ ბოლოს დატოვა ალში გახვეული აფხაზეთი, ახლა კვლავ ადამიანების გადარჩენა უწევს, თუმცა რა გასკვირია

იტალიის გარიბალდის ოქროს ვარსკვლავით დაჯილდოებული ცნობილი გიორგი გაგილაძის შვილი რომ ასეთი იყოს. გიორგი გაგილაძის სახელობის მემორიალი და ქუჩა ხომ გახსნილია იტალიასა და თბილისში, როგორც იტალიაში მებრძილი გმირის.მინდა ასეთ ადამინებს იცნობდეს საზოგადოება და მაგალიტი იყოს მომავალი თაობისათვის. შეიძლება  პაციენტებსაც აინტერესებთ რა ისტორიის მატარებელი  ექიმი ემსახურება მათ, თუმცა ქალბატონ ტინატინს ყველა იცნობს და მისი იმედი აქვთ! თინათინ გაგილაძე დაიბადა  გაგრაში.

დაამთავრა გაგრის პირველი საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგაც ჩაირიცხა მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა სპეციალობით გასტროენტეროლოგია.

წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოხუმის სხვადასხვა დაწესებულებაში.

1989-1993 წლამდე იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში.

აფხაზეთის ომის დროს პარალელურად მუშაობდა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის ქალბატონი მერი ჯანგველაძის ხელმძღვანელობით.

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ის დააჯილდოვა „შრომის ვეტერანის“ მედლით.

მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის – საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ – 1994 წელს გადაეცა.

2002 წელს – ღირსების ორდენი გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა.

2006 წელს მან მიიღო დამსახურებული ექიმის მედალი საქართველოს ექიმთა ასოციაციის მიერ.

1993 წლიდან 2002 წლამდე შრომითი მოღვაწეობა გრძელდება დევნილთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოადგილედ თბილისში.

2002 წლიდან 2006 წლამდე ტინათინ გაგილაძე არის ამავე პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. 2006 წელს დაარსა შ.პ.ს. აფხაძეთიდან იგპ – თა თბილისის პოლიკლინიკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2010 წლამდე.

ომამდეც და ომის შემდეგაც პროფესიული ზრდის მიზნით გაიარა უამრავი ტრენინგი სხვადასხვა თემაზე – პირველადი ჯანდაცვის მენეჯმენტის თანამედროვე ასპექტები, საქართველოს ჯანდაცვა – საუკუნეთა მიჯნაზე, რეალობა და პერსპექტივები, ლიდერის როლი სამედიცინო მართვის პროცესში. ჯანდაცვის ეკონომიკური საფუძვლები, საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა „ჯანდაცვის სერვისის მენეჯერების მოსამზადებელი პროგრამა.

ქალბატონი თინათინი არის თბილისში დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი. ის პანდემიის დროსაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.  დღესაც ის სახლიდან უწევს კონსულტაციებს მის თანამშრომლებსა თუ პაციენტებს, იმის მიუხედავად რომ ფეხზე ტრამვა მიიღო.

თინათინ გაგილაძე:

„პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულება და მათ შორის ჩემიც(შპს დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი “ცხუმი ჩართულია COVID19 გავრცელების პროფილაქტიკისა და დაავადების მართვის პროგრამაში.რაც მდგომარეობს შემდეგში.პაციენტი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას ტელეფონით უკავშირდება ოჯახის ექიმს,რომელიც დისტანციურად პაციენტთან გასაუბრების შემდეგ აფასებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და… იღებს გადაწყვეტილებას: 1 აძლევს რეკომენდაციებს და ტოვებს სახლში.2 აძლევს მიმართვას PSR ტესტირებისათვის და სხვა კვლევებზე.3 იძახებს 112 და აწვენს პაციენტს სტაციონარში. თუ PSR დადებითია,პაციენტის დაავადების მართვას ახორციელებს ისევ და ისევ ოჯახის ექიმი,რომელიც მუდამ ფრონტის წინა ხაზზეა.რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეობრივ თვითშეგნებსს,დისციპლინას,-აქ უფრო ცუდად გვაქვს საქმე,ვინაიდან….ქართველები ვართ.დისტანციის დაცვა,შეკრებებზე და დროსტარებზე უარის თქმა,ნიღბის(2)ტარება და პერიოდულად(ყოველ 3_4 საათში) გამოცვლა და ერთმანეთზე ზრუნვა.ესაა და ეს …..ბევრი გაჭირვება გადაგვიტსნია და ამასაც გადავლახავთ ექიმები გმირები არიან განსაკუთრებული მადლობა წყნეთის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებს..ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება მი მოვა.ჯანმრთელობას გისურვებთ!“

ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავთ  საიმედო ადამიანს.

ესაუბრა მანანა ლეშკაშელი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here