ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

ეკომიგრანტები სახლების შესყიდვის  მოლოდინში 

წალკა სამხრეთ საქართვლოშიქვემო ქართლში მდებარეობსთრიალეთის ზეგანზემის ძირითად მოსახლეობას 1989 წლამდესანამ  ბერძენი მოსახლეობის მიგრაცია  დაიწყებოდაშეადგენდნენ ბერძნებისომხები და  ერთი სოფელი ქართველები.

ელინელმა ბერძნებმა საქართველოსთან ძველი ურთიერთობები გაიხსენეს,  ალბათ, და  ამის გამოც  მოაშურეს საქართველოს  ოსმალეთის მიერ შევიწროებულმა  ლტოლვილებმა მე-18 საუკუნის დასასრულს. საქართველოში ისინი სხვადასხვა კუთხეში განთავსდნენ, ძირითადად კი  წალკაში დასახლდა 500 ოჯახი. მე- 19 საუკუნის ბოლოს  საქართველოში მათი რიცხვი  40 ათასი იყო.   1989 წლის „საქსტატის“ მონაცემებით, წალკაში 27 127  ადამიანი ცხოვრობდა. წალკის 45 სოფლიდან 34 ბერძნული  იყო.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბერძნებმა,   ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თუ ისტორიული სამშობლოს მონატრებით, მასობრივი მიგრაცია დაიწყეს საბერძნეთში, წინაპართა მიწას მიაშურეს.  2012 წლის მონაცემებით, წალკაში 1298 ბერძენი იყო  დარჩენილი.

წალკა ერთ-ერთი ეკონომიკურად მდიდარი რაიონი ყოფილა,  ინტელექტუალურადაც – საბჭოთა კავშირის დროს უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის რაოდენობით პირველი ადგილი ეჭირა. სამწუხაროდ, წავიდნენ  წალკიდან  ბერძნები, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა დაცლილი რაიონი, რადგან  ათობით   სახლი კი არა,  ასობით სოფელი  დაცარიელდა და გამოიკეტა.,

1998 წელს  საქართველოს ხელმძღვანელობამ ედუარდ შევარდნაძის  ინიციატივით მიგრანტების  დაცარიელებული სახლების შევსება და სოფლების აღორძინება დაიწყო,  დაჰპირდა სახლების შესყიდვას, მაგრამ დღემდე მხოლოდ 350 სახლია შესყიდული, 3 300 ოჯახი კი   ელოდება, თუმცა, როდის შეისყიდიან სახლებს ან საერთოდ მოხდება თუ არა სახლმწიფოს მხრიდან სახლების შესყიდვა, მოსახლეობამ არ იცის, ამასობაში  ორი ათეული წელი გავიდა და  შეიცვალა სიტუაცია როგორც საქართვლოში, ასევე საბერძნეთში. წალკელი ბერძნები დროდადრო ჩამოდიოდნენ თავიანთი სახლების სანახავად და გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ ბევრმა გადაიფიქრა,   ან მეპატრონესა და დროებით მცხოვრებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, ეკომიგრანტები იძულებული გახდნენ  დაეტოვებინათ საცხოვრებლები და ოჯახებით ქუჩაში აღმოჩნდნენ. ურთულესი სიტუაციაა დღეს წალკაში სახლების დაკანონება-გასხვისების მხრივ, მეპატრონე და დროებით მოსაგებლეც დაზარალებულად მიიჩნევს თავს და  წლების წინ  დადებული პირობა და ურთიერთმოლაპარაკება დღეს ურთირთდაპირიპირების საბაბი ხდება.  როგორ ჩაერთვება ამ პროცესში სახლმწიფო, მათთვის გაგუგებარია, თუმცა ორივე მხარეს  ხელისუფლების გონივრული ქმედების იმედი აქვს.  ამ ზაფხულშიც  წალკას ბერძნები დაუბრუნდნენ, მაგრამ მათგან  ბევრმა შეძლო თავიანთი პირადი საკუთრების სრულფასოვნად განკარგვა და საცხოვრებელი ფართით სარგებლობა.  წალკელი ალიოშა ემინოვი ისე, როგორც სხვა წალკელი ბერძნები, თვითონაც ოჯახთან და ახლობლებთან ერთად   საბერძნეთში წავიდა, მერე რუსეთში გააგრძელა ცხოვრება და სახლი კი ახლობელს დაუტოვა მისამართზე იანიდის 54. ახლობელმა, მისივე ნებართვით, ათხოვა ეკომიგრანტს, აჭარიდან ჩამოსახლებულ თამაზ გორგაძეს, ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, რომ მოსარგებლე  მიხედავდა, მოუვლიდა და არც არავინ გაძარცვავდა სახლს. ამ ხნის მანძილზე მოსარგებლემ გარკვეული ცლილებები შეიტანა სახლის დიზაინში და გააკეთა რემონტი, როგორც თვითონ ამბობს, სახლის პატრონთან შეთანხმებით. თუმცა, ახლა მეპატრონე სთხოვს  დაცალოს სახლი. ალიოშა ემინოვი:   „ველოდები, რომ ჩემი სახლი გაათავისუფლოს ამ ოჯახმა რაც შეიძლება მალე, მე არაერთხელ ჩამოვედი საქართვლოში, შორი გზა რამდენჯერ გამოვიარე, რომ საკუთარი სახლი დამებრუნებინა წალკაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე და მინდა ჩემს სახლში უპრობლემოდ შევიდე, ესაა ჩემი პირადი საკუთრება და ვიცი, რომ კანონი ჩემ მხარესაა, რადგან დაცულია ყველა მოქალაქის პირადი საკუთრება“ . ალიოშა ემინოვი ამბობს, რომ მოსარგებლემ მას გარკვეული თანხა მოსთხოვა  დახარჯული ფინანსების,  ჩატარებული რემონტის სანაცლოდ, რასაც ის ვერ გადაიხდის იმ მიზეზით, რომ  ეკომიგრანტი მისი სახლით ამ დრომდე  სარგებლობდა.

თერთმეტი წელია, რაც ამ სახლში ვხოვრობ, უკითხავად არ შევსულვარ, გასაღები თვითონ მომცეს, რომ ორივე მხარე ვყოფილიყავით სარგებელში, კი, ვცხოვრობ ამ სახლში, გავაკეთე, თანხაც დავხარჯე, მაგრამ უკითხავად არაფერი გამიკეთებია, არც სახლს ართმევს ვინმე, მჭირდება , რომ სხვა სახლი მოვიძიო. რაც შეეხება თანხას, კი, ვთხოვ, რადგან გარკვეული თანხა დავხარჯე, ქირაზე მოლაპარაკება არ ყოფილა, ეკომიგრანტები ვართ და ფული სად გვქონდა გადასახდელი?! ამდენი ხანი ვინახეთ ეს სახლი, ისევ მათთვის, რომ არავის გაეძარცვა, ყველა ნივთიდიდიც და მცირეც, კოვზებიც კი შენახული გვაქვს მათი “- ამბობს თამაზ გორგაძე, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს  აღნიშნულ მისამართზე და ელოდება ალტერნატიული ფართის გამოჩენას. ასეთი  მდგომარეობაა დღეს წალკაში და ეს არის ათობით და მეტი შემთხვევა.

რა კანონიერი უფლებები გააჩნია მესაკუთრეს,  თუ ის უცხო ქვეყნის  ან ორმაგი მოქალაქეა, ამ კითხვაზე გვპასუხობს ადვოკატი კონსტანტინე ხიდურელი:

„საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საკუთრების ხელშეუხებლობას საჯარო ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, იგი განამტკიცებს საკუთრების ინსტიტუტის ობიექტურ-სამართლებრივ გარანტიებს.

საქართველოს კონსტიტუციის  მე-19 მუხლი აღიარებს და იცავს საკუთრების უფლებას. საინტერესოა აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი, სადაც ვკითხულობთ: ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.“ როგორც ვხედავთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ. მაგრამ მათ სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ ფლობდნენ და შეიძინონ სხვა უძრავი ქონება. მაგ: კომერციული ფართი, სახლი და ა.შ…საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. აღნიშნული უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მესაკუთრის უფლებამოსილებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, განკარგოს იგი საკუთარი შეხედულებისამებრ.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით: საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს (მუხლი25)

აღნიშნული კანონის  32-ე მუხლში ვკითხულობთ: საქართველოში უცხოელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს, მემკვიდრეობით მიიღოს ან ანდერძით დატოვოს ნებისმიერი ქონება, აგრეთვე შეუძლია ჰქონდეს არაქონებრივი უფლებები. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით. საქართველოში უცხოელს უფლება აქვს, პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მიუხედავად თავისი სამართლებრივი მდგომარეობისა. სამართალწარმოების დროს უცხოელი სარგებლობს ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სამოქალაქო კოდექსით კეთილინდისიერი პრინციპისა და სხვა მორალურ-სამართლებრივი ფაქტორების გათვალისწინებით რეგულირდება საქმეები, რომლებსაც პირი მესაკუთრის გარეშე აკეთებს, რასაც ,,დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება” ეწოდება. პირი, რომელიც  სხვის საქმეს ასრულებს, ვალდებულია, ის კეთილსინისიერად შეასრულოს. ,,საქმეების“ ქვეშ იგულისხმება როგორც ფაქტობრივი (სხვისი სახლის შეკეთება), ისე იურიდიული აქტის განხორციელება (მეპატრონის ინტერესებისთვის გარიგების დადება). კანონი  უპირველეს მოთხოვნად მიიჩნევს, საქმის შემსრულებელმა იმოქმედოს ისე, როგორც ამას კარგი მეპატრონე გააკეთებდა. შემსულებელი ვალდებულია პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს მესაკუთრეს აღნიშნულის შესახებ.

წლების განმავლობაში  სახლები შეაკეთეს და მაცხოვრებელმა გასწია ხარჯები, იქნებ განგვიმარტოთ, როგორ არეგულირებს ამას  კანონი?

– შემსრულებელს უფლება აქვს გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოითხოვოს, მან მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს გაწეული ხარჯების ანგარიში, ასევე უნდა დაასაბუთოს გაწეული ხარჯების აუცილებლობაც. მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ყველა ის ხარჯი, რომელიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

როგორც ადვოკატი, რას ურჩვთ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს  გარემოებაში აღმოჩნდნენ?

– საქართველოს საერთო სასამართლოს პრაქტიკა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვინაიდან პრობლემა ძალიან აქტუალურია, სასამართლო პრაქტიკის მრავალფეროვნებაც აღნიშნულით არის გამოწვეული.  სასამართლოში საქმის წარმოება საკმაოდ დიდ მატერიალურ და დროის რესურსთანაა დაკავშირებული,  შესაძლებელია, საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, წლებიც კი გაგრძელდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის შემთხვევაში უმჯობესია მხარეებმა გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა და მორიგდნენ. მორიგების არაერთი მექანიზმია გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.“

 წალკაში, ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორის ნაზი მეშველიანის კითხვებს პასუხობს   დევნილთა, ეკომოგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი

ნ.მ .წალკის მუნიციპალიტეტში.რამდენი ოჯახია მაღლმთიანი რეგიონიდან ჩამოსახლებული1998 წლიდან დღემდე?

 –საანგარიშო პერიოდში, მაღალმთიანი რეგიონიდან წალკის მუნიციპალიტეტში, არაორგანიზებული წესით ჩამოსახლდა 2 500-მდე ოჯახი. მათ შორის, ამ ეტაპისთვის, დადასტურებულია 600-მდე ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილების ფაქტი, შესაბამისად განხორციელდამათი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა.ხოლო დარჩენილ 1 900-მდე ოჯახზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

ნ..მ სად და როგორ ხდება ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭება. მათი აღრიცხვა და საინფორმაციო  ბანკი შექმნილია თუ არა.

სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის) დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა ხორციელდება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში (სამეგრელოსა და ზემო სვანეთის; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის), აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სახლებში, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით. რაც შეეხება სტატუსს, მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს.

ნ.მ.რა სახის კომუნიკაცია გაქვთ ეკომიგრანტებთან?ეკომიგრანტებთან ხორციელდება ყველა სახის კომუნიკაცია: წერილობითი, სატელეფონო, ტექნიკური და ა.შ

 ნ,მ. სახლების შესყიდვა წალკის რაიონში უმთავრესი პრობლემაა, რა სტრატეგია და რა ფინანსებია ამისათვის გათვალიწინებული?.ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ სახლზე არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრება.ნ.მ. რამდენი სახლია შესყიდული დღემდე  და სახლების დაკანონების შესახებ რა კონცეფცია გაგაჩნიათ?

ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის შესყიდულია 3 558 უძრავი ქონება, აქედან როგოც აღვნიშნეთ,წალკის მუნიციპალიტეტში 600-მდე ოჯახისთვის შესყიდულია საცხოვრებელი სახლი, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაკანონების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები:ქონების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩასახლებული ოჯახების მონიტორინგი, რის შემდეგაც, შესაბამისი მთავრობის განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული ქონება ეკომიგრანტებს გადაეცემათ საკუთრებაში.

 „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 103 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.“ ამ განცხადებას წალკელი ეკომიგრანტებაში, კიდევ ერთი იმედ გაცრუება მოჰყვა, რადგან  წალკაში  ჩასახელებული ეკომიგრანტები ამ ბედნიერთა სიაში არ მოხვდა, მაგრამ იმედი იმედად რჩება და  დაპირება დაპირებათ…“ 2022 წელს, სააგენტომ სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 271 ოჯახს შეუსყიდა.“ აცხადებს სამინსტრო და საიმედო იმნფორმაციას აქვეყნებს, მხოლოდ ესაა რომ ეს  დაპირებები მხოლოდ დაპირებად რჩება და როგორც ზღვაში წვეთი ისეა შესრულებული დანაპირები._“ ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს, უსაფრთხო გარემოში 300-მდე ოჯახი

განსახლდება.“ გვაიმედებენ.ბერძნების მიგრაციას წალკაში სახლების შესყიდვის პრობლემა მოჰყვა. დღემდე გაურკვეველია მათი ყიდვა-გაყიდვის საკითხი.  ოც წელზე მეტია, ეკომიგრანტები დაუკანონებელ სახლებში ცხოვრობენ, მათი  2% შესყიდულია მთავრობის მიერ, დანარჩენი საცხოვრებელი ბინების ბედი კი  გაურკვეველია. საბაზრო ეკონომიკის ცვლილების შედეგად სახლების ფასმა საგრძნობლად მოიმატა, მათი შესყიდვის საშუალება  ეკომიგრანტს არა აქვს, ან სულაც ბერძენ მესაკუთრეს არ სურს ან არ უღირს, გაყიდოს თავისი სახლი. ასე სხვის სახლში ცხოვრობენ და დროებით სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთებიც.დღეს წალკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეკომიგრანტები წარმოადგენენ. აქ  უკვე 20  ქართული,  10 სომხური და 2  აზერბაიჯანული საჯარო სკოლაა. მოსახლეობის  ძირითადი პრობლემა დაუკანონებელი სახლები  და მიწებია. ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, თუ რამდენი დაკეტილი სახლია წალკაში,  რომელიც ამაოდ მოელის პატრონს. ამაოდ ელის საცხოვრებელი ფართის შეძენას  უამრავი ოჯახიც. წალკა დღეს ახალი ისტორიით ცხოვრობს, ბერძნების მიგრაციისა და ეკომიგრაციის ისტორიით.

ნაზი მეშველიანი

სტატია.იბეჭდება “რეპორტიორ ქალთა აკადემიის” კონკურსის ფარგლებში

სურათზე, ეკომგრანტები წალკაში

 

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here