ანონსიკულტურა

“ძველი გურია”- პრეზენტაცია ავტორის გარეშე.

ჩემს ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში, პირველი ინტერვიუს ასაღებად გურამ შარაძესთან მომიწია მისვლა და ეროვნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე. მახსოვს იანვარის სუსხიანი დღე იყო, საკმაოდ ციოდა… ჩემმა პირველმა რესპონდენტმა ძალიან თბილად მიმიღო, თუმცა ზედმეტი ღელვისგან ხელები ისე მიკანკალებდა, რომ კალამს ძვლივს ვიმორჩილებდი, დიქტოფონი კი მაშინ არ მქონდა… ბატონ გურამს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა: ,,თქვენ ეტყობა ძალიან გცივათ და ხელები გაყინული გექნებათ “. შემდეგ გამომართვა საწერ-კალამი და ჩემს წიგნაკში შეკითხვებს თავად მიუწერია პასუხები… ბატონი გურამის ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ განუმეორებელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ერთი წლის შემდეგ, კვლავ მივაკითხე ბატონ გურამს ინტერვიუს ასაღებად. ამჯერად, ივანე მაჩაბლის სახლმუზეუმთან დაკავშირებით… სამწუხაროდ ამ ინტერვიუს მიმდინარეობის დროს მოუკლეს მას შვილი. ამის შესახებ თავად ბატონმა გურამმა მითხრა საკუთარი შვილის პანაშვიდზე. შემდეგ უკვე მესამედ მოვინდომე მასთან ინტერვიუზე მისვლა, მაგრამ არ დასცალდა. დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში დემონსტრაციულად მოკლეს ღირსეული მამულიშვილი გურამ შარაძე. * დღეს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აკადემიკოს გურამ შარაძის წიგნის ,,ძველი გურია” წარდგენა გაიმართა. ორტომეული შეიცავს გურამ შარაძის მიერ მომზადებულ უნიკალურ მასალას და საძიებლებს. პრეზენტაციაზე, რუსუდან შარაძემ წიგნის გამოცემაში დახმარებისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი კეკელიძეს, ლევან თაქთაქიშვილს, ავთანდილ ჯორბენაძეს და სხვებს. ბოლოს კი, შეკრებილ აუდიტორიას საჩუქრად გადასცა ახალი გამოცემის ორტომეული.

მზია გოგოძე

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here