ანონსიახალი ამბებისაზოგადოებაქვემო ქართლი

მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში

საჯარო ლექცია ნახიდურის საჯარო სკოლაში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ, პროექტის “მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში” ფარგლებში კიდევ ერთი საჯარო ლექცია გაიმართა ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში საქართველოში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგუფების (მათ შორის ბოშები, ქურთები, უკრაინელები, ბერძნები, გერმანელები, უდიები) შესახებ. საჯარო ლექციის ფარგლებში მოწვეულმა მომხსენებელმა ისაუბრა აღიშნული ჯგუფების ისტორიაზე, მათ როლზე ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში, კონკრეტული პიროვნებების წვლილზე ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში.აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციები უკვე ჩატარდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

ნატო გაბარაშვილი
პროექტის ასისტენტი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here