ანონსიახალი ამბებისაინტერესო ამბები

ეტლი ჩემი სამკაული, ყველაზე უფრო მიხდება….

ისტორია, რომელმაც  ცხოვრება შეცვალა

სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ…

სიცოცხლე გრძელდება

ვანის რაიონი, სოფელი ბზვანში(ჭალები) ცხოვრობს შშმ პირი, რომელსაც გაუსაძლის პირობებში უხდება არსებობა, გია დვალიშვილი თანდაყოლილი არაერთი დია

გნოზით დაიბადა, მას საუბარი უჭირს და ასე რომ ადგილობრივ ხელისფლებასაც „ვერ შეაწუხებს“ ზედმეტი თხოვნებით.. სანამ მშობლები ჰყავდა

ცოცხალი, მანამდე კიდევ არაფერი უჭირდა, ახლა კი მარტოსულს, დანგრეულ ფარდულში უწევს გაუმკლავდეს თავისი რესურსებით ყველა გაჭირვებას, სიღატაკეს, იზრუნოს სახლზე, ამასაც თუ სახლი ჰქვია.. გია ღვთისა და კეთილი ადამიანების ანაბარადაა დარჩენილი, „მალე წვიმის პერიოდები დაიწყება, მერე ზამთარი მოვა და გიასთან , როგორც გარ ეთ ისე წვიმს“ შეგვატყობინა მეზობელმა. ჩვენი რედაქციიდან დავუკავშირდით ადგილოვრივ ხელისუფლების წარმომადგენელს. სოფლის დეპუტატს გია ხარაბაძეს და შევახსენეთ გია დვალიშვილის სოციაულური მდგომარეობა, ის დაგვპირდა რომ უახლოესხანებში მოხდება მისი

საცხოვრებელი ფართის შესწავლა და გადახურვენ, იმედს ვიტოვებთ, რომ პირობა დროში არ გაიწელება და მალე შესრულდება დანაპირები, შემდეგი სტატია კი ხელისფელბის ჩარევის შედეგად კეთილად დასრულებული საქმე იქნება, შშმ პირი ჩვენი სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრია და მასზე მზრუნველობა ჩვეულებრივი მოვალოებაა, ადამიანის საცხოვრებელი ელემენტარული პირობების შექმნა პრიორიტეტიც უნდა იყოს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის, შეგახსენებთ
რომ ხელისუფლებამ რატიფიცირებას მოაწერა ხელი და აიღო ვალდებულება, თუ ეს ვალდებულება რეგიონებში არ ვრცელდება?! საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ რატიფიცირება.

კონვეციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ

პირებთან ერთად შეიმუშავა და დაამტკიცა „შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის

2014.2016 წლების სამთავრო სამოქმედო გეგმა

ცალხელა დავრჩი

„ ძლიერი დარტყმა, ძლიერი ხმაური, ისეთი თითქოს უსასრულობაში გადავარდი,უცებ დაბნელდა, ისე დაბნელდა რისი ახსნაც შეუძლებელია… და სავადმყოფოში ორი კვირის მერე გავიღვიძე, ხშირად ვფიქრობდი ნეტა რატომ გავიღვიძე, სანამ იმედი არ მოვიდა..?!, გავიღვიძებამდე დიდი გაუსაძლისი დარტყმით გვირაბი გავიარე და თუ ვინმე გადრაცვლილი ნათესავები მყვადა ყველა მოვინახულე… მერე უკან გამოვიარე გვირაბი და , ამ ქვეყნად გავიღვიძე! ცოცხლი ვარ გავიფიქრე, ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობდი, ხელები შეხვეული მქონდა, მაგრამ სიცარიელემ მიმახვედრა, რომ ცალი ხელი აფეთქებას გაჰყვა და ხელის ნაწილები სისხლიან მიწას შეუერთდა, აღარ მინდოდა სიცოცხლე, მინდოდა უკან იმ უსარულო გვირაბს გავყოლოდი, მაგრამ სიცოცხლე გავაგრძელე ცალხელამ, თუ ადრე ოცი წლის მანძილზე სხვადახვა ზედმეტ სახელები მერქვა, ახლა ცალხელას მეძახიან, ცხოვრება გავაგრძლე ხელის და აფხაზეთის დაკარგვის ტკივილით, ხელის მაგივრობას ალბათ ახლა გამომუშავებული მეთოდები მეხმარება, ახლა მე შშმ პირი ვარ, მანამდე ჩემი ქყვეყნის მთლიანობისათვის ვიბრძოდი და ჯარისკაცი, „ სნაიპერი“ მერქვა, მთასვლევიც ვიყავი და ჩემი საყვარელი მთები და მწვერველები დამილაშქრავს, როცა მთის მწვერვალზე ახვალ მიეყრდნობი და გონია შენზე ძლიერი არავინა, ქვეყანა შენი გგონიაა! ყველაფერს ვაკეთებ საოჯახო საქმეებს, ვლესავ, ხეზე ვმუშაობ, ელექტრობაა მეხერხება, მეზობლებლებსაც ვეხმარები,ვმუშაობ დაცვის სამსახურში „ვიქტორია სექურეტში“ მცველის პოზიციაზე, დიდი მადლობა ამ სამსახურს, რომ ცალხელას მენდნენ და დამასაქმეს,ამ სამსახურში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ,პრეზიდენტის მრჩეველის სიმონ პეტრიდისის დახმარებით მოვხვდი, ეს ახლაგაზრდა კაცი საოცარი ყურადღებიანი და გულმოდგინეა ყველას მიმართ.

ყველაზე უფრო რა მიჭირს? თასმების შეკვრა და ღილის შეკვრა…, სიცოცხლე გრძელდება, როცა რწმენა დავკარგე მეგონა დავკარგე ყველაფერი, ახლა კი ვცხოვრობ იმედით და რწმენით, მთავარია მზის ამოსვლა ძალიან გიხაროდეს, გწამდეს როცა ერთი კარები იკეტება, მეორე შესაძლებლობის კარები იხსნება, ერთს დავამატებდი: თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდა მზად ვარ კვლავ ვემსახურო და საბრძოლველად წინაპოზიცაზე დავდგე, მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს, მე ხელი დავკარგე, მაგრამ ბრძოლის ველზე ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა სიცოცხლე დაკარგეს “- ეს გოჩა კვიციანის ისტორიაა

“ეს უსინათლო სახლში არ გამოგვადგება”…

დუშეთის რაიონის ერთერთ სოფელში დაიბადა მალხაზი, მისი სამყარო თეთრია, არა ნაცრისფერი… უსინათლოა, მაგრამ ისე ადაპტირებდა გარემოზე, რომ ხელს არვის არ უშლიდა, პირიქით ხელს უწყობდა ყველას, თვალებიდან ვერ იხედებოდა და გული ავს უგრძნობდა და მართლაც გაიგო განაჩენი: „ეს უსინათლო, სახლში არ გამოგვადგება“ თავის განსხვავებული ჯანმრთელობის გამო, ქალაქში ახლობელს მიაბარეს და ასე დატოვეს, ახლა როცა უკვე ორმოცი წლისაა, ვერ ივიწყებს თავისი სოფლიდან წამოსვლის გადატანის ტკივილს და ოჯახის, სოფლის გახსენებისას ახლაც ისე ჩამოსდის უსანათლო თვალებიდან ცრემლები, როგორც ბავშვობაში, როცა ავტობუსში ჩასვეს… „კურდღლები მყავდა და მათი შეხება ჩემთვის მთელი სიცოცხლე იყო, პატარები, იყვნენ და მე ხელით ვგრძნობდი., როგორ იზრდებიდნენ, ასე მოვაშენთ კურდღელი, ძალიან, ძალიან გამიჭირდა ოჯახის და მიჩვეული გარემოს დატოვება, აგერ უკვე რამდენი წელია რაც თბილისში ვარ, მშობლები აღარ მინახავს, არავის არ ვახსოვარ.. უფლის ანაბარად ვარ, თბილისში ვაზისუბნში ვცხოვრობ, ქირის ფულს გამგეობა მიხდის და მათზე ვარ დამოკიდებული, მასაჟის კურსებიც დამიფინანსეს, წარმატებით დავამთავრე, ამბობდნენ კარგად გამოგდისო, ტელეფონის ნომრები გავაკარი ქუჩებში, დამირეკეს,მაგრამ როცა გაიგეს უსინათლო ვიყავი, თავი შეიკავეს, მივხვდი, ჩემი ახალი მცდელობა, რომ სხვისი ჯანმრთელობა გამეუმჯობესებინა და ამით ფული მეშოვნა, წარუმატებლად დამთავრდა, საერთოდ წარუმატებლობას არ მინდა მივეჩვიო, დღე თენდება და ჩემი ახლობლების, სილუეტები ჩემთვის ძვირფასია, დავდივარ თითქმის ყველდგან, გარდა ჩემი სოფლისა, რომელიც ძალიან მენატრება…დიდუბეში ვიყავი ერთხელ და ვიღაცის ხმა ჩამესმა: „მალე გავა დუშეთის მარშუტკაო“ მე ვიცი რომ დიდუბის მეტროდან გადის ჩემი სოფლისკენ მიმავალი გზა, მაგრამ არ წავალ…ცხოვრება გრძელდება, ის მშვენიერია მიუხედავად ყველაფრისა, შშმ- განაჩენი არ არის, თუმცა ძნელია, გამორჩეული იყო შენი ფიზიკური მონაცემებით..მაგრამ ის ახალი შესაძლებლობლების და სირთულეების დაძლევის საშუალებაა!

ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი მდგომარეობით. ეტლი ვფიქრობ ყველაზე მეტად მიხდება.

მე ვარ ნინო ნოღაიდელი. ქობულეთიდან. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. ჩემი ბავშვობა იყო ძალიან რთული, მდგომარეობით. მუდმივად მკურნალობა, თან უშედეგო. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა ლამაზი, თბილი და ტკბილი ბავშვობიდან მოვდივარ.ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი არაჩვეულებრივი მდგომარეობით. დავდიოდი საბავშვო ბაღში. სკოლა შინ სწავლებით დავამთავრე. არა ადაპტირებული გარემოს გამო, ჩემი ოცნება მესწავლა უნივესიტეტში, კიბეებთან სრულდებოდა. ფროფესიით ღონისძიების მენეჯერი ვარ.

იმაზე მეტად აქტიური ვარ ვიდრე ჩემი მდგომარეობითაა შესაძლებელი. ვჩნდები ყველა ღონისძიებაზე, შეკრებებზე.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაეროს შ.შ.მ პირთა უფლებრივი კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, შ.შ.მ პირთა ხმა მაღალი გახდა და მეც დავიწყე უფლებების დაცვა.

შ.შ.მ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, ქობულეთის მერიაში შ.შ.მ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და გენდერული საბჭოს წევრი ვარ.

2020 წელს დავაფუძნე საქველმოქმედო ფონდი 1ად.Together, მოკლე დროში და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კეთილი ადამიანებით, საჭიროებაზე მორგებული ქველმოქმედებით, იმ ადამაინებს დავუდექით გვერდით ვისაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა.

მე ვარ არაჩვეულებრივი ადამიანი მდგომარეობით. ბედნიერი და მადლიერი ბედის, ოჯახით, მეგობრებით, იმისთვის რაც მაქვს და ვინც ვარ. მიყვარს ჩემი განსაკუთრებული სამკაული „ეტლი“ და ვფიქრობ ყველაზე მეტად მიხდება.

და ყველაფრის მიუხედავად მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება მშვენიერია და მშვენიერების შემოქმედნი ჩვენ, ადამიანები.

მოამზადა ნაზი მეშველიანმა

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here