საზოგადოებასაინტერესო ამბები

მასწავლებელი, რომელმაც ქუთაისიც და პოეზიაც შემაყვარა..

 აფხაზეთის ომის დროს ქუთაისს შევაფარეთ თავი დევნილებად, სადაც მე-15 სკოლამ მიმიღო მე და ჩემი ახლობლები. იქ თავისი  კალთა ამ სკოლის პედაგოგ-მოსწავლეებმა გადამაფარეს, მათ შორის იყო ქართულის მასწავლებელი ქალბატონი  ლუდმილა ხურციძე – გამორჩეული, თბილი, ერუდირებული, რომელმაც უზომოდ შემაყვარა ქუთაისიც, ქართული ლიტერატურაც და განსაკუთრებით პოეზია. * გავიხსენებ, 1992 წელს აფხაზეთში ომი გარკვეული პერიოდით შეწყდა. ე.წ. “პერემერიის” (შერიგება) დროს ჩვენ, დევნილები ისევ ჩვენს აფხაზეთს დავუბრუნდით და მეც ჩემს სოფელში განვაგრძე სწავლა. -“როდესაც გავიგე მანანა აფხაზეთში დაბრუნდა, ძალიან განვიცადე. მერე გავიგე რომ ომი განახლდა და კიდევ უფრო ვინერვიულე, სულ ვფიქრობდი ნეტა ხომ კარგადაა, რაიმე ხომ არ შეემთხვა ჩემს  მოსწავლეს?  ერთხელაც შემოვაღე კლასის კარი და მერხზე ჩემი მანანა რომ დავინახე  გამიხარდა, მაგრამ გული დამწყდა იმაზე რომ თქვენ მოგიწიათ მსობლირი კუთხის, სოფლის დასკოლის დატოვება!”
–  ლიუდმილა ხურციძე.ქუთაისელ მასწავლებელს ყველა მოსწავლე კარგად ახსოვს, განსაკუთრებით დევნილ ბავშვებს იხსენებს ტკივილით მათშორის მეც არ დავიწყებივარ
  მისი პედაგოგიური მოღვაწეობა უკვე 50 წელს ითვლის! ახლა ლუდა მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილებით გადასცემს ცოდნას და სიყვარულს მოსწავლეებს. დღეს როცა პანდემიას ვებრძვით, ახლა განსაკუთერბით ძვირფასია ის ადამიანები, ვინც ერთ დროს ომს გადავურჩით და უცხო ადამიანებმა გულით მიგვიღეს. მეამაყება ჩემი ლუდა მასწავლებელი, მადლობა მას ყველაფრისთვის … ვუსურვებ დღეგრძელობას, წინსვლას, წარმატებებს და მისი ფასდაუდებელი შრომის, ამაგის შესაბამისად დაფასებას!!!
მონატრებით და სიყვარულით თქვენი ყოფილი  მოსწავლე მანანა ლეშკაშელი
Გაზიარება

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here