ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

„ქალების      ადგილია   ყველგან, სადაც  იღებენ  გადაწყვეტილებებს“.

ქალი, ომი და მშვიდობა

 საქართველო შეიძლება ითქვას ერთდაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომლისთვისაც საბჭოთა მარწუხებისგან გათავისუფლება და დამოუკიდებლობის აღდგენა ყველაზე უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. პატარა მრავალეთნიკური ქვეყანა გახდა ორი შეიარაღებული ეთნოპოლიტიკურიდა ეთნორეგიონალური კონფლიქტის მქონე ტერიტორია. კონფლიქტები ცხინვალში (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთში, ჯერ ამ ტერიტორიების დე-ფაქტო გამოყოფით დაიწყო, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით და ფაქტობრივი ოკუპაციით დასრულდა. ქართველებისათვოს ეს ტრაგიკული და მიუღებელი მოცემულობა დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, საერთაშორისო მცდელობებს შეეცვალათ ეს მოცემულობა, არავითარი ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია.

2020 წელს 30 ოქტომბერს აღინიშნა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის მიღების 20 წლისთავი. რეზოლუცია „დაჟინებით მოუწოდებს“  გაეროს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ ქალთა მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. მიზანი – რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესშიდა კონფლიქტების მოგვარებაში  გაეროს საველე სამშვიდობო ოპერაციებში. 21-ე  საუკუნეში ქალი ჯერ კიდევ გვევლინება საერთაშორისო კონფლიქტების ჩვეულ, ტრაგიკულ  მსხვერპლად და ნაკლებად სამშვიდობო პროცესების შინაარსიან მონაწილედ.

სახელმწიფოთა    შორისი და შიდა   სახელმწიფოებრივი კონფლიქტების სირთულე იქცა კრიტიკულ გამოწვევად კონფლიქტების მოგვარების მეთოდების კუთხით. კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო მეთოდების პოვნაში, გამოვლინდა დიპლომატიის მეთოდთა მრავალფეროვნება. დღესდღეობით ტერმინები, როგორიცაა “ფორმალური დიპლომატია”, “Track One Diplomacy”,  არაფორმალური ანუ „სახალხო დიპლომატია“ „Track Two Diplomacy“ და ასევე მრავალარხიანი დიპლომატია „Multi-Track Diplomacy“.

ქალები ყოველთვის და ყოველ ეპოქაში  მშვიდობის სადარაჯოზეა აი მაგალითად  შეგახსენბეთ  1915 წლიდან მოქმედ მშვიდობისა და თავისუფლებისათვის საერთაშორისო ქალთა ლიგას. ეს ორგანიზაცია წარმოადენს არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციას, მასში გაერთიანებული არიან განსხვავებული პოლიტიკური, ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულების ქალები, რომლებიც მუშაობენ ომების მიზეზების დადგენისა და მათ შეწყვეტისათვის, ასევე მათ მიზანია ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების შრომითი ექსპლუატაციისა და ჩაგვრის დასრულება. ეს ლიგა არის გაეროსთან თანამშრომლობაში, აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაერის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან, იგი სპეციალურ კონსულტაცებს უწევს ინესკოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ბავშვთა ფონდს, მისი მთავარი ოფისი მოქმედებს ქალაქ ჟენევაში. ლიგას აქვს განყოფილებები 37 ქვეყნაში. ამ ლიგის მოქმედი გენერალური მდივანია  ბრიტანელი ქალი    მადელეინა რეესი.მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალების ჩართულობაროგორც ოფიციალური, ისე არაოფი­ციალური (სახალხო დიპლომატიის) თუ კომბინირებული მოლაპარაკებებისა და ფარგლებში, აქტუალური განხილ­ვის საგანს წარმოადგენს როგორც პოლიტიკურ ისე ექსპერტულ წრეებში, თუმცა ხელშესახები პროგრესის გარეშე. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი ქალია და აქტიურად მუშაობს, რუსეთის  მიერ  ოკუპირებული ტერიტორიის მშვიდობიანი გზების და სტრატეგიების  შემუშავებაზე:

თეა ახვლედიანი: მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა შევქმნათ პირობები, რომ ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებთან ერთად, აღვადგინოთ საუკუნეების განმავლობაში არსებული ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრება

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.როგორც       ფორმალური, ისე არაფორმალური დიალოგის დახურულობამდა მონაწილეთა ვიწრო წრე მქართულ      საზოგადოებაში         შექმნა  ეჭვები    და   უნდობლობა სამშვიდობო         პროცესის     მიმართ.

კიდევ    უფრო    რთული ვითარებაა  მშვიდობის მშენებლობის საქმეში ქალთა მონაწილეობის კუთხით.    სამშვიდობო პროცესებში ქალთა  მონაწილეობის ბარიერებზე  მიუთითებს გაეროს  ქალთა       ორგანიზაციის 2020 წ. კვლევაც,        რომელიც    მიუთითებს   სამშვიდობო პროცსებში ქალთა    ცოდნის      არაღიარებაზე, გენდერულ        სტერეოტიპებსა  და   ფინანსური  რესურსების  ნაკლებობაზე.

ქალთა     ორგანიზაციები  მეტწილად       დამოკიდებული  არიან     მოკლევადიან   მცირე   ბიუჯეტიან პროექტებზე,     რაც მათ      ინსტიტუციურიდა  ინტელექტუალური გაზრდის  საშუალებას      და     გრძელვადიანი  დაგეგმვის  შესაძლებლობას     არაძლევს.

ჩიხში შესული მოლაპარაკებების პირობებში დიალოგისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალტერნატიული გზები, მათ      შორის ქალთა დიპლომატია, რომელიც მიზნად     ისა­ხავს ქართულ და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების აღდგენასა და დიალოგს

ხმარებაში არცთუ   დიდი ხნის წინ შემოტანილი     „ქალები-ქალების დიპლომატიის“     ცნება, არის   ის   ყოვლისმომცველი    როლი, რომელსაც   ქალები    თამაშობენ კონფლიქტის გადაწყვეტისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში.   აღნიშნული   ცნება არ წარმოადგენს აღწერილობით ვარიაციას    ტერმინისა      „სახალხო       დიპლომატია~ და არც იმისთვის არსებობს, რომ სტრატეგია ექსკლუზიურად ქალური გახადოს.  „ქალების დიპლომატია“ წარმოადგენს მშვიდობის მშენებლობის ალტერნატიულ სტრატეგიას, რო­მელიც უპირისპირდება კონფლიქტის ნარატივებს და ქმნის ახალ სივრცეს დიალოგისა და თანა­მშრომლობისთვის.

ამასთანავე, ქალების დიპლომა­ტია ხელს უწყობს შერიგების პროცესებს და ახალ სივრცეებს ქმნის სამშვიდობო პროცესის კუთვნილებისთვის.

სამშვიდობო პროცესებში ქალების ჩართულობის ზრდა მეტწილად დაკავშირებულია ქალთა არა­სამთავრობო ორგანიზაციების აქტიურ შრომასთან, რომელთაც ძალზედ დიდი წვლილი მიუძღვით არა მხოლოდ სახალხო დიპლომატიის, არამედ და პოსტ-კონფლიქტური მშვიდობის მშენებლობის პროცესებში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამყარებენ პირდაპირ კავშირე­ბს კონფლიქტის შედეგად სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ქალებს შორის, საუბრობენ ერთმანეთის განცდებსა და საფრთხეებზე, აშენებენ ნდობას და ამგვარად მიიკვლევენ ხანგრძლივ გზას მშვი­დობიანი და სტაბილური მომავლისაკენ.

სამშვიდობო პროცესებში ყველა დონეზე ქალთა ჩართულობის ხარისხობრივი გაუმჯობესების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში 2018 წელს შექმნილმა სამხრეთ კავკასიის ქალ მედიატორთა             ქსელმა, რომელიც აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო აქტივისტ ქალებს, მათ შორის სეცესირებული რეგიონებიდან. ქსელის შექმნის იდეა ეკუთვნოდა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრს (www.iccn.ge)

პროექტის„სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელი გულწრფელობის, სიმართლისა და ნდობისთვის“ ფარგლებში. 2022 წელს, შეიქმნა ანალიტიკური დოკუმენტი„არის თუ არა გასაღები სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებისთვის.“  აქცენტი ეხება ქალთა სამშვიდობო მედიაციის როლს კონფლიქტის ზონებში ნდობის ჩამოყალიბებაში, მათ     ჩართვას სამშვიდობო                პროცესებში ფორმალურ და არაფორმალურ, კონფლიქტების პრევენციასა და ესკალაციაში და მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს. ქსელმა დაადგინა, რომ სამხრეთ კავკასიაში ქალების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების ანალიტიკურ და კვლევით საქმიანობაში, მიუღებლად დაბალია.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუს ჯგუფების მონაწილეებმა, მათ შორის სეცესირებული რეგიონებიდან (ყარაბახი, აფხაზეთი, ცხინვალი) გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და მისცეს თავიანთი საექსპერტო შეფასება ერთიან შეთანხმებულ კითხვარზე

ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი და შიში, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან;2. როგორია კონფლიქტის მოგვარების უარყოფითი და დადებითი ტენდენციები თქვენს მხარეს და კონფლიქტის საპირისპირო მხარეს; 3. როგორია სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირებაზე გავლენის გეოპოლიტიკური ასპექტი; 4. რა კითხვაზე ისურვებდით პასუხის მიღებას კონფლიქტის საპირისპირო მხარის წარმომადგენლებისგან; 5. კონფლიქტის მხარეთა წარმომადგენლების რომელ კითხვა-პასუხს შეუძლია შეუწყოს ხელი კონფლიქტის დარეგულირებას?მეტი ინფორმაცია პროექტზე და საკუთრივ დოკუმენტზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.iccn.ge

სამწუხაროდ, ქალები ძალზედ იშვიათ შემთხვევებში იყვნენ მოხსენიებულნი უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში, ხოლო სადაც ჩანდნენ, წარმოჩენილები იყვნენ როგორც „მსხვერპლები~ ანდა როგორც „მოწყვლადი ჯგუფის“  წარმომადგენლები.   დღესდღეობით კვლავაც არსებობს საკმაოდ ბევრი ბარიერი, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს მშვიდობის მშენებლობის პროცესებში მონაწილეობას. ამ მხრივ, ალბათ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ საზოგადოებაში არსებული ქალის კნინობითი სტატუსი და ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპული წარმოდგენა ქალების, როგორც მსხვერპლების თაობაზე. ამასთანავე, ხელისშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენს ის სოციალური დამოკიდებულებები, რომლებიც აძლიერებენ გენდერულ სტერეოტიპებს, რაც საბოლოო ჯამში ართულებს ქალების ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში.ქალები იშვიათად იკავებენ ადგილს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან. ისინი დიდწილად გარიყულები არიან კონფლიქტების მოგვარებაზე ფორმალური გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააჩნიათ ღირებული გამოცდილება ამ სფეროში.

საქართველოს მთავრობების პოლიტიკა ქალთა და სამოქალაქო საზოგადოე­ბის ჯგუფების მხრიდან ხშირად          იყო კრიტიკის ობიექტი, რადგან ქვეყანა სრულყოფილად      ვერ     ასრუ­ლებდა აღნიშნული მიმართულებით     აღებულ       საერთაშორისო და საშინაო       ვალდებულებებს. თუ­მცა, უნდა აღინიშნოს, რომ მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, ქართველმა ქალებმა მაინც შეძლეს და აქტიურად       ჩაერთნენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავად         დააფუძნეს ორგანიზაციები და ასევე, გახდნენ მოხალისეები სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც მუ­შაობდნენ ისეთ         თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ქალებისათვის,

ქალებმა და ქალთა ორგანიზაციებმა ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი მრავალეთნიკურ დიალოგს, რომლის მიზანსაც მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება წარმოადგენდა. ქალები ასევე აქტიურად მუშაობდნენ რეგიონული დონის ინიციატივებზე, რომელთაც საფუძვლად ედოთ კონფლიქტების გადაჭრისათვის საჭირო ტრანსნაციონალური სოლიდარობის შექმნის იდეა. საქართველოში ქალებისა და ქალთა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა და აქტივიზმმა შესაძლებელი გახადა, წინ წამოწეულიყო მათ მიერ შემუშავებული ინიციატივე­ბი ოფიციალური მოლაპარაკებების მაგიდასთან.

აღსანიშნავია, რომ ქალებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა სხვადასხვა ტიპის სამშვიდობო ინიციატივებზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კონფლიქტის ცხელი ფაზა ახალი დასრულებული იყო, ჭრილობები კი, ჯერ კიდევ არ    იყო      მოშუშებული. ქალების მიერ     ინიცირებული სა­მშვიდობო       ინიციატივები და წინადადებები საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და ყურადღებას ამახვილებს როგორც უშუალოდ                          მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტით       გაყოფილი საზოგა­დოების დაახლოებისა და შერიგების საკითხებზე, ისე საგანმანათლებლო      და ჰუმანიტარულ      პრო­ექტებზეც.         ქალთა ინიციატივების რიგს ასევე განეკუთვნება დევნილებისა და ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება ნეიტრალურ სახელმწიფოებში, რაც ხელს უწყობს ახალ თაობებს შორის პიროვნული ურთიერთობების დამყარებას და გაღრმავებას.

მშვიდობის  მშენებლობაში  ქალთა  მონაწილეობასა  საუბარს  უნდა გასცდეს  და  რეალურ  ,კონკრეტული   შედეგების   მიღწევაზე იყოს ორიენტირებული.

სტატია ამერიკის  უზენაესი   სასამართლოს მოსამართლის, ბეიდერ გინზბურგის   სიტყვებით გვსურს დავასრულოთ,    „ქალების      ადგილია   ყველგან, სადაც    იღებენ  გადაწყვეტილებებს“.

 

ზაალ ანჯაფარიძე, ნაზი მეშველიანი

 იბეჭდება “რეპორტიორ ქალთა აკადემიის” კონკურსის ფარგლებში

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here