პოლიტიკასაზოგადოება

დედისერთა ჟურნალისტი “ძმის” დასაბრუნებლად

ნაზი მეშველიანი ადამიანია, რომელმაც ორი თვე, ომის წინა ხაზზე, იარაღის
ნაცვლად ფოტოაპარატით ხელში გაატარა. საუბარია  ჟურნალისტსა და
აფხაზეთის ომზე.ნაზი იქ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად წავიდა
და საკუთარ თავს დიდად საპასუხისმგებლო საქმე დააკისრა. მისი ყოველი
ნაბიჯისა და სიტყვის უკან ადამიანთა სიცოცხლე, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს ბედი იდგა. იქ მომხდარი ისტორიების გახსენება რთულია, მაგრამ განა შეიძლება იმ ჟურნალისტის ისტორია მიეცეს დავიწყებას, რომელმაცსაკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმით, 5 ადამიანიგადაარჩინა და სამშობლოსათვის საკუთარ ხელში არსებული იარაღით იომა?ნაზი წალკაში ცხოვრობს და ჟურნალისტურ საქმიანობას კვლავ აგრძელებს.
ჩემს წინ ზის ქალი, რომელიც ცისფერი თვალებით, ჩემი სტუმრობით გახარებული სახით მიყურებს, მაგრამ ომისა და დაკარგული სამშობლოს გახსენების დროს, ესთვალები სევდით ევსება.ყველაფერი ბიძაშვილის სტუმრობით დაიწყო, რომელიც ომში იმყოფებოდა და აფხაზეთიდან ამბები ჩამოიტანა. ამ დროს ნაზი 25 წლის იყო და ჟურნალისტური საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა, მაგრამგაიგო, რომ მისი სამშობლო
გასაჭირში იყო და დახმარების სურვილმა იგი ომის წინა ხაზამდე მიიყვანა.,,იმდენად მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, რომ ბევრი არც მიფიქრია.ინფორმაციის ნაკლებობა იყო, ნორმალურად არც კი ვიცოდით იქ რა ხდებოდა,ამიტომ როგორც ჟურნალისტმა, ისე გადავწყვიტე წასვლა. ჩემი წვლილი მინდოდა შემეტანა, ჩემი ქვეყნისათვის,ჩემი კუთხისთვის,’’- იხსენებს ნაზი.დედასთან 1 წლის შვილი დატოვა და ქუთაისის ბატალიონთან ერთად გზას შეუდგა. ომის სიმძიმის გაანალიზებაც სწორედ აქედან იწყება. თავად ოჩამჩირეში
ჩამოვიდა, მაგრამ ის ბატალიონი, პირდაპირ ომის წინა ხაზზე გაემზავრა და ნაზიმ3 დღის შემდეგ გაიგო, რომ მათგან მხოლოდ რამდენიმე ახალგზარდაღა იყო ცოცხალი ,,20 წლის ბიჭები პირდაპირ ცხელ ხაზზე გადიოდნენ, მეორე დღეს შესაძლოა ცოცხლები აღარ ყოფილიყვნენ და ეს იცოდნენ, მაგრამ მღეროდნენ,
იუმორით იყვნენ სავსენი და ერთმანეთს ამხნევებდნენ,’’- ამბობს იგი.ამ ორი თვის განმავლობაში თავს უამრავი რამ გადახდა,,როდესაც იარაღი არ გიჭირას ხელში, თავს როდის დაგესხმებიან, არ იცი.’’ომის რეალობას კი
ჟურნალისტური პასუხისმგებლობა ემატებოდა, მისი ერთი არასწორიინფორმაციითაც კი, შესაძლოა, სამშობლოს დასაცავად თავგანწირული მებრძოლებისათვის შეეშალა ხელი და მტრისათვის საქმე გაეადვილებინა.სწორედ ამ დროს შეიტყო იქ მყოფებისაგან, რომ ტყვეების გაცვლის გამო, მოლაპარაკებაზე რამდენიმე ადამიანი მიდიოდა და არც ამ დროს უფიქრა ბევრი.მიუხედავად სხვების წინააღმდეგობისა, მტრის მხარეს რამდენიმე ადამიანთან ერთად გაემგზავრა. დანაღმული ველი გაიარა და გადაწყდა, რომ უნდა
ყოფილიყო ერთ-ერთი ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცის, ნიკოს და, რომელიც ძმის დასაბრუნებლად მივიდა. ,,ტყუილი არც იყო, ისინი ჩემი ძმები იყვნენ, მე მათ ძმებად აღვიქვამდი, მაგრამ ეს ხომ შეიარაღებული ადამიანებისათვის უნდა მეთქვა, რომელსაც ჩემი ხალხი ეომებოდა. შესაძლოა, ჩემს ერთ სიტყვასაც კი,
ტყვედ ჩავარდნილებისთვისაც მოესწრაფებინა სიცოცხლე და ვინც წამიყვანესიმათთვისაც,’’-იხსენებს იგი. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ თან გაბედულად,საკუთარი ძმის დაბრუნებას მოითხოვდა. იქ აფხაზი ქალი ნახა, რომელიც
ბავშვთან ერთად იყო და საკუთარ შვილს ქართველების მხარეს ეძებდა. ნაზიმ საკუთარი ნათლობის ჯვარი მოიხსნა და ამ ბავშვს გადასცა, დაიმახსოვრე, რომ ამ ადგილას ქართველმა დეიდამ ჯვარი გაჩუქაო.იქ მყოფებიდან ეს ყველამ გაიგო, მაგრამ რეაქცია არავის გამოუხატავს. მოგვაინებით მისი შვილის ამბავი გაიგო და აფხაზებს გადასცა, ისინი მუსლიმანები იყვნენ.

 

დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი ძმა ოჯახიდან გამოიპარა და არ იცოდნენ
ომში თუ მიდიოდა, ისიც თქვა, რომ თავადაც გამოპარული იყო და მხოლოდ ძმის,
ნიკოს სახლში დაბრუნება სურდა. ,,არ მხსოვს იქ რამდენ ხანს ვიყავით, არც ის მახსოვს დანაღმული ველი რამდენად დიდი იყო. ვცდილობდი ნაბიჯები დამეთვალა, მაგრამ ვერ ვითვლიდი, ყოველი ნაბიჯი შესაძლოა საბოლოო ყოფილიყო. ყველაზე ბოლოს მე მივდიოდი, წინ მოსიარულე თეთრ დროშას აფრიალებდა,’’- იხსენებს ნაზი. როდესაც წამოსვლა დააპირეს ერთ-ერთმა აფხაზმა ნაზის უთხრა, ფრთხილად, გზა დანაღმულიაო ,, ეს რომ აფხაზმა მითხრა, არ ვიცი, თან გამაფრთხილა და თან მომიფრთხილდა, ჩვენ ერთმანეთი არ უნდა დაგვეკარგა, ეს ომი არ უნდა ყოფილიყო. იქიდან წამოსვლისას უკვე წინ
მე მივდიოდი, რადგან ამჯერად, ზურგიდან თავდასხმის საშიშროება იყო,’’. ამ ამბიდან რამდენიმე დღე იყო გასული, ნაზის საკუთარი სახელი ოჩამჩირეში მოესმა, ვიღაც ყვიროდა, გაიხედა და ეს ვიღაც ის იყო, ვისთან ერთადაც დანაღმული ველი ორჯერ გაიარა ,,ნაზიი, ნაზიი, შენი ძმა გამოვიდა, შენი ძმა, ეს ბიჭები გაჩუქესო. ამათ ვჩუქნით იმ ქართველ ქალსო, დაუბარებიათ,’’- ეს
სიტყვები მას ზუსტად ახსოვს, და ვერც ვერასდროს დაავიწყდება, მაგრამ რა იგრძნო ამის გადმოცემა ხომ შეუძლებელია. მას შემდეგ თბილისში დაბრუნდა, ომის ცხელი წერტილიდან მშვიდ, მზიან
დედაქალაქში აღმოჩნდა. რასთან შეგუებაც, იმის მერე, რაც აფხაზეთში იხილა, რთული იყო. ,,თითქოსდა თბილისი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ჩვენ არ ვაფასბთ იმას, რაც გვაქვს. ჩვენ რომ მშვიდბის სადღეგრძელოს ვამობთ ხოლმე, არ ვიცით რა არის მშვიდობის ფასი. თბილისში შეიძლებდა გეთქვა, მშვიდობას გაუმარჯოსო და სადღაც რამდენიმე კილომეტრში, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა,’’- ეს სიტყვები ბოლოა, რაც ამ პერიოდის შესახებ გაიხსენა.
ნაზი იმის მაგალითია, რომ ადამიანს სამშობლოსათვის ბრძოლა ავტომატის გარეშეც შეუძლია. მთავარია სამშობლოს სიყვარული, მისთვის სიკეთის

გაკეთების სურვილი და გულში არსებული მოუსვენრობა, რომელიც საშუალებას არ გაძლევს, შენს ხელთ არსებული ყველა იარაღი, საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავადარ გამოიყენო. საკუთარ შესაძლებლობებს პესიმისტურად არ უნდა შეხედო და გულში არსებულ სამშობლოს სიყვარულს, სამშობლოს
გადასარჩენადვე უნდა გაუღო კარი. ის, ვინც არაფერს თმობს, ვერც ვერაფერს იღებს. ნაზიმ საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად, 5 ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე გადაარჩინა და იმ დროისათვის, მოსახლეობას ყველაზე საჭირო ინფორმაციას აწვდიდა. ძნელია, ომს უსწორებდე თვალს, დაჭრილ მეომრებს ხედავდე და ახალგაზრდა ბიჭებს სიკვდილთან აცილებდე, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც 5 ადამიანის სიცოცხლეს, სწორედ ამ სიკვდილის კლანჭებისაგან იხსნი და საკუთარ ოჯახებში, დედებთან, მამებთან,მათ მომავალთან დააბრუნებ.

სტატია.იბეჭდება “რეპორტიორ ქალთა აკადემიის” კონკურსის ფარგლებში

ავტორი: თამთა თურმანიძე

სურათზე:. 24 ბატალიონი პოზიციაზე

.სოფელ ცაგერას სკოლა დღეს.

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here