ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

ღირსეულად იცხოვრა და მრავალი გამარჯვებითაც გაგვახარა!

ქუთაისს ერთი კარგი კაცი დააკლადა

სპორტული საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა შერმადინ-ბესო მიქელთაძე – მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, ევრიპოს არაერთგზის ჩემპიონი ვეტერანთა შორის, ავტორი წიგნისა ,,არჩევნების ანატომია“, მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი.

მან დაამარცხა კიბო, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა, მაგრამ  ის კვლავ აქტიურად განაგრძობდა ვარჯიშს ოპერაციების შემდეგ და, ემზადებოდა მომავალი ჩემპიონატისთვის.

– ყველაფრის მიუხედავად, სავარჯიშოდ ჩვეულებრივად დავდივარ, ვიჭიდავე კიდეც. ესაა ცხოვრებაა. თავი არ უნდა დახარო, არაფერს არ უნდა შეეგუო, უნდა გაუძლო ტკივილს და სიკეთე აკეთო სხვისთვის. გამარჯვების რწმენა რომ გექნება, სხვასაც გადაედება და ისიც გაიმარჯვებს,“- ამბობს ბესო მიქელთაძე.  – ეს რამდენიმე თვის წინ ჩვენს გაზეთთან საუბრისას დააფიქსირა.

სამომავლოდ. სულ მალე მისი  რომანი – „უდუმბარა“  უნდა დაბეჭდილიყო.

2021-ში ვეტერანთა შორის ძიუდოში ტოკიოს ოლიმპიადის მოგება იყო შერმადინ-ბესო მიქელთაძის მიზანი..შერმადინ-ბესო მიქელთაძე ასევე გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია help friend” ის დამფძნებელი, რომელიც მან უკრაინის ომის დროს უკრაინელთა დასახმარებლად შექმნა. ბოლო პერიოდში ის ასევე აქტიურად იყო ჩართული მისსავე წამოწყებულ კამპანიაში მსოფლიო ჩემპიონ დავით ხახალეიშვილის დასახმარებლად, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი“და გამომცემლობა tpres, ge უსამძიმრებს ოჯახს და ქუთაისს ამ საამაყო ქართველის, , უკეთილშობილესი ადამიანის გარდაცვალებას.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here