ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

მიგრაცია და არჩევნები. ქალები საქართველოდან!!!

 

 

ამ სტატიის მომზადებისას  მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში „ვიმოგზაურეთ“, რესპონდენტები კი საქართველოდან სიღარიბეს გაქცეული  ქალები არიან. საქართველო, ერთ დროს   ბუნებრივი  და ადამიანური რესურსებით მდიდარი ქვეყანა, გაღარიბდა, ამხნის მანძილზე არაერთი  ხელუსფლება შეიცვალა, მაგრამ ეკონომიკური  მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ  ჩინოვნიკებს დაეტყოთ. დაიშალა მცირე და დიდი მრეწველობა, დავკარგეთ სამომხმარებლო ბაზარი და  ექპორტი შეიცვალა იმპორტით, რამაც სამუშაო ადგილების დაკარგვა და  გაქრობა გამოიწვია, დაიწყო შრომითი მიგრაცია. ჯერ პატარა რუსავით გაედინა და მერე დიდ  სტიქიურ ტალღად   იქცა, რომელმაც კალაპოტი გაარღვია და სხვადასხვა ქვეყნებს მიადგა. მიგრაციას გაჰყვა ადამიანური რესურსი, ის, რაც ჩვენს ქვეყანას უნდა გამოეყენებინა, უცხო ქყვეყანაში, ძირითადად დამლაგებლისა და შინამოსამსახურის პოზიაციას მოერგო. დაცარიელდა სოფლები,  ქალაქები… მიგრაცია 21-ე საუკუნის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა სამწუხაროდ, მაგრამ  ვთვლი, რომ ყველაზე ნაკლები ემიგრანტი უნდა ჰყავდეს, თუ სწორ ეკონომიკურ სტრატეგიას ავირჩევდით და ბუნებრივ რესურს გამოვიყენებდით.  დღეს  საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ სახსარს კი უცხოეთიდან  შემოსული ვალუტა წარმოადგენს.ფაქტიურად უცხოეთში წასულმა ქალებმა შეინარჩუნეს საქართველოში  ოჯახები!

სტატიის დაწერის დროს მართლაც მთელი მსოფლიო „მოვაირე“, თვალსა და ხელ შუა გაქცეული ჩემი მეგობრები, მეზობლები, თანაკურსელები უცხოეთის სხვადასხვა კუთხეში მოვიკითხე და „მოვინახულე“, ახლა კი ერთ-ერთ მათგანს –  ნათელა კილასონიას გაგაცნობთ თავისი ბანალური ისტორიითა და არაბანალური განწყობით:   ქუთაისში ნელ-ნელა დაიწყო სახლების გამოკეტვა ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში.  მაშინ,  90-იანებში, ფანჯრებიდან შუქი ისედაც არ იყო და მერე სულ ჩაქრა,   შუქის ამნთებიც შემცირდა. ბედის საძიებლად უცხოეთს ძირითადად ქალებმა მიაშურეს, ნათელა კილასონიამ იტალიის გზა აირჩია,  მეზობლობაში ხმის გამცემი და ყავის სმის თანამოზიარე რომ ვერავინ ნახა და თავისი მცირე ბიზნესით კი საფულე ვერაფრით შეავსო, იტალიურიც იცოდა ორი სიტყვა: „ბონჯორნო და პანე“ (გამარჯობა და პური).

 იტალიელი მარია და ლეჩხუმელი ნათელა
იტალიალი მარია და ქართველი მომვლელი ნათელა კილასონია

მოუცლელობის გამო მოხუცი ვერ დატოვა იმ ადამიანმა, ვინც უნდა დახვედროდა, და ასე შუაგულ  იტალიაში აღმოჩნდა ბედის ანაბარად, კიდევ კარგი,   ქართველებმა  დანიშნულების ადგილზე მიიყვანეს,  ახლა ის იტალიის ქალაქ ფლორენციის ერთ-ერთ უბანში 83 წლის მოხუცს უვლის,  მშობლიური ქვეყნის და ახლობლების მონატრებას კი ქართული  კერძების მომზადებით ივსებს და ანებივრებს თავის ბებოს. 3 ნოემბერს თხუთმეტი წელი შესრულდება, რაც იტალიელი გახდა! ახლა „პერმესო“ აქვს, ე. ი. დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, დატოვოს ქყვეყანა და უკან დაბრუნდეს. არჩევნებში მონაწილეობას  ვერ მიიღებს, რადგან ინფორმაცია არა აქვს, სად და როგორ მივიდეს,  რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი შეასრულოს. „სააკაშვილის  დროს წამოვედი ჩემი ქყვეყნიდან, გაჭირვებამ წამომიყვანა, 50 წლის ქალმა ახალი ცხოვრება სხვა ქვეყანაში დავიწყე, ენა არ ვიცოდი და არც უცხოეთში ვყოფილვარ ადრე! ხელისუფლება რომ შეიცვალა, მეგონა, რამე შეიცვლებოდა, მაგრამ  არაფერი შეცლილა, სამწუხაროდ. ჩემი გაგზავნილი  ფულით ახლობლებს ვეხმარები. დავეხმარე ისეთ ადამიანებს, ვინც  ერთ დროს  ნამდვილად მდიდრებიც იყვნენ და წარმატებულებიც. ლეჩხუმში პატარა თონე ვიყიდე, ეს ყველაფერი მონატრებისა და ნოსტალგიის ფასად“… -ამბობს ნათელა კილასონია.

თუ ჩვენი ქვეყნის სტატისტიკას გადავხედავთ, 2014 წლისათვის ქვეყანას 88704 ემიგრანტი ჰყავდა, ხოლო მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წელს ქვეყნიდან უცხოეთში სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა (არაოფიციალური სტატისტიკით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია). საზღვარგარეთ წასული მოსახლეობის 63%-ის ასაკი  35 წელზე ნაკლებია, ხოლო 2008 წელს CRRC-ისა და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველ მიგრანტთა 35%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება.  ნათელას მსგავსად  შრომითი მიგრაციით წასული ქართველებიდან დაბრუნებას მცირე ნაწილი აპირებს და, სამწუხაროდ, „მიგრაციის შვილები“ უკვე ისე წამოიზარდნენ,   რომ საქართველოს ბევრი არ იცნობს, სამშობლოში  მათგან რამდენი დაბრუნდება, გაურკვეველია.   თუმცა, რას ვთავაზობთ  მათ?!  კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ,   სავარაუდოდ, ემიგრანტების  70% მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან  რეგიონიდან, სადაც არიან დასაქმებულნი,  საკონსულოები შორსაა და ჩვენი მოქლალაქეები კი უსაბუთოდ არიან, ზოგმა არც ის იცის, რომ გამოვიდა  „ამნისტია“ პანდემიის დროს, უსაბუთო  მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრებათ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არ იციან, სად და როგორ მივიდნენ; საკონსულოები რომ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, მათი უფლებები უფრო დაცული იქნებოდა. არის კიდევ  არჩევნებზე წაუსვლელობის ძირითადი მიზეზი – დამსაქმებელი არ უშვებს სახლიდან, რადგან შექმნილი ეპიდემიის  გამო თავს არიდებს საფრთხეებს. ამერიკის სხვადასხვა შტატში მყოფი ჩვენი მოქალაქეები არჩვენების დროს უფრო აქტიურები არიან, რადგან ნებისმიერი ამერიკელისათვის არჩევნები – ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ასე თვლიან და თავიანთ დასაქმებულებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელს უწყობენ და იმ დღეს ათავისუფლებენ, მთავარია მონდომება.

ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს, მიგრაციამ ბევრი ცვლილება შემოიტანა, ოჯახები გადარჩა,  შემოვიდა  თანხები, საბანკო მომსახურება გააქტიურდა და  გამყარდა სამამულო  ვალუტა,  უცხოეთში დასაქმებულ ადამიანს იმდენი აქვს  თვეში შემოსავალი, რაც ჩვენი   საშუალო წლიური შემოსავალია. მიგრაციის დამსახურებით უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რიცხვი გაიზარდა, თანხები ასევე „ჩაიდო“ განათლებაში. სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით,  რამდენიმე ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება საქართველოს ფოსტით. სამწუხაროდ, პანდემიამ შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობები.     მიგრაციამ გვასწავლა კულტურათა დაილოგი, განხვავებული ეთნოსისა და ერების კულტურამ თავისი დადებითი წვლილი შეიტანა ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში,  ქალები, ძირითადად, ევროკავშირში გაერთიანებულ სახელმწიფოებში არიან დასაქმებულები და ისინი ჩვენი კარგი მრჩევლები შეიძლება გახდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო წლებში აქტურად არის ჩართული მიგრაციის საკითხებში,  ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყველა ინფორმაცია შეიძლება მოიძიო და ცხელ ხაზს დაუკავშირდე ნებისმიერ საკითხზე,  ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან. მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, მიგრაციის მაჩვენებელმა 35%-ით იმატა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისა და თითოეული მათგანის პასუხისმგებლობას,  ვინაიდან ერთი ადამიანი მთელი ქვეყნის სახედ შეიძლება იქცეს. მოკლედ, კარგია უცხოეთში, მაგრამ სახლს არაფერი სჯობს!

ეს სტატია ეძღვნება ყველას, ვინც მონატრების, ნოსტალგიის, ოფლის, ცრემლისა და ზოგჯერ დამცირების ფასად   საქართველოში დატოვებული ოჯახის წევრებისათვის ფულს და ამანათებს არ იშურებს.

ნაზი მეშველიანი

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here