ანონსიახალი ამბებიბიზნესიკულტურაპოლიტიკასაზოგადოება

გოგი მეშველიანი:ვიყო ჩემი ხალხის სამსახურში ეს პატივია და დიდი პასუხიმგებლობა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ”, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და  წალკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  გოგი მეშველიანი დაასახელა.

გოგი მეშელიანი: „მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი სოციალურ – ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩემი პრიორიტეტია.  ჩემი ინტერესები არა პირადი არამედ   მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობისკენაა მიმართული.  ვარ იქ,  სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. „

გოგი მეშველიანი , დაიბადა 1971 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ ბოლნისში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ეროვნული გვარდიის რიგებში გაწევრიანდა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ჩაება. 1994 წლიდან მუშაობდა ბოლნისის რაიონში ჯერ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რწმუნებულად, შემდეგ – ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1997-2003 წლებში შემოსავლების სამინისტროს სისტემაშია; 2005-2014 წლებში ხელმძღვანელობდა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივ პროექტს, რომელიც ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მუშაობდა; 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლად, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა და იყო საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მჟორიტარი. ჰყავს მეუღლე ნანა ბარაბაძე.

-გვიამბეთ თქვენი და თქვენი ოჯახის შესახებ  როდის, სად და როგორ ოჯახში დაიბადეთ? როდის შექმენით ოჯახი

-მე დავიბადე და გავიზარდე ბოლნისში, თბილ მოსიყვარეულე ოჯახში, სადაც ვცხოვრობდით მე, დედა, მამა და ჩემი უმცროსსი ძმა.მამას ბოლნისში ავტოსახელოსნო ჰქონდა, სადაც მე და ჩემი  ძმა ბავშვობიდანვე ვეხმარებოდით, ვეჩვეოდით შრომას. დედა, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, რაც ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილია.საინტერესო ბავშვობა მქონდა. ვთამაშობდი ფეხბურთს. ჩვენი სკოლის გუნდის ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საფეხბურთო გუნდი ბოლნისის „ყვინჩილა“, რომელიც 1982 წელს საქართველოს ტყავის ბურთის გათამაშების პრიზიორი, ხოლო 1983 წელს – ამავე გათამაშების ჩემპიონი გახდა.პროფესიად ეკონომისტობა ავირჩიე. სტუდენტობის პერიოდშივე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეგობრებთან ერთად ეროვნული გვარდიის რიგებშიც გავწევრიანდი და მალევე მოგვიწია ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში ჩართვა.  31  წლის ასაკში დავოჯახდი ნანა ბარაბაძეზე, რომელიც პროფესიით გახლავთ ფსიქოლოგი , ის ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს, პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებებს და   მხარს მიჭერს. მისი თანადგომა მაძლიერებს და მეხმარება რთული სიტუაციების დაძლევაში. ჩემი მეუღლე  ამჟამად მუშაობს  შემოსავლების სამსახურში.

ვიდრე მაჟორიტარის მანდატს მოიპოვებდით ბოლნისის ისტორიაში ბოლო ათწლეულების მანძილზე იყავით პირველი არჩეული გამგებელი. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც შეძელით?

-ის, რომ  ბოლო ათწლეულის მანძილზე ვიყავი პირველი არჩეული გამგებელი მაკისრებდა დიდ პასუხისმგებლობას , იმ ადამიანების წინაშე ვინც ნდობა გამომიცხადა  .   ჩემს გუნდთან ერთად დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გაგვეუმჯობესებინა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის სოცისლურ-ეკონომიური მდგომარეობა. ჩემთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტი  მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი პირობების გაუმჯობესება.იმ პერიოდში შევძელით, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის  18 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 9 საბავშვო ბაღს, რომლებშიც დამონტაჟდა ცენრრალური გათბობის სისტემა, (ამ დროისათვის მუნიციპაიტეტის 12 ვე საბავშვო ბაღი ცენტრალური გათბობის მეშვეობით თბება). მიუხედავად გასულ წლებში ადგილობრივ ბიუჯეტში არესბული საკმარისი თანხებისა, ყველა მუნიციპალური ბაღი თბებოდა შეშის ღუმელებით, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა ბავშვებისთვის. გათბობის სისტემა დამონტაჟდა ბოლნისის მუსიკალურ სკოლაშიც.დაბა კაზრეთში აშენდა სოციალური საცხოვრისი 20 უსახლკარო ოჯახისთვის. ასევე აშენდა  საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც შესაძლებელია იუსტიციის სახლებში არსებული თითქმის ყველა სერვისის მიღება.განახლდა ქალაქ ბოლნისიდან სოფელ ბოლნისისკენ მიმავალი 8 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რამაც უამრავ ტურისტსა და  ადგილობრივ მოსახლეს გაუადვილა გადაადგილება  უძველესი ქარტლი ტაძრის , ბოლნისის სიონის მიმართულებით.აშენდა 1,3 კმ-იანი გზა ელიას მთაზე წმინდა პეტრე-პავლეს მონასტრისკენ. ქალაქში მოეწყო სანიაღვრე არხები და სხვა.

უკვე 2016 წლის საპარლამენტიო არჩევნებში თქვენ ხალხმა  გამოგიცხადათ ნდობა, როგრც მაჟორიტარს და იყავით ბოლნისელების  წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული თემები რაზეც მუშაობდით და მნიშვნელოვანი კანონპროექტებითქვენ პირადად როგორ ფიქრობთ შეძელით ამომრჩევლის მოლოდინების გამართლება?

-რთულია ისაუბრო საკუთარ თავზე და იმაზე შეძელი თუ არა ამმომრჩევლის მოლოდინების გამართლება, ამას არჩევნების შედეგი გვიჩვენებს. თუმცა, გეტყვით, რომ მაქვს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და ვგრძნობ მათ კეთილგანწყობას, ნდობას, რაც ფასეულია.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის  ინტერესების დაცვა და საპარლამენტო საქმიანობის დროსაც  კოლეგებთან ერთად მთავარი მიზანი იყო მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტაზე   ზრუნვა. ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რომ მეტი დაფინანსება მოგვეზიდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ჩვენი საპარლამენტო გუნდის აქტიურობის შედეგად, მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება გაიზარდა 100 მილიონით  და შეადგინა  350 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად  ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს,  სულ – დაემატა  5 505 882 ლარი.

მოსახლეობისთვის  ასევე აქტუალურია გარემოს დაცვის საკითხები  და   ვცდილობ სადაც კი მომეცემა შესაძლებლობა ამ თემებზე ვიმსჯელო.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს – ლევან დავითაშვილს მოსახლეობისთვის აქტუალურ თემებზე არაერთხელ დავუსვი კითხვები და ის მნიშვნელოვანი საკითხები წამოვწიე რომელიც ჩვენთვის მოქალაქებისთვის პრიორიტეტულია ( ტყის საფარის აღდგენა, ნიადაგის დაბინძურება და სხვა). აქვე მინდა გითხრათ რომ 2018 წელს  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომლის წევრიც  გახლდით, შეიქმნა „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“. დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ამ ჯგუფმა, მონიტორინგის მიზნით, ადგილზეც შეისწავლა ვითარება და არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა კომპანიაRMG-ისთან, კომპანიას აღებული აქვს სამწლიანი ვალდებულება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩასატარებლად, რის ფარგლებშიც უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.რაც შეეხება კანონშემოქმედებას , ყველა პარლამენტარი ჩართული  ვართ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში. მე-9 მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი -ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის პირველი ივნისიდან და ქმნის სრულიად ახალ, სოციალურ და სამართლებრვ გარანტიებს ბავშვებისთვის. მხარი დავიჭირეთ და მივიღეთ სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტი,რომლის  მიზანია  პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება. მივიღეთ კანონი ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც უფრო ეფექტურად იცავს ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს.  დავამტკიცეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც უკეთ პასუხობს სოციალურ გამოწვევბს და ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე. გაიზარდა პენსიები და დასაქმებულთა გარკვეულ ნაწილს გაეზარდა ხელფასები(პოლიციელებს, ოჯახის ექიმებს, გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ჯარისკაცებს) დავამტკიცეთ კანონმდებლობა, რომლითაც მარტივდება მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია, ამით მოქალაქეებს გაუმარტივდათ მიწაზე საკუთრების მოპოვება და სხვა მრავალი. პირადადაც  გახლავართ  რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი : – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილება. ცვლილების მიზანია, რომ მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე, რომელსაც მერები ნიშნავენ, შეზღუდვა არ იყოს.„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  კანონპროექტით განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღება 2020-2024 წლებში გავლენას იქონიებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

თქვენ იყვით ბოლნისის გამგებელი, შემდეგ მაჟორიტარი და გასაგებია, რომ თქვენთვის  მუნიციპალიტეტი  და აქ არსებული გამოწვევები ცნობილია. თუმცა, ამჯერად ხართ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის გაფართოებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი რამდენად იცნობთ ამ მუნიციპალიტეტის პრობლემეს? როგორ ფიქრობთ დღეს რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა?

-ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა განხორციელდა რეგიონში, თუმცა ბუნებრივია გამოწვევები კვლავ რჩება და ეს პირველ რიგში არის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა  – სასმელი ,  სარწყავი წლის , გაზიფიცირების,სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება და სხვა.ჩვენ, როგორც აქამდე ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, ძალიან ახლო კომუნიკაცია გვექნება ჩვენს ამომრჩეველთან , თითოეულ მოქალაქესთან, იმისათვის, რომ პრიორიტეტები განვსაზვღროთ მათი საჭიროებების მიხედვით და უმოკლეს ვადებში, ჩენი რესურსების ფარგლებში ვეცადოთ ამ საკითხების გადაწყვეტას.მზად ვარ ჩვენს გუნდთან ერთად, მივიღოთ ახალი გამოწვევა, მოვიპოვოთ გაფართოებული ოლქის ამომრჩევლის ნდობა და ვიზრუნოთ მათთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად.

-წალკის მუნიციპალიტეტში ერთერთი მთავარი პრობლემა ეკომიგრანტებისთვის სახლების დაკანონებაა. როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა/პროგრამა ამ საკითხთა დაკავშირებით?

-ჩვენმა ხელისუფლებამ  ეკომიგრანტთა საკითხების ეფექტურად მოგვარების მიზნით  მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. შეიქმნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო რომლის ძირითადი ფუნქცია და კომპეტენცია დღემდე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების სოციალური დაცვის და საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაა.

2015 წლიდან, 2004-2012 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სარგებლობაში გადაცემული,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაკანონების პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების იდენტიფიკაციის, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისა და განსახლებული ოჯახების მონიტორინგის სამუშაოები ჩატარდა. ხოლო 2016 წლიდან კი, საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემა დაიწყო და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 300-მდე  ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. აღნიშნულ საკითხზე გავაგრძელებთ მუშაობას , დეტალურად შევისწავლით ასებულ მდგომარეობას, ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება შესაბამის უწყებებთან რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ბატონო გოგი,რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა, თანაც განმეორებით მაინცდამაინც თქვენ

  • მე მიყვარს ჩემი რაიონი და ჩემი ხალხი.ჩემთვის მნიშვნელოვანია  ადამიანი , ვუსმენ ხალხის ხმას და  ვცდილობ ყოველთვის  გავითვალისწინო მოსახლეობის აზრი. მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე,  ჩემი ინტერესები არა პირადი არამედ,   მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობისკენაა მიმართული. ყოველთვის იქ ვარ ,  სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები.ვიყო ჩემი ხალხის სამსახურში ეს პატივია და დიდი პასუხისმგებლობაა,მაქვს საკმარისი  გამოცდილება, მოტივაცია და, რაც მთავარია, შესანიშნავად ვიცი, რომელი  მიმართულებითაა  საჭირო მუშაობა, რათა ჩვენს მუნიციპალიტეტებში  არსებული პრობლემები სწრაფად გადაწყდეს .

ამომრჩევლის წინაშე   საკუთარი გაკეთებული საქმეებით წარვსდგები   და არა სხვის მიერ განხორციელებული პროექტებით. გარდა ამისა,  ზურგს ის პოლიტიკური ძალა მიმაგრებს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.“ქართული ოცნება“ დაფუძნებულია  ჩვენი მოქალაქეების ღირსებისა და თავისუფლების განუხრელ დაცვაზე.

ჩვენ შევეკითხეთ ბოლნისის ამომრჩევლს რამდენად გაამართლა  მოლოდინები დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ანდობთ თუ არა ხელახლა მას მანდატს?– მათ გვიპასუხეს:”მე ვფიქრობ, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ჩვენს მუნიციპალიტეტშიდაუჭერს მას მხარს, რადგან საკმაოდ აქტიური დეპუტატია, ხშირად მართავს ოსახლეობასთან შეხვედრებს. მას აქვს უნარი ესაუბროს ადამიანებს არსებულ პრობლემებზე დამაჯერებლად და მშვიდად. იგი აქტიურად სარგებლობს სოციალური ქსელებით, რაც განსაკუთრებით მოსწონს ახალგაზრდებს. ძალიან აქტიური და მოტივირებული თანამშრომლები ჰყავს მის ბიუროში. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში. უნდა ითქვას, რომ ასეთი აქტიური დეპუტატი ბოლნისის რაიონს დიდი ხანია არ ჰყოლია.”გიორგი დემურაშვილი ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი”დიახ ვანდობ,ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა მუნიციპალიტეტში, ბევრად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, ყველა სოციალურ ფენასთან ჰქონდა ურთიერთობა, გოგის ინიციატივით მოხდა საჯარო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ინიციატივების გადაჭრა. ბოლნისი იღებს ტურისტული ქალაქის იერსახის, და მთავარი-ენერგია და ემპატია გამოიჩინა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიმართ განურჩევლად ეთნიკური კუთვნილების” აააიპ,, ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის,, დირექტორი კარინა ბეჟანიშვილი

                                                                                                                               ესაუბრა ნაზი მეშველიანი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here