Uncategorized

სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ.. გაუსაძლისი მდგომარეობა ბზვანში

რას აკეთებს ხელიუფლება, მაშინ როცა სოციალურად დაუცველი ადამიანები ფარდულში  ცხოვრობენ

ვანის რაიონი, სოფელი ბზვანში(ჭალები) ცხოვრობს შშმ პირი, რომელსაც გაუსაძლის პირობებში უხდება არსებობა, გია დვალიშვილი    თანდაყოლილი არაერთი დიაგნოზით დაიბადა, მას საუბარი უჭირს და ასე რრომ ადგილობრივ ხელისფლებასაც „ვერ შეაწუხებს“ ზედმეტი თხოვნებით.. სანამ მშობლები ჰყავდა  ცოცხალი, მანამდე კიდევ არაფერი უჭირდა, ახლა კი მარტოსულს, დანგრეულ ფარდულში უწევს გაუმკლავდეს თავისი რესურსებით ყველა გაჭირვებას,  სიღატაკეს, იზრუნოს სახლზე, ამასაც თუ სახლი ჰქვია.. გია ღვთისა და კეთილი  ადამიანების ანაბარადაა დარჩენილი, „მალე წვიმის პერიოდები დაიწყება, მერე ზამთარი მოვა და გიასთან , როგორც გარეთ ისე წვიმს“ შეგვატყობინა მეზობელმა.  ჩვენი რედაქციიდან დავუკავშირდით ადგილოვრივ ხელისუფლების წარმომადგენელს. სოფლის დეპუტატს გია  ხარაბაძეს და შევახსენეთ გია დვალიშვილის სოციაულური მდგომარეობა, ის დაგვპირდა რომ უახლოესხანებში მოხდება მისი საცხოვრებელი ფართის შესწავლა და გადახურვენ,იმედს ვიტოვებთ, რომ პირობა დროში არ გაიწელება და მალე შესრულდება დანაპირები, შემდეგი სტატია კი ხელისფელბის ჩარევის შედეგად კეთილად  დასრულებული საქმე იქნება,   შშმ პირი ჩვენი სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრია და მასზე მზრუნველობა ჩვეულებრივი მოვალოებაა, ადამიანის საცხოვრებელი ელემენტარული პირობების შექმნა პრიორიტეტიც უნდა იყოს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის,  შეგახსენებთ რომ  ხელისუფლებამ რატიფიცირებას მოაწერა ხელი და აიღო ვალდებულება, თუ ეს ვალდებულება რეგიონებში არ ვრცელდება?!

 საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროსშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციისრატიფიცირება. კონვენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავა და დაამტკიცაშშმ პირთა თანაბარი  შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო  სამოქმედო გეგმა

                                                                                                                                        ნაზი მეშველიანი

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here