ანონსიახალი ამბებიპოლიტიკაქვემო ქართლი

არაერთი წარმატებული პროექტის ინიციატორი

 

„გულწრფელი, საკუთარი საქმის, გუნდისა და ქვეყნის ერთგული, უღალატო პრინციპული ადამიანი, რომელსაც აქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. არის არაერთი წარმატებული პროექტის ინიციატორი და მონაწილე“- ასე ახასიათებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გოგი მეშველიანს.პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ აქტივს შეხვდნენ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინეს.„გოგი მეშველიანი არის რეიტინგული ადამიანი, რომელსაც ხალხი ენდობა და ამას არაერთი გამოკითხვა ადასტურებს“- განაცხადა პარტიის რეგიონულმა მდივანმა, დიმიტრი სამხარაძემ.„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და მიმართეს დამსწრეებს -„ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია და გვჯერა კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“.„პირველ რიგში ვარ ამაყი, რომ ვარ ამგუნდის წევრი. მე ვიქნები თითოეული თქვენგანის მეგობარი და თქვენი მხარდამჭერი. მჯერა, რომ ერთად ყველა გამოწვევას დავძლევთ. ჩემთვის, მთავარი ჩემი ქვეყანა და მისი უკეთესი ხვალინდელი დღეა.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here