ანონსისაზოგადოება

აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში საინფორმაციო  კამპანია გრძელდება

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში საინფორმაციო  კამპანია გრძელდება – ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი სპეციალური მანქანები, ადგილობრივებს აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდნენ სახლში დარჩენისკენ, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში კი ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ. პარალელურად ამავე სოფლებში ჩატარდა თერმოსკრინინგი, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ წალკის მუნიციპალიტეტში ჯერ კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს თერმოსკრინინგის ამ ეტაპზე, შერჩეულ იქნა რამდენიმე მრავალეთნიკური სოფელი სადაც, მუდმივად ხდება აზერბაიჯანელი და სხვადასვა ეროვნების მოსახლეობის შემოდინება რისკის მქონე რეგიონებიდან. თერმოსკრინინგის პარალელურად მოსახლეობას ეძლევათ აუცილებელი რეკომენდაციები ,რომელიც თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ჯანდაცვის სამსახურმა უკეთესად მართოს ეპიდსიტუაცია. ამჟამად თერმოსკრინინგი ჩატაუტარდა 183 ადამიანს.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here