ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

 

საინფორმაციო კამპანია COVID-19-ისგან პრევენციისთვის, ჩანთები საინფორმაციო დატვირთვით!

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის  პრევენციული  ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი (EU) და თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით – განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.

„მაშინ როდესაც პანდემია მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი საკითხია, ჩნდება კითხვა: არის კი საჭირო დამატებითი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება? ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა „დიახ“ და გარკვეული ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის აუცილებლობა დაგვანახა. ერთის მხრივ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ – თავი დაიცვან დეზინფორმაციისაგან. მიმდინარე პერიოდში, სურსათის ჩანთებზე, რომლებიც ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობით გადაეცემა მოწყვლად მოსახლეობას, განთავსებულია ინფორმაცია აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე. – განაცხადა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბი (სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი) დაუკავშირდა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომელთა დახმარებითაც მოხდა ჩანთების სოფლის სასურსათო მაღაზიებისთვის გადაცემა მოსახლეობაში გასავრცელებლად. კერძოდ წალკის მერიას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე დატანილი ინფორმაციით გაეგზავნა 260ც. ჩანთა, რომლებიც გადაეცათ სოფელ ბეშთაშენის, აშკალის, აიაზმას, ნარდევანის, დაშბაშის, კუშის, არ-სარვანისა და თეჯის მაღაზიებს.„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან  (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). 

 

საკონტაქტო პირი:

ნატა კაპატაძე – სოციალური მედიისა და კომუნიკაციის მენეჯერი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)

ტელ: 592 279 279

ელ. ფოსტა: prc@edec.ge

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here