ანონსიახალი ამბებისპორტიძიუდო

შერმადინ-ბესო მიქელთაძე ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის არის დადაბადებული! მან კიბოც დაამარცხა…

ლეგენდარული მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში შერმადინ-ბესო მიქელთაძე (ქუთაისი) თინომას საახალწლოდ დაამარცხებს!

 

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო, შერმადინ-ბესო მიქელთაძის – მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის (ძიუდო), მეცნიერებათა დოქტორისა და სხვადასხვა წიგნების ავტორის, იმ ადამიანის ემოციურმა წერილმა, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა კიბო.  მსოფლიო ჩემპიონი და საზოგადო მოღვაწე შერმადინ-ბესო მიქელთაძე საზოგადოებას ამჯერად, მეგობრის დასახმარებლად მიმართავს.

,,გთხოვთ და გემუდარებით დაეხმარეთ ჩემს ძმას და მეგობარ ოლიმპიურ ჩემპიონს . მას გულის ფუნქციის 18 პროცენტი აქვს დარჩენილი. ის სასიკვდილოთაა განწირული . ეხლა დილის 6.07 წუთია. ქუთაისში ჯერ არ გათენებულა. მე გული მტკივა. ცრემლი მცვივა. დიახ, მე მაქვს სიმსივე, გამეორებით, უბრალოდ სხვა ჯიშის. მე გავიკეთებ ოპერაციას ორ კვირაში. მაგრამ მე არ გთხოვთ, არც ერთ თქვენგანს დახმარებას, მე არც ერთ თეთრს არ გთხოვთ ჩემთვის!  იყავით გულმოწყალენი და დაეხმარეთ იმ კაცს რომლის სახელი გვარი თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით , თქვენ მისით ამაყობდით და იამაყებთ კიდეც. მას სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნდეს. საერთოდ თუ გქვია ჩვენ ქართველობა ეს ჩვენი ვალია! მან არ მომცა მე უფლება მისი სახელი და გვარი გამესაჯაროებინა, მუხედავად მისი კრიტიკული მდგომარეობისა. მას ვკითხე როგორ ფიქრობ, სიცოხცლის ხანგძლივობის რა პერიოდი გაქვს ამ მდგომარეობაშითქო, ჯერ გაჩუმდა შემდეგ მოკუnტულმა მიპასუხა, ბესო თავადაც იცი არაფერიო. მას პირდაპირ ვუთხარი, სამშაბათამდე დაგელოდები, თუ ვერ იშოვი შენი გულის გადასანერგად 200 ათას დოლარს, საიდანაც არც ერთი თეთრი არა აქვს მას მის საკუთარ ანგარიშზე დღეის მდგომარეობით, მე შენ აღარ დაგელოდებითქო. მე დავიწყებ კობოიანი და საოპერაციო კაცი მთელს საქართველოში სიარულს მათხოვრად, შენი გულის გადასანერგი ფული რომ შევაგროვოთქო. გარწმუნებთ, მან უნდა იცოცხლოს . ეს ყველა ქართველის ვალია. დაეხმარეთ მას, ვის როგორც შეგიძლიათ, ლარი თუ ათი ლარით. გემუდარებით, მან უნდა იცოცხლოს !
ბანკის ანგარიშს, სადაც მის სახელსა და გვარზე თანხის ჩარიცხვას შეძლებთ სამშაბათს დავდებ.’’

შერმადდინ-ბესო მიქელთაძემ ერთხელ უკვე დაამარცხა თირკმლის სიმსივნე, ახლა თიმომას ებრძვის

მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი ახალი ოპერაციისთვის ემზადება, მანამ კი კვლავაც განაგრძობს აქტიურად ვარჯიშს და სხვებსაც ეხმარება და ამხნევებს ამ დაავადებასთან ბრძოლაში…

 


-ამჯერად მკერდის უკანა ჯირკვალზე მაქვს სიმსივნე. ანალიზები გერმანიაშია და ამის შემდეგ გაირკვევა მთლიანად ამოიჭრება ეს ჯირკვალი, თუ ჯირკვალზე მარტო სიმსივნე ამოიკვეთება. ამის მიუხედავად, სავარჯიშოდ ჩვეულებრივად დავდივარ, ვიჭიდავე კიდეც. ესაა ცხოვრებაა. თავი არ უნდა დახარო, არაფერს არ უნდა შეეგუო, უნდა გაუძლო ტკივილს და სიკეთე აკეთო სხვისთვის. გამარჯვების რწმენა რომ გექნება, სხვასაც გადაედება და ისიც გაიმარჯვებს,“- ამბობს ბესო მიქელთაძე.
მას დიდი გეგმები აქვს სამომავლოდ. სულ მალე მისი  რომანი – „უდუმბარა“ დაიბეჭდება. ამბობს, რომ წიგნის გამოცემა სავარაუდოდ, მისი ოპერაციის პერიოდს დაემთხვევა. შერმადინ-ბესო მიქელთაძე გვპირდება, რომ მორიგ დაავადებასაც დაამარცხებს და 2021-ში ვეტერანთა შორის ძიუდოში ტოკიოს ოლიმპიადასაც მოიგებს.

ლეგენდარული შერმადინ-ბესო მიქელთაძე თინომას საახალწლოდ შეებრძოლება!

 

მანანა ლეშკაშელი

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here