კულტურასაზოგადოება

პოეზია.სასტუმროს მენეჯერის ლირიკული წუთები

  1. გთვაზობთ დამწყები პოეტის – ალექსანდრე კვირიკაშვილის რამდენიმე ლექსს.ალექსანდრე დაიბადა 1990 წელს აფხაზეთში,ტყვარჩელში.დაამთავრა თბილისის 25-ე საფეხბურთო სკოლა, ხოლო უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, გეოგრაფიის ფაკულტეტი.ჰყავს მშობლები და 1 ძმა.სხვადასხვა წლებში აქტიურად თანამშრომლობდა  ტურიზმის განვითარების სფეროებში – სასტუმროების, რესტორნის ადმინისტრატორად, მენეჯერად, გიდად და სხვა.ამჟამად არის სასტუმრო ,,ყაზბეგი – ჰოლიდეის’’ თანამშრომელი. ალექსიმ ლექსების წერა 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ბოლო პერიოდში რომანტიული გრძნობების ფურცელზე გადატანა კი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომაც სწორედ ამ კუთხით დაწერილ რამდენიმე ლექსს ვთავაზობთ მკითხველს

დღევანდელი დღეც გადაიფრენს ისე როგორც გუშინდელი,

სიმართლე გითხრა,  არავისგან არაფერს ველი,

ახალი წელი მოდის და არც შენ გელი და არც სხვას

და არც არაფერს, ნატვრა აღარ მაქვს…

ცხოვრება ძნელი ყოფილა, ძნელი!

წარსულის კადრები მოჩანს ბნელი…

მოძრაობები ნელი, იქ შენც ჩანხარ ახალგაზრდა,

იქ მეც ვჩანვარ პატარა და საჩუქრებს ველი,

ეს რომ ბოლომდე მოვყვე ისტორიაა ვრცელი,

მაინც მოგიყვები მოკლედ, გუშინ გრძნობები მქონდა და მოკლეს !

დღეს ცივად დავდივარ და დარდი მდევს,

წინ რა მოხდება და რა ფათერაკი მდევს?

არა, არ მინდა ვიცოდე, არც შენ გინდა ალბათ რომ მცნობდე!

ამდენს წერსო, იფიქრე და ჰო, იფიქრე!

გიჟი არა ვარ ძვირფასო, რასაც შენ ვერ აღიქვამ და ვერ დახატავ,

მე სტრიქონ- სტრიქონ ჩავქარგავ და ამით არაფერს არ ვკარგავ,

დღევანდელი დღეც გადაიფრენს ისევე,

როგორც გუშინდელი და შენ გამიხსენებ მე

და იტყვი, იყო შეუდარებელი, დღევანდელი დღე,

წავა როგორც გუშინდელი და ჩემში დარჩები ჩემში იქნები უბერებელი!

მე ისევ დავწერ ლექსებს მხოლოდ ასე ვიტყვი სათქმელს!!!


ამბობ რომ მიცნობ!
ამბობ რომ კარგი ვარ!
ის თუ იცი, რამდენად კარგი ვარ,
ან ცუდი ვარ, ან საერთოდაც არაფრად ვვარგივარ?!
ერთი უსარგებლო ბარგი ვარ!
რა იცი ვინ ვარ?!
რა იცი შენ საერთოდ მე რად ვღირვარ?!
ხომ არ შეგაშინე ძვირფასო კითხვებით?!
ხომ არ მოგაწვა უეცრად ფიქრები?!
სარკმელში გახედე, ხომ არ ჩანს ნანატრი თეთრი ფიფქები?!
ნუ იფიქრებ, ვინ ვარ მე!
ვერასდროს მიხვდები
და თუ მიხვდბი შენგან შორს ვიქნები.
თითქოს სათქმელი გითხარი,
თითქოს მომეშვა გულზე,
მაგრამ ვერაფერს გაიგებ,
ურთიერთობაში ვარ ნულზე!
ბევრს ნუ იფიქრებ ჩემზე,
მე სულ არ ვფიქრობ ჩვენზე.
მხოლოდ ერთმა შემიყვარა დიდხანს,
მარტოობა ქვია იმას და ამ ლექსა და ამ გრძელ რითმას…

 

არ გადაყვე მოგონებებს !

არ დაიწყო წარსულზე ფიქრი,

ის მითხარი ახლა რა ხდება ირგვლივ?

გიყვარვარ და ამის აღიარება გიმძიმს?

შენ თუ არ მეტყვი შენი თვალები მეტყვის!

შენ თუ არ მანიშნე, გულია ოხერი და შენ ეს გესმის,

რა თქმა უნდა, მე სხვა დანარჩენიც მესმის…

ლომის გულს ისარს მშვილდოსანი ესვრის

და ამ ლექსის კითხვისას შენს გულს ჩემი ძგერა ებრძვის,

ასეა სიყვარულისას, ერთ ადამიანში ორი ებრძვის!!!

არ გადაყვე მოგონებებს, წარსულში ვერ ნახავ შვებას,

თავისუფლება გულს და მერე გონებას შვება,

ჩემი შენდამი სიყვარული გაუგონარს და დაუწერელს შვრება!!!

 

მთვარიან ღამეს მარტო მივუყვები შარა გზას,

მომენატრე გიყვირო მინდა,

მინდა ვიყვირო მიყვარხარ,

მაგრამ მარტო ვართ ამაღამ მე სევდა,

ახლა თუ გენატრები ნეტავ…

შენი გული ძგერა მაგრძნობინო მინდა,

შენი ხელები შემომხვიო ნაზად მინდა,

სუსხისგან გაყინულს მაგრად ჩამეხუტო მინდა,

ამ ამღვრეულ თვალებში ჩაიხედო მინდა,

გულში ჩამიკრა და შემდეგ შენი კოცნა მინდა,

ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ უნდა გითხრა !

 

მოამზადა მანანა ლეშკაშელმა

 

 

 

 

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here