ანონსიახალი ამბებიკულტურასპორტიძიუდო

, სპორტი.წალკა.არმენ სარქისიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პატარა რაიონიდან დაწყებული დიდი სპორტის გზა….

 

 კიბოქსი სინთეზია კრივისა და კარატის.ტაილანდური კრივი მკაცრი სახეობა იყო. შემდეგ დახვეწეს და ჩასვეს ჩარჩოში: რინგი, დრო და ა. შ. ტაილანდურ კრივში შეჯიბრების დროს მაქსიმალურად ხდება ადამიანების შესაძლებლობების გამოვლენა. დარტყმები დაშვებულია ფეხებში, ტანში, თავში. დასაშვებია დარტყმები მუხლებითაც და იდაყვებითაც. ასევე, არის გდება, პარტერში არ ჭიდაობენ, როგორც ეს ბრძოლა წესების გარეშეს დროს ხდება, რადგან პარტერში ჭიდაობა შედარებით არადინამიური და ნაკლებად საინტერესოა.

სოფელ კიზილ-კილისაში სულ რაღაც ორი. წელია  გამოჩდა სპორტული აღნაგობითა და სპორტული იდეებით… გორიდან  თავის მშობლიურ სოფელ კიზილ-კილისას მიაშურა,  ბავშვებს იმედი ჩაუსახა და ეს იმედი რეალობადაც აქცია. ვანო არამიანცი  თავის ნორჩ სპოტსცმენებთან ერთად იტალიაში  მიიღო მონაწილეობა,  სადაც ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსში და  ხელდამშვენებული დაბრუნდა,ოთხი მონაწილედან ერთმა – ოქრო და სამმა კი ვერცხლი მოიპოვა, რამაც მარტო მისი სოფელი როდი გაახარა.

კიზილ-კილისას სპორტული კლუბის ხელმძღვანელს ვანო  არამიანცს გამარჯვება მივულოცეთ და ვთხოვეთ  მილანური შთაბაჭდილების გაზიარება:

„როგორც გითხარით, გორში ვცხოვროდით და მე ჩემს სოფელში დავბრუნდი,  ძმის რჩევით, განსაკუთრებით  კიკბოქსმა დამაინტერესა, ლამაზი სპორტია… ძმის რჩევით ახალგაზრდების აღზრდა გადავწვიტე, ამისთვის ჩემს წარმატებას სწორედ მას  უნდა ვუმადლოდე, ჩამოვედი სოფელში და სურვილის განხორციელებას ვერც მოვახერხებდი, ერთი კეთილშობილი ქველმოქმედი რომ არ გამოჩენილიყო,  სპორტული კომპლექსი დააფინანსა ედგარ  არამიანმა, მას  ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადუვუხადო,  ჩვენი გამარჯვებაც ნამდვილად ამ კაცის დამასახურებაა, ამა წლის 28 ნოემბერს იტალიაში  შეჯიბრებაზე  გავემგზავრეთ, სადაც  გახარებულები შემდეგი შედეგებით დავბრუნდით: არმენ სარქისიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან ოქრო მოიპოვა, სამი  კი  მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალოსნები გახდნენ: მასლენიკ სარქისიანი, ვალიკო ქუჩუკიანი, ვანო ზუნტუროვი. ჩვენ ხშირად ვიღებთ მონაწილეობას შეჯიბრებებში და კარგი შედეგებიც გვაქვს, რაც არაერთხელ გაშუქებულა ადგილობრივ მედიაში.“

როგორც კიზილ-კილისის მოსახლეობა ამობს ამ სოფელს ყოველთვის ჰყავდა თავისი გამორჩეული ადამიანები, წარმატებული თანასოფლელები, მაგრამ ვანო არამიანცის დამსახურებაა მოზარდების სპორტით დაინტერესება და მათი წარმატებები კი სოფლის სიამაყეა, დაუზარელი შრომისა და მიზანსწრაფვის შედეგია სწორედ, რომ  დღეს ჩვენ გვყავს ევროპისა  და ევრაზიის ჩემპიონები, საქართველოს მრავალგზის გამარჯვებულები.

ვანო არამიანცი: „შედეგებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამას არ დავჯერდებით, მინდა ჩემი აღსაზრდელები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლონ, რაიონი და ჩემი ქვეყანა ამით ვასახელო და სპორტში ჩემი წვლილი შევიტანო“

აი ასე, თუ ადამიანმა მოინდომა პატარა სოფლიდანაც შეიძლება მიაღწიო მსოფლიო  წარმატებებს!

რედაქციის სახელით ვულოცავთ გამარჯვებას და ველით შემდეგ წარმატებებს!

ნაზი მეშველიანი

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here