ანონსიახალი ამბები

საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის მხარდაჭერას ითხოვს!

 

თითო ლარი ადამიანის სიცოცხლის გდასარჩენად არ დავინანოთ!

სოციალურ ქსელში გავრცელდა მსოფლიო ჩემპიონის შერმადინ-ბესო მიქელთაძის მიმართვა, ის მეგობრის, საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის მხარდაჭერას ითხოვს!
დავით ხახალეიშვილს გულის გადანერგვა ესაჭიროება!
ანგარიშის ნომერი – GE16TB7370345066300001
მიმღები – შერმადინ მიქელთაძე

,,SOS !!! არ მივცემთ უფლებას ავადმყოფობას დათო ხახალეიშვილი დაამარცხოს-მეგობრებო,ძალიან ,ძალიან მიჭირს ამ პოსტის დადება, იმიტომ არა რომ სიმსივე მაქვს და საოპერაციო ვარ, არა! პირდაპირ გეტყვით ჩემი სიმსივნე და მისი ამოსაკვეთად ორი კვირის შემდეგ დაგეგმილი ოპერაცია სულ ფეხებზე მკიდია. ქვემოთ სურათებზე, ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სურათებია, დიახ ეს ის დათოშკაა ,რომელმაც 1992 წელს, ცეცხლში და შიგა ომებში გახვეულ ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება მოუტანა , მან 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადა მოიგო!. დღეს დათოს გულის მძიმე სენი აწუხებს, მას გულის სასწრაფო გადანერგვა ესაჭიროება. მან უნდა იცოცხლოს და ეს ჩვენი ვალია. უბრალოდ არამზადები ვიქნებით ქართველები თუ დათოს 150-200 ათას დოლარს ვერ შეუგროვებთ იმისათვის ,რომ მან გული გადაინერგოს და იცოცხლოს .გთხოვთ მას დაეხმაროთ, რაც გაქვთ იმითი, ლარი გაქვთ ლარით დაეხმარეთ ,ხუთი ლარი გაქვთ ხუთით დაეხმარეთ .გარწმუნებთ, მან უნდა იცოცხლოს და ეს ჩვენი ვალია. ქვემოთ მითითებულია ანგარიშები TBC ბანკში ლარში ,დოლარში და ევროში . გთხოვთ ეს პოსტი გადააზიაროთ და დათოშკას ვის როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ .მე პირადადად მადლობის სათქმელად მივალ ყველასთან ,ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული ვინც ერთ ლარს მაინც გაიღებს დათოსათვის . დათომ უნდა იცოცხლოს”!!

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here