Uncategorized

,,საქართველო მსოფლიოში მცხოვრები ქართველების გული და ცენტრია!“ – ორჰან ბერიძე

ჩვენებური თურქეთიდან

თურქეთში მცხოვრები, საუკუნეების წინ გადასახლებული ქართველობა – ენა, რელიგია და კულტურული მემკვიდრეობა, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, დღევანდელ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები, მოქალაქეობა – სწორედ, ამ საკითხებზე თავის თვალსაზრისს გვიზიარებს ჩვენებური ორჰან ბერიძე – ქართული ასოციაციის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრის წარმომადგენელი თურქეთიდან.

-თურქეთის ორ მესამედ ტერიტორიაზე დაახლოებით 40-მდე ქალაქში 7 მლნ. – მდე ქართველი ცხოვრობს. აქ საუბარია საუკუნეების წინ გადასახლებულ ჩვენებურებზე და არა ემიგრანტებზე საქართველოდან.

ორი თაობის წინ, ქართველები არ ქორწინდებოდნენ სხვა ეროვნებაზე. ბოლო ორი თაობა კი ძირითადად შერეული ოჯახებია.

ისტორიკოს მურად ქასაბის მიხედვით, ვინც ამბობს რომ არის გურჯი ანუ ქართველი, ასეთ ქართველთა რაოდანობა დაახლოებით 1,5 მლნ. არის!

2005 წლიდან თურქეთში აქტიურად მუშაობს ქართული ასოციაცია, რომელიც აწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს თურქეთში მცხოვრებ

-რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ გადასახლებულ ჩვენებურებს, ვინაიდან მუსლიმი ქართველები იყვნენ  რელიგიური პრობლემა არ აქვთ თავისთავად. ახალი ქართველი ემიგრანტების უმეტესობა კი რა თქმა უნდა ქრისტიანები არიან და მე პირადად ვიცნობ უამრავ პიროვნებას, რომლებსაც წირვა-ლოცვის პრობლემა არ აქვთ. სტამბოლში ბევრი ეკლესიაა, სადაც ჩვენი ემიგრანტი ნათესავებიც დადიან წირვა-ლოცვაზე ბერძნულ, რუსულ, ბულგარულ და ა.შ. ეკლესიებში.  თვეში ერთხელ ან წმიდა დღეებზე საქართველოდან მღვდელი ჩამოდის და ქართულად წირვა- ლოცვასაც ატარებს. თურქეთი უფრო ტოლერანტული და დემოკრატიული ქვეყანაა.

-ყველაზე მეტად რომელი ქართული ტრადიციაა შემორჩენილი ჩვენებურ ქართველებში, საინტერესოა მათი ყოფა-ცხოვრება…

– რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტად ცეკვა, სიმღერა, წყევლა, ლოცვა, კერძები, გინება და ა.შ.

-რომელ ძველ ქართულ სიტყვებს იყენებენ მეტყველების დროს ,,ჩვენებური’’ ქართველები?

-რაფერ ხარ, რავარ ხარ, რა იჯები, ჰო, ჰა წეი ჭო, და ა.შ.

-რა უნდა გაკეთდეს ,,ჩვენებური’’ ქართველების თუნდაც ნაწილის რეინტეგრაციის (დაბრუნების) მიზნით საქართველოს მხრიდან?

-თურქეთელი ჩვენებური ქართველები უკვე თურქეთელია. ჩვენ თურქეთის სახელმწიფო ერთად დავაფუძნეთ ადგილობრივ ხალხთან ერთად. ასევე

თურქეთში რამდენი პროცენტი ქართველიც ცხოვრობს, თურქეთის იმდენიც საქართველოა. თურქეთი ჩვენი სამშობლოა. ოღონდ საქართველო კი ისტორიული და მშობლიური სამშობლოა ჩვენი. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე პრობლემებს. საქართველოს წარმატება ჩვენც გვახარებს და საქართველოს ტკივილი გულსაც გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გამო.

ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ყველას მოქალაქეობა უნდა მიანიჭოს. მაგრამ საქართველოს გარეთ მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის, კანდიდატობის და ა.შ. უფლებები.

მე რა ვიცი, ქუთაისში რომელ მერის არჩევა უკეთესია სტამბოლიდან. ვისაც სურვილი ექნება ამ შემთხვევაში 6 თვე მუდმივად უნდა იცხოვროს საქართველოში. თუ ჩვენებურებს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებენ, საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველები,  ზოგი ზაფხულში ჩამოვა, დრო მოვა ზოგი კი  დაბრუნდება.

ჩვენ, თურქეთში გვინდა ქართველობა შევინარჩუნოთ და ჩვენმა მომავალმა თაობამ არ დაიკარგოს ქართველობა.

ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ბევრი რამ განვითარდა. მაგ. პირადობის მოწმობით უვიზოდ ორ ქვეყნას შორის მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, პოლიტიკური თანამშრომლობა, ბევრი ჯგუფების მიმოსვლა, ისტორიული მემკვიდრეობის აშენება და ა.შ.

– სარგებლობენ თუ არა თურქეთში მცხოვრები ქართველები ორმაგი (საქართველოს) მოქალაქეობით?

-მიხეილ სააკაშვილმა პრეზიტენტობის ბოლო 2 თვეში მიანიჭა ბევრს მოქალაქეობა. მათგან თუ ვინ რა წვლილი შეტანა ვფიქრობ, ამასაც შესწავლა სჭირდება, რათა ნათელი მოეფინოს.

-როგორ ფიქრობთ, როგორი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს საქართველომ დაკარგული ტერიტორიების შესანარჩუნებლად და აღსადგენად? (აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ტერიტორიები)

-აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ახალი ტკვილია და რუსეთმა უკან უნდა წაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის კაცები. ისინი ძმურად ცხოვრებდნენ სანამ რუსები არ ჩაერივნენ. ქარველმა მოსახლეობამ თავისი მიწები უკან უნდა დაიბრონოს.

ქართულ ისტორიულ  მიწებზე, მსოფლიოს 37 ქვეყანაში ისტორიულად გადასახლებული ქართველები კი სხვა თემაა. საქართველო მსოფლიოში მცხოვრები ქართველების გული და ცენტრია. ჩვენ ქართველებს, უფრო მეტად გვჭირდება მეგობრული ურთიერთობები. თუ ასე ვიქნებით მსოფლიოს ერთადერთი ძლიერი დიასპორა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ მსოფლიოს ქართველები მსოფლიოს მშვიდობისთვის ბევრ წვლილს შევიტანთ. მე ასე ვფიქრობ.

-საინტერესოა, თქვენი აზრით, როგორ შეინარჩუნეს, შემოინახეს დღემდე ჩვენებურმა ქართველებმა ქართველობა და რა სახის წინაარმდეგობებს აწყდებოდნენ საუკუნეების განმავლობაში.

-ჩვენებური ქართველები საქართველოდან რომ გადასახლებულან ძველი ქართული წესებით ცხოვრობდნენ თურქულ  სოფლებში. ბოლო თაობა კი დიდ ქალაქებში ცხოვრობს უკვე და სწრაფად დნება ქართულ კულტურა. არა მარტო ქართული, არამედ,  სხვა ეთნიკურ კულტურაც, მათ შორის თურქულიც, სამწუხაროდ. ეს არის გლობალური პრობლემა.

 

მანანა ლეშკაშელი

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here