Uncategorizedანონსიახალი ამბებიკულტურასაზოგადოება

გზა დავულოცოთ “ადამის აღსარებას”

გზა დაუვლოცოთ თამაზ ლიპარტელიანის ახალ პოეტურ კრებულს:

,,ადამის აღსარებას“

 

თამაზ ლიპარტელიანის შემოქმედებას კარგად იცნობს ქართული თუ არაქართული საზოგადოება, მის მიერ გამოცემულ ისეთი წიგნებიდან,როგორიცაა პოეტური კრებულები:,,დედის ცრემლები“,,,აფხაზეთო ედემ-ბაღო“. აგრეთვე მისი დოკუმენტური პროზით აფხაზეთის ომზე:,,ომი აფხაზეთში 1992-93…“.(რომელიც მისი აქტუალობის გამო სამჯერ გამოიცა)

თამაზმა შარშან გამოსცა ახალი პოეტური კრებული:,,ადამის აღსარება“, წიგნი ორენოვანია,თარგმნილია ინგლისურ ენაზე.[წიგნი თარგმნილია ხელოვნებათმცოდნისა ფილოლოგის მზია კვირიკაშვილის მიერ].

მინდა სწორედ ქალბატონ მზიას მიერ დაწერილი წინასიტყვაობის ამონარიდით დავიწყო ამ წიგნზე საუბარი:

-,,მე და თამაზ ლიპარტელიანი ერთნაირად განვიცდით ჩვენი მშობლიური კუთხის აფხაზეთის უნახაობას…უპატრონოდ მიტოვებული სახლკარისა და საფლავების ბედს.იქ დატრიალებულ ტრაგედიას,რაც დრომ გამოცდის სახით მოგვიწყო და ახლა ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული ამ ჩატეხილი ხიდის გასამთლიანებლად.

თამაზს ბევრი ლამაზი  და ღრმადაზრიანი ლექსი აქვს ამ წიგნში აფხაზეთის პრობლემებზე მიძღვნილი.ადამიანის მთავარი დანიშნულება, მისი შემოქმედების ძირითადი თემაა,ის როგორც პოეტი პირდაპირია და უშუალო,სიმართლის მთქმელი,მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე მდგომი ჯარისკაცი.

ცისა და მიწის კავშირი,მორალი,სიყვარული,ის თემებია რაც გაშუქებულია მის პოეზიაში,რომლის მთავარ გმირად თავად გვევლინება ხშირ შემთხვევაში.“

მინდა კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანო,თავად ავტორის წინასიტყვაობიდან:

-,,ჩემს სათქმელს ცხოვრებაში ლექსად ვლაპარაკობ,ისინი ჩემი განცდების,ჩემი ტკივილების,ჩემი ემოციების ჩემი აზროვნების,ჩემი მსოფლმხედველობის,ანარეკლია.“

თამაზ ლიპარტელიანი მხატრული სიტყვის სანიმუშო ოსტატია,უბადლო შედარებებით,მსოფლმხედველობის ფართო თვასაწიერით,სამყაროს პოეტურად აღქმით.წერს როგორც კლასიკურ ისე თავისუფალ თეთრ ლექსებს,რაც ავტორის მრავალმხრივ ოსტატობისკენ მიგვანიშნებს.მის პოეზიაში აზროვნების სიღრმე და ოსტატობა ერთ ჰარმონიაშია.

მრავალ ლექსთაგან მინდა აღვნისნო აფხაზეთის თემაზე მიძღვნილი ლექსები,სადაც თავისთავსა და მოძმე აფხაზს ერთობლივ მონანიებისკენ და შერიგებისკენ მოუწოდებს.როგორც ქართულ გენსა და ფენომენს შეშვენის, ის გუშინდელ მტრად ქცეულ მოძმესთან ტოლერანტულია.

განაკუთრებულად აღსანიშნავია მის მიერ აფხზეთზე მიძღვნილი ლექსები:

1.ჩემს ნასახლარზე 2.მებრძოლთა ხსოვნას3.აფხაზეთი ჩემი ნოსტალგია 4.გმირთა აღსარება5.დიდება საქართველოვ.5.მე აფხაზეთის ზეცა  მწყურია და მრავალი სხვა…მის მიერ აფხაზეთზე მიძღვნილ ლექსებში ამოვიკითხავთ:,,ომის მაგივრად გვინდა მშვიდობა და სიყვარული ძმურ ერებს შორის,გვეყოს რაც იყო ომით ფლიდობა,გვინდა ცხოვრება ჩვენ თანასწორი.“[ლექსი ჩემს ნასახლარზე].

განსაკუთრებული ტკივილით მოიგონიებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მის თანამებრძოლებს ლექსებში:,,გმირთა აღსარება“ და ,,მებრძოლთა ხსოვნას“…

,, მე აფხაზეთის მიწა მეძახის!“…ეს სიტყვები ლეიტმოტივად თან სდევს მის შემოქმედებას და სწამს რომ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს იურისდიქციას,შერიგდება- გამთლიანდება ორი მოძმე ერი:,,მწამს რომ აღდგება დიდება ძველი,გამთლიანდება მიწა და ერი.“

,, თამაზ ლიპარტელიანი დევნილი,ფუძეწართმეული,წამებული,სამშობლოსათვის პარტრიოტი,ნაომარი პოეტია,ამიტომ მის პოეზიაში ხშირად ნახავთ სევდიან და ფრაზებს:,,დროის ქარიშხლის მხოლოდ მტვერი ვარ…იმედი მხოლოდ ქრისტეს რწმენაა…

ზოგჯერ პესიმიზმიც გამოსჭვივის შიგადაშიგ: ,,ბევრჯერ ნატანჯი და ნაწვალები,შევხიზნებივარ შვებისთვის სიზმარს…მაგრამ ვერც იქ პოულობს ლხენას და ამბობს:,,კვლავ იმას ვხედაც რაც ცხადში ვნახე,ყველგან სიცრუე და ყველგან წყენა,უფალო მითხარ რად დამანათლე.“…,,ფიტული დავრჩი სულმოპარული და უზნეობის ზეიმს უარვყოფ.“

მაგრამ მომავლის რწმენა და ოპტიმიზმი მის ლექსებში მაინც წინა პლანზე დგას:,,და მტრის ჯინაზე მაინც ვმღერივარ,მსურს გამარჯვების დავლიო თასი.“

თავის პოეტურ დანიშნულებაზე კი ღირსეულად წერს:

,,ჩემთვის მწერლობა არის სიწმინდე,ვით რელიგია და ქრისტეს ჯვარცმა“,…

ზეცა სახლია,მე თოვლის ფიფქი ცის სილამაზემ გადამარჩინა“…

მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდი თემურ შავლაძის წერილიდან:,,ადამის აღსარება“:

,,,თამაზ ლიპარტელიანი ლექსებში არ თამაშობს პოეტობანას,ის გვაჯერებს თქმულის სიწრფელეში, სიალალეში:,,წუთისოფელში ყოველივე პირობითია,დაბადების და გარდუვალი სიკვდილის ნიშნით,ჩვენი ცხოვრება რეალურად დიდი მითია,დატვირთულია განცდებით და მუდმივი ფიქრით.“

და მართლაც, ყოველივე პირობითია და შედარებით – შეფარდებითი… ჩვენც, ამჯერად, შედარებით და „შეფარდებითობით“ შემოვიფარგლოთ დროიდან – დროში, ანუ, თქმულით თუ ართქმულით… და ასე შემდეგ… და ასე შემდეგ…“[თემურ შავლაძე] .

წიგნის სახელწოდება ,,ადამის აღსარება“მინდა ვთქვა რომ ამართლებს,ყოველი ლექსი მართლაც აღსარებასავით იკითხება.

თამაზ ლიპარტელიანის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სატრფიალო პოეზიას.მისთვის ქალი,დედაა,შეყვარებულია,ის როგორც ღვთაებაა და  საწყისია სიცოცხლის.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი პოეტური დიდებულებით შემკული სატრფიალო ლექსები:,,მზეთუნახავი“…,,,ქალი ვნახე მზის სადარი“,,,ადამის აღსარება“,,,ზღვა სიყვარულით,“,,ტყეში ქორწილი“, და მრავალი სხვა რომლებიც მარგალიტის თვლებივითა მიმობნეული წიგნში.

თამაზ ლიპარტელიანის წიგნში ვხვდებით ისეთ დიდებულ ლექსებს როგორიცაა:,,მამაკაცები“,… ქვიშის საათი“…,,რეპრესიის მსხვერპლთ“,…დექით მტკიცედ,შეურყევლად“,…,,მე ვარ ობოლი პოეტი“,… ვეტრფი ჭეშმარიტებას“ და მრავალი სხვა,რომლებიც თავის ღრმაშინაარსითა და ოსტატობით აღგვაფრთოვანებენ და ცალკე განხილვას ელოდებიან კრიტიკოსთა თუ ხელოვნებათმცოდნე ადამიანებისგან

თამაზს წიგნში შეტანილი აქვს პოემა ,,ნადირთა ქალღმერთი დალი და ჯოყოლა“.პოემა ღრმაშინაარსისაა და ეხება მითოლოგიასა და რეალობის სინთეზს,მის ტრაგიკულ განვითარებასა და ტრაგიკულ დასასრულს…რომელიც მთავრდება თუ როგორ დაერქვა დალის ხეობას ადრინდელ ხანაში ნადირთა ქალღმერთის დალის სახელი…პოემა ერთგვარი შერწყმაა რეალობის,მითოლოოგიის და მწერლის ფანტაზიის…მწრალმა შეძლო ლამაზად დაეხატა და აღეწერა ყოველივე.

თამაზ ლიპარტელიანის წიგნი პირდაპირ მკითხველის გულისკენ მიემართება თამამად, ღირსეული ნაბიჯეთ,რათა ადგილი დაიმკვიდროს…ჩვენ კი ისღა დაგვრჩენი გზა დავულოცოთ მრავალ საუკუნოვან ქართულ პოეზიაში მის  მობრძანებას.

პოეტი მადონა კალანდია

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი,

მარიკა ბარათაშვილის პრემიის ლაურიატი.

 

 

 

 

 

 

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here