ანონსიახალი ამბები

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას “მაღალმთიანი რეგიონების” თაობაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტმა კანონპროექტის ის ნაწილი მოიწონა, რომელიც განათლების მიმართულებას ეხება.

ემზარ კვიციანის კანონპროექტი მაღალმთიან დასახლებაში პედაგოგებისთვის სოციალური შეღავათების გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, კანონიდან ამოღებული იქნება ის მუხლი, რომლითაც სტუდენტებს სწავლის გამო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსი უჩერდებათ.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, კანონიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი, რომლითაც სტუდენტებს უჩერდებათ სწავლის გამო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსი. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის დანამატის – საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100%-ის მიცემას, ნაცვლად 35%-ისა.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განათლების მიმართულების გარდა, სხვა საკითხებსაც ეხება.

წარმოდგენილი კანონპროექტით, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მინიჭება შესაძლებელი გახდება მისი რეგისტრაციიდან 2 თვის შემდეგ, ნაცვლად 9 თვისა;

შშმ პირების ერთ-ერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) დაენიშნება ფულადი დახმარება სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით.

გაიზრდება საპენსიო დანამატი და მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე პენსიონერს პენსიაზე დანამატის სახით ემატება პენსიის 20%-ის ნაცვლად 40% დანამატი.

კანონის ამოქმედების შემთხვევაში, დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილი განსაზღვრული წესით 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების არანაკლებ 200 ლარის მიცემას, ნაცვლად 100 ლარისა, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის 4 წლის განმავლობაში ნაცვლად 2 წლისა, ყოველთვიური ფულადი დახმარების არანაკლებ 300 ლარის მიცემას, ნაცვლად 200 ლარისა.

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here