ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

RDFG და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში, ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული 3 ბიზნეს პროექტი დაჯილდოვდება 10 000, 8 000 და 6 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.

RDFG-ისა და USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10 000, 8 000 და 6 000 ლარის საგრანტო თანხით.

პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები – 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.

პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/training/

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:

    • ფილიპე აბუსერიძე – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ასისტენტი, RDFG

ტელ: 551 11 47 89
ელ-ფოსტა: pabuseridze@rdfg.ge

    • რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი

ტელ: 599 563 336
ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here