ანონსიახალი ამბები

ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები და ვალდებულებები წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად

იყო მოქალაქე, ეს უკვე პასუხისმგებლობაა და პატივი, მოქალაქეს ამ სრულფასოვანი პატივისთვის უფლებები გააჩნია და ღირსებები,  მოქლაქეს აქვს უფლება იყოს მისი ღირსება დაცული, აქვს უფლება ჰაერზე, ჯანდაცვაზე და წყალზე. წყალით მოქლაქის უზრუნველყოფა არის სახლმწიფო ვალდებეულება და საერთაშორისო კონვენციის აღიარება, სანიტარული ნორმების დაცვა და წყლის ყველა მოქალაქისათვის   ხელმისაწვდომობისა აუცილებლობა. ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ სრულყოფილ სახლმწიფოსი სადაც ადამიანბზე ზრუნვა უმთავრესი მოვალეობაა, მაშინ  სულ ელამანტარულ უნდა  მოვაგვაროთ წყლით მომარაგების საკითხი მაინც.

ქალაქებსა და სოფლებში დღემდე წყლით მოსახლეობის მომარაგების საკითხი მწვავედ დგას, სწორედ წყლით მომარაგება არის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის აუცილებელი პირობა რისი უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. რა რაოდენობის სასმელი წყალი უნდა მიეწოდებოდეს თითეულ ადამიანს    დღე-ღამეში? სამომხმარებლო და  ჰიგიენური მოთხოვნების        ადეკვატურად დასაკმაყოფილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი საშუალო რაოდენობაა თითეულ ადამიანზე 50- 100 ლიტრამდე წყალი.

„ადეკვატური საცხოვრებელი პირობების“     საერთაშორისო სტადრატი მოიცავს კონკრეტულ  ვალდებულებებს უსაფრთხო სასმელ  წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის სახით“  სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი.

სწორედ თითეულ მოქალაქეზე დღეღამის განმავლობასი ორმოცდაატიდან  ას ლიტრ წყლის ხელმისაწვდომობა აუცილებელია კანონის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევასი ირღვევა მოქალაქის უფლებები და ილახება მისი ღირსებები. 13-14 თებერვალს ბულაჩაურსი ჩატარდა ჟურნალისტებისათვის ტრენინგი თემაზე „ადამიანის უფლებები წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე“ ექპერტმა მაკა ნუცუბიძემ ისაუბრა: ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები და ვალდებულებები წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.“მედია ტურის ორგანიზატორები იყვნენ: CENN, ევროკავშირისა და New World Program– ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH) მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტემა დაათვალიერეს ეკომიგრანტები, სოციალურად დაუცველი და ლტოლვილი მოსახლეობა.  წყლით მომარაგების დმანისის სავადმყოფოს თავშესაფარში 22 ოჯახია, აქედან 7 ეკომიგრანტია, დანარჩენი სოციალურად დაუცველები.

თეთრიწყაროს სოფელ წინწყაროში 200 კოლმია. აქედან უმრავლესობა ეკომიგრანტია. „ელევატორის“ დასახლებაში 45 ოჯახი ცხოვრობს, სადაც 35 დევნილია და სოციალურად დაუცველია.

თეთრი წყაროს, სოფელი წინწყაროს საბავშვო ბაღი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ   ქვემო ქართლის რეგიონი და ეს სოფელიც ეკომიგრანტებით და  ლტოლვილებითაა დასახლებული, ეკომიგრანტები მაღალმთიანი რეგიონიდან სვანეთიდან და  აჭარიდან, დევნილები აფხაზეთიდან, სამაჩაბლდან და კოდორის ხეობიდან. სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაგაბაღში ოთხმოსდაჩვიდმეტი სკოლამდელი აღსაზრდელია, ხოლო მომსახურე პერსონალი ოცდაორი. შენობა ნაქირავებია, საკუთარი შენობაც არ გააჩნიათ, რაც შეეხება წყლით მომარაგებას  სასმელი წყალი არ იყო და … როგროც ბაგა ბაღის, სკოლამდელი აღზრდის უფროსმა მასწავლებელა ფიქრია მეშველიანმა თქვა: „CENN სოფელში შემოსვლა და ჩვენი ბაღით დაინტერესება ნამდვილი გამართლება იყო, სასმელად ვარგისიანი უსაფრთხო წყალი კი არა, საერთოდ  სანიტარული  საჭიროებებისათვისაც არ იყო წყალი, ახლა ლაბორატორიულად შემოწმებულ წყლით ვსარგებლობთ, სანიტარულ ნორმებს შესაბამისად ვიცავთ და საპირფარეშოებიც მოწერიგებულია, ეს საკუთარი სახლია და ნაქირავები გვაქვს, გვპირდებიან რომ ახლი შენობას ააშენებენ და ევროსტანდარტული შენობის აშენებას იმედით ვუყურებთ,  როდის იქნება არ ვიცით, მანამდე კი ყვალას ვინც თანადგომას გვიცხადებს და მხარში გვიდგას   მინდა მადლობა ვუთხრა“     ბევრს ვლაპარაკობთ ევროუპულ ღირებულებებზე და ელემენტარული საცოხვრებელი პირობები არ გააჩნია მოქალაქეებს, სკოლამდელი აღზრდის ბაგა- ბაღებსა და სკოლის შენობებში დასალევი და უსაფრთო წყალი არ არის, არარის საფირფარიეშოები მოწყობილი, რას ავადმყოფობის კერად შეიძლება ჩაითვალოს და   შესაბამისად უფლებების დარღვევად.

ახლა ერთ თავშესაფაზეც მოგიყვებით- დმანისში, ყოფილი სავადმყოფოს შენება დაცარიელდა და   უპატრონოდ მიტოვებული შენობა გაპარტახდა, სარძირველში წყალია და შენობას სახურავი  დაზიანეულია, მოშლილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა, 3 წლის წინ მოსახლეობა, რომლებიც  უკუდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდნენ შესახლდნენ ამ შენობაში, არც შუქი და  არც წყალი! მხოლოდ  ცარიელი კედლები!   სურაჯ  ოგნაძის ოჯახის ექვსი მცირეწლოვანი წევრისგან შედგება, სურაჯი   ელექტრიკოსია, მაგრამ რაიონში სამსახური ვერ იშოვნა, მეუღლეც უმუშევარია და სოციალური დახმარების და სხვა საქველმოქმედო პაკეტების იმედად არიან.

    სხვა სოციულურად და ლტოლვილებთან ერთად,  მესტიის რაიონი სოფელ ლატალიდან   ეკომიგრანტი იურისტი გოჩა ივეჩიანი ყოფილი ძალოვანი სტრუქტირის, პოლიციის მაიორი აქვე ცხოვრობს და შეძლებისგდავარდა ეხმარება, თავის მეზობლებს, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დასამყავრებლად, რომ  ადამიანური პირობების უფლებიბით მათაც ისარგებლონ!   ასე „ტკბილად“ მეზობლურად ცხოვრობენ ჩვენი ქყვეყნის ლტოლვილები, უმწეობი და ეკომიგრანტები გაურკვევლ მომავლის იმედად!  ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ქონებისა მართვისა  და ეკომომიკის  ქონებაში რაიმე სამუშაობებისათვის თანხა გამოყოს, ასეა არასამთავრებო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ქავეყანაში არიან აკრედიტირებულები და მათ მისიას სიღარიბის დაძლევის სტრატეგია წარმოადგენს,  ასეთ შენობებს რეაბილიტაციას ვერ უტარებენ, უამრავი შენობაა გადაცემული  ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომელიც ინგრევა, ლპება და იშლება, ამ დროს კი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში უსხალკაროდ და პატივ აყრილები არიან, პირადი საკუთრების უფლების გარეშე!  ამ შენობას  ენგრევა საძირკევლი,  არაარქვს სახურავი და სოციაულურად დაუცველები კი არა   ვინ შესძლებს შეაკეთოს  სახლმწიფო ქონება?!.. ქონება რომელიც ინგრევა.. ასეთი მაგალითი უამრავია საქართველოში, სახლები ადამიანების გარეშე და ადამიანები სახლების გარეშე!   სიღარიბესთან ბრძოლა და მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება დაიწყო წყლით  მომარაგებისა და ჰიგიენური ნორმების ხელშეწყობით „ძირითადი პრობლემები რაც ჩვენს მიერ ჩატარებულმა ვოშ ტექნიკური შეფასების ანგარიშმაც ცხადყო იყო ის რომ თითქმის ყველა სკოლას აქვს წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, ამბულატორიების ფუნქციონირებისთვის არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბაღების ერთ ნაწილს სასმელად ვარგისი წყალი არ მიეწოდებოდა. პრობლემების დაძლევა კი ვოშ საბჭოებისა და თვითმმღთვოლობებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხეთ ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ქალი და სამყაროს აქტიური ჩართულობით“ ამბობს CENN  კორდინატორი მარიკო წიქორიძე.

მედია ტური სასიხარული ამბავით დავასრულეთ, მარნეულში „ელავატორის“ დასახლებაში ოცდარვა წელია საჩხერიდან  ეკომიგრანტები ცხოვრეობენ, გაუსაძლის პირობებში. ეკომიგრანტობას დევნილობას დაემატა, რადგან მათი სოფლის ტერიტორიები   რუსებისგან არის ოკუპირებული, ლტოლვილთა განსხალების სამინისტროს მიერ იქნა შემუშავებული გეგმა და  სულ მალე საჩხერელი ეკომიგრანტ- დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, მათ   კეთილმოწყობილ კორპუსებში შეასახლებენ, ალტერნატივაც შესთავაზეს, მიწის ფართებზე საკუთარი სახლებს აუშენებენ, ასე რომ ოცდარვაწლის მანძილზე ჩვენს ქყვეყანას ორმოცდაათამდე საკუთარი სახლის მეპატრონე ეყოლება და  ორმოცდაათმდე ნაკლები ეკომიგრანტი!

 

ნაზი მეშველიანი

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here