ანონსიახალი ამბები

შაორის ულამაზესი ტბა დაშრობის პირასაა

შაორის ულამაზესი ტბა დაშრობის პირასაა, შეძრწუნებულია ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან!

რაჭის ულამაზესი ტბის შაორის წყლის დონე საგრძნობლად იკლებს, რაც დიდი გამოწვევების, ეკოლოგიური საფრთხის ქვეშ აყენებს ამ კუთხეს და მის მოსახლეობას.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ადგილობრივები. რომელთაც დღეს მომწერეს ამ პრობლემის თაობაზე სოციალურ ქსელში.

-შაორის ტბის წყლის დონე ასე არ დაცემულა დღემდე! ეს პრობლემა გამოწვეულია იმით რომ შაორგესი მუშაობს მთელი დატვირთვით. ამათ ოღონდ ფულები მოქაფონ და ეკოლოგიის დარდი არა აქვთ. ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი მთავრობა, რომელსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინია.

შემოდგომიდან რომ აცივდა, შაორზე წყლები ხომ აღარ ჩაედინება და რაც იყო ის წყალი ყველაფერი ტყიბულისკენ ჰესის გავლით გავიდა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, ის რომ ზამთრობით დაიკლებდაო აბა რას იზამდაო, მაგრამ არაა ასე, რაც მე თავი მახსოვს, არ ყოფილა არასდროს ასე და თან მეორე ფაქტი ისაა, რომ ტყიბულის მერე რომ ტბაა ახალსოფლის – ის პირიქით სავსეა, იმიტომ, რომ იქ ჩაედინება ჰესის გავლით შაორის წყალი.

გაგანია ზაფხულშიც როდესაც გვალვები იყო ასეთ მდგომარეობამდეც არ მისულა

ფაქტიურად ხიდთან წყალი აღარ არის და მეორე ხიდთან ტყიბულისკენ რომ არის იქ საერთოდ დამშრალია

პრობლემის გადაჭრა იმაშია, რომ ადრე მუშაობდა ერთი ტურბინა და მეორე თადარიგში იყო, როდესაც წყობრიდან გამოვიდოდა ერთი, მაშინ რთავდნენ მეორეს ან უბრალოდ ასვენებდნენ ერთს და მერე მეორეს. ახლა ოღონდ დენი გაყიდონ და ვინ დაეძებს მაგათ დასვენებას. – აცხადებენ ადგილობრივები.

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

 

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here