ანონსიახალი ამბებიკულტურა

გია ჯოჯუას ფასდაუდებელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა გურიაში ინახება!!!

გია ჯოჯუა – 20-21- ე საუკუნის ქართველი მუსიკოსი, პოეტი მხატვარი

მან უნიკალური, ფასდაუ დებელი შემოქმედება დაუტოვა სამშობლოს.
მეტსახელად გურულოს ეძახდნენ.
გია ჯოჯუა წელს ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის ინფარქტით და ის მშობლიური გურიიდან 1000 – ობით ცრემლმა გააცილა.

გთავაზობთ გიას ჯოჯუას რამოდენიმე ლექსს, რომელიც პატრიოტიზმის თემზეა და ამქვეყნიურ პრობლემატიკას ეხმიანება.

მისი ხელნაწერი, ბეჭდური თუ აუდიო შემოქმედება ლექსების მუსიკის სახით გურიაში, რომელიც სულ მალე გამოვა სამზეოზე და თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ გაეცნობა, შეინახავს და შეიყვარებს პუბლიკა, მკითხველი.

„სვეტიცხოველო დგახარ ურყევი საუკუნეთა მომსწრევ მიწაზე,

ვინც აგამაღლა, მწამს მისი სული განუკითხავად ივლის ზეცაზე.

იქ შიგნით გულში მზედ ასვენია სიმართლის მთქმელნი გარდასულ დროთა,

შენ შეგვინახე გამარჯვებისთვის წმინდა გიორგის მხნე თეთრი დროშა.

სვეტიცხოველო ვიცი ვერ მიცნობ, ვერ მიცნობ რადგან ჭირში ვერ მნახე

არ დამიღვრია შენს ქვაზედ ოფლი, მაგრამ მე ლექსად შემოგინახე,“

***

ცაში დავიბადეთ ფრინველებათ, თან ფრთებიც გვასხეს ცაში საფრენი,

ყველას ჩვენ, ჩვენი სახელი გვარქვეს, სულიც გვარგუნეს მამის სახელით.

ვიშვით ანგელოზად – ქვეყნის უნახავნი, დედის პატარად და ერის სალოცავნი,

ძუძუმწოვარნები და თვალთ უხილავნი, პატარა საქართველოს დიდი მომავალნი.

მახსოვს ბავშობაში ღმერთს რომ დავეძებდი, ფანქრით და ლექსებით ტაძარს ვამშვენებდი,

აღდგომის დღეს საფლავს კვერცხსაც ვუგორებდი, წმინდა ნინოს ჯვარსაც მკერდით ვატარაებდი,

ამ დროს მახსოვს ხალხი, რაღაცას ეძებდა, მაგრამ ისიც ვიცი ,შენ არ დაგეძებდა,

მაღალო უფალო, თუკი ვინმემ გიცნო, წუთისოფელს იგი გიჟად შემორჩება.

ასე გვასწავლიდნენ, ასე გვანვითარეს, მაიმუნი შობსო თითქოს ანგელოზებს,

ღმერთი არ არისო, სატანა გვაყვარეს, ახლა რას იქმნიან?! ქრისტე რომ მოვიდეს,

ასე დავიბადე, ასე გავიზარდე, ასე შევისწავლე ეს წმინდა ანბანი.

წიგნი დავწერე და სახელათ დავარქვი, ქრისტეს რჯულისანნო გავერთიანდეთ, ამინ!

***

როს იდგა ხარი,ამაყად ველზედ, თავის ხარობას მადლიდა გამჩენს,

იდგა თავისთვის მშვიდად და მწყნარად, მისთვის ამბობდა ხარი მის სათქმელს.

ძოვდა ის მაშინ ნაბოძბვარ ბალახს, ხარი ხარობდა ხარების ჯოგში,

დააბიჯებდა იგი თავდახრით, ამაყად იდგა ხარი როს მოლში.

მაგრამ დროებამ არია ყველა, ხარი და ლომი, ლომი და ტურა,

გადაეკიდნენ სამტროდ ერთმანეთს, ადრე ამაზედ ლეგენდაც თქმულა.

იმ დროს გამოჩნდა მეისრე კაცი, მას დაემონა ჯოგი ყოველი,

ბევრი იბრძოლა ხარმაც იმ დროში, მაგრამ ვინ არის ამის მთხრობელი.

ასე დამონდა ხარი მის პატრონს, მაგრამ ხარობას ის არ იშლიდა,

ფიქრობდა დღე-ღამ ის თავის ჯოგზე, აბა ოცნებას ვინ დაუშლიდა.

ასე დამონდა ხარი მის პატრონს, გახდა მეგუთნე მონური რასის,

ერთგული ხარი ჭირშიც და ლხინშიც, ჭირისუფალი ქართველი კაცის.

პირისპირ შევხდი ხარს ერთხელ ველზედ, ხარმა შემხედა დახარა თავი,

თვალცრემლიანი გაუყვა ნაპირს, ძია გრამიტოს ალმასა ხარი.

მივხვდი მეგუთნეს არ ჭირდა კარგი, ცრემლი ხომ ნამი არ არის დილის,

სოფელი ოხრავს,მწუხრშია ყველა. ძია გრამიტოს ხარები ტირის.

(ეს ლექსი ეძღვნება ძია გრამიტოს სამარადისო ხსოვნას. – ავტორი)

***

ვერც ვერაფერს გეტყვით ახალს, სასწავლებლად ძველიც კმარა,

თავმდაბლობით ავმაღლდებით, ღმერთმა ასე დაიბარა .

რაც არ ვიცით ის გვასწავლის, ან რა გზებით ვივლით აწინ,

მოვიგონოთ ,მიგვიგონებს, წინაპართან შევსვათ ყანწი.

დარდი ძველიი წინაპრისა, ფარნავაზით დაწყებული, წმინდა ნინოს ვაზის ჯვრიდან,

ერი გასულოვნებული. გავხდეთ წუთით გორგასალნი, ზრდილნი პეტრე იბერისა,

ცამეტ მამას დავემსგავსოთ. თათე სტეფანწმინდელითა, ექვსტატე მცხეთელი მოდის,

კოსტანტინე დავითითა, არჩილს კიმხნედ მოაცილებს, გრიგოლ აბოთბილელითა.

შევევედროთ მამა დავითს , გიორგი მთაწმინდელითა, უთხრათ ახალციხელნი ვართ,

ციფრი ასი ათასითა. ერში იცნოს ლომმა ლეკვი, გულში ცეცხლ-მოკიდებული,

თამარს ვუთხრათ გაგვიცოცხლოს, დემეტრე თავდადებული.

ღმერთი ისმენს მრევლის ლოცვას და შობს ლომსა ბრწყინვალესა,

გაგვიახლებს ყოველ ქართულს ლოცვა ჩვენი და წყალობა ღვთისა,

მერე წამოვისხათ ფრთები, ვაჯას შავი არწივისა,

ხამს ბენდიას მუხა ვიყვეთ, დავბრძენდეთ ალაზნის პირსა.

რუსთაველის მიჯნურობა, არ გეგონოთ საქმე ძნელი, გმირი ამირანის მსგავსათ,

გადავსეროთ გზები ძნელი, წერეთლის და ჭაჭავაძის ბუნდღას დაუდექით გვერდში,

გალაქტიონს დავემსგავსოთ, ავკაშკაშდეთ მთვარეთ ბნელში.

კოსტანტინეს დიდოსტატის, მარჯვენს ხელი შევაშველოთ,

ქვათა მთლელთა გზა ვიტვირთოთ

კეფა ოფლით დავისველოთ, ჯვარის ჯვარში დავრჩეთ ჯვარცმათ,

ერში ბერთა დიდი ბერნი, არ შევშინდეთ მტრის სიმრავლით.

ერეკლე ვართ მეფე ბრძენი. მერე ყველა ვინც ემონა, საქართველოს წმინდა ქართულს,

ვინც მომავლის გულისათვის, დაემსგავსა ქრისტეს ჯვარცმულს. ღმერთი ისმენს მრევლის ლოცვას და შობს ლომსა ბრწყინვალესა,

გაგვიახლებს ყოველ ქართულს, ლოცვა ჩვენი და წყალობა ღვთისა.

ამინ.

( ვუძღვნი ჩვენი წინაპრების სამარადჟამისო ხსოვნას, ვინც საქართველოს პატიოსნებას თავი შეწირა,უკუნითიდან უკუნისამდე. ავტორია: გია ჯოჯუა)

***

გია ჯოჯუა, მეტსახელად გურულო დაიბადა 1965 წლის 20 აპრილს ფოთში . დაამთავრა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელის საშუალო სკოლა.

შემდეგ ისევ ფოთში დაამთავრა ჰიდროტექნიკუმი მელიორაციის ფაკუტეტი.

წერა დახლოებით 14 წლიდან დაიწყო, ასევე ქმნიდა მუსიკას.

სამწუხაროდ  რომელია მისი პირველი ლექსი და მუსიკა არ ვიცით.

არის 200- მდე სიმღერის და 1000- მდე ლექსის ავტორი. ასევე უყვარდა ხატვა. ჰყავდა რამოდენიმე ბენდი.

მისი ბოლო ბენდი იყო „ქვიშის ქალაქი’’ .

-გია იყო ეროვნული სულისკვეტების ჭეშმარიტი ქართველი, არის არქივები სადაც მისი შემოქმედება

ინახება, მათ შორის ვიდეო -მასალა. კონცერტები და ასე შემდეგ.
მთელი მისი ცხოვრება შესწირა ხელოვნებას.
დაიბადა ხელოვანად და გარდაიცვალა ასევე ხელოვანად.

-გია კარგი მამა იყო. მეხმარებოდა ნაადრევი ასაკიდან სამყაროს შეცნობაში. ადამიანებზე წაროდგენის შექმნაში. მზრუნველი იყო ძალიან და მგრძნობიარე. ვიყავით კარგი მეგობრები, .უფრო მეტიც, ძმებივით. – ზაზა ჯოჯუა, შვილი.

გია ჯოჯუამ დაწერა ლექსად საბავშვო ბიბლია!

გიას, რომელმაც უნიკალური, ფასდაუდებელი შემოქმედება დაგვიტოვა საზოგადოება გურულოს სახელით იცნობდა. ის, წელს ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის ინფარქტით. გიას ჯოჯუას ხელნაწერ თუ ბეჭდურ შემოქმედებას, რომელიც გურიაში, მის მშობლიურ სახლში ინახება სულ მალე გაეცნობა პუბლიკა, მკითხველი რისთვისაც ოჯახს საძოგადოების და სახელმწიფოს გვერდში დგომა, თანადგომა ესაჭიროება.

მანანა ლეშკაშელი

 

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here