ახალი ამბებიწალკა

იოსების ნაამბობი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლებში, აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ, მათი უმეტესობა სტიქიური დაზარალების შედეგად გამოემგზავრა თავშესაფრის საძებნელად და წალკის რაიონის სოფელი ავრანლო მათი მეორე სახლი გახდა, მაშინდელი მთავრობა მათ სახლების შესყიდვას დაპირდა, რომელიც ნაწილობრივ შეასრულა, მაგრამ უმეტესი მოსახლეობისათვის დაპირება დაპირებად დარჩა.

11139706_819397648107796_548208531_n  მაღალმთიანი აჭარიდან წალკაში ჩასახლებულ ოჯახებს შორისაა, ბატონი იოსების რვა სულიანი ოჯახი, ოთხი არასრულწლოვანით. ეს ოჯახი, იმ „იღბლიანი“ ოჯახების სიაში მოხვდა, რომლებსაც ყოველდღიურად  გასახლების შიშით გაღვიძება არ უწევთ.
„71-ში ზვავი წამოვიდა, წალეკა ბიძაშვილების სახლები, მთელი სოფელი წაიღო ლამის. ზამთარი რომ მოდიოდა, ზვავის შიშით ტანსაცმელსაც ვერ ვიხდიდით ღამე, იქნებ გაქცევა დაგვჭირვებოდა. ბზარები გაუჩნდა სახლს და იძულებულები გავხდით წამოვსულიყავით“.
ბატონი იოსები, სულ ერთი წელია რაც საკუთარ სახლში ცხოვრობს. საქონელი რაც კი ყავდა გაყიდა, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და სახლი შეიძინა. ვალებს დღემდე ისტუმრებს. მანამდე, ისე როგორც აჭარელი მოსახლეობის უმეტესობა, ბინასაც ქირაობდა და მიწასაც. „რომ ჩამოვედით, მონები ვიყავით. ჭალებს ვცელავდი, ყანებს ვბარავდი, ვემსახურებოდი ადგილობრივ11139874_819397124774515_1590015545_nებს“.

სოფლის აჭარელი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის საერთო პრობლემა, უმიწობა და უსახლობაა. ამ ოჯახს კი დღის წესრიგში სხვა პრობლემა უდგას. კერძოდ, დაძაბული გარემო და მუდმივი შიში იმისა რომ შეიძლება მათი აჭარელი მეზობლები ერთ დღეს გაასახლონ. „დაიწყება ახლა აპრილიდან ჩამოსვლა, ასე 24 კომლია გასახლების სიაში. ზოგი ბათუმში მიდის, მაგრამ ასფალტზე ხომ არ იცხოვრებ, სადაა ადგილი? თან აქ მიწის საშუალება არის. მიწა რომ მქონოდა აჭარაში, არ წამოვიდოდი“.

ოჯახს, ისევე როგორც დანარჩენ ჩამოსახლებულებს, მოუწიათ უამრავი პრობლემის გადატანა. იხსენებენ იმ მძიმე პერიოდს, როცა მეზობელი სოფლებიდან გადმოსული სომეხი მოსახლეობა ცდილობდა მათ შევიწროვებას. „უამრავი ჩხუბი და ცემა გვაქვს გადატანილი. 2008 წლამდე სერიოზული დაპირისპირებები იყო. როცა ბერძნებსა და ჩვენ შორის რაიმე კონფლიქტი მოხდებოდა, ბერძნებს გადმოჰყავდათ დასახმარებლად სომხები. 50 კაცი გადმოვიდა ერთხელ, კინაღამ გაგვთელეს. ხელზე ალმატურები ეკეთათ. რომ გაიგებდნენ ქართველი იყავი, გადადიოდნენ ჩხუბზე. ამის გამო ბევრმა მიატოვა სოფელი და წავიდა.

ხანდახან მგონია ამ ხალხს ორგანიზმში სისხლი ა11079306_819397114774516_985264404_nრ აქვს. სულზე მოგვისწრო სააკაშვილის რეჟიმმა, აქ განყოფილებაში მეორე სართულზე სპეცრაზმი იყო და თუ რაიმე მოხდებოდა, მაშინვე ანეიტრალებდნენ სიტუაციას.“
„დაღამდებოდა, სახლს ჰქონდა ღობეც, ჭიშკარიც, გათენდებოდა და აღარაფერი იყო. ერთ-ერთი სოფელია წალკაში, სადაც ახლა ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სერიოზული სახლები იდგა, მაგრამ სომხებმა გააპარტახეს იქაურობა, არაფერი დატოვეს. ჩვენ რომ აქ არ ჩამოვსულიყავით, მთელ სოფელს გაასწორებდნენ მიწასთან“.
მიწებთან და საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები, სკოლასაც უქმნის საფრთხეს. სოფელში მცხოვრები ბერძნები უფროს თაობას წარმოადგენენ, სკოლაში ათ მოსწავლემდეა ბერძენი. ოჯახებს, რომლებსაც მოუწიათ სახლების დატოვება, სოფლიდანაც წავიდნენ და სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. მასწავლებლების უმეტესობაც ეკომიგრანტები არიან.11095002_819397121441182_1656101991_n

კითხვაზე, წახვიდოდით თუ დარჩენას ამჯობინებდით, ამის საშუალება რომ გქონდეთ?“, დაუფიქრებლად გვიპასუხეს, რომ აქ დარჩევნა ურჩევნიათ. ნოყიერი ნიადაგის და ფართო მინდვრების გამო, სადაც ყველანაირი პირობაა სასოფლო მეურნეობისთვის. თუმცა, მარტო დარჩენის ეშინიათ. „სოფელში რომ ათი კომლი დარჩეს, ჩვენი კაცი ვერ გაჩერდება! ვერ იცხოვრებს! სულ გაჩუმებული ხომ ვერ იქნები, თავს ხომ არ დააჩაგვრინებ სხვას. შენს ქვეყანაში ხარ!“

აჭარელ მოსახლეობას, სოფლის ბოლოში შესყიდული აქვს მიწა, სასაფლაოსთვის. თუმცა მხოლოდ ერთი მიცვალებული ყავთ დაკრძალული. „როცა ვინმე გარდაიცვლება, აჭარაში მიგვყავს, ვაგროვებთ ფულს მეზობლები. ეს საფლავიც იმიტომაა რომ მაშინ დიდთოვლობა იყო ბეშუმზე და ვერ წავიყვანეთ მიცვალებული. ახლა ყველა ვნანობთ, წასვლამ რომ მოგვიწიოს, აქ ხომ არ დავტოვებთ მარტოს.“

არც მეზობელ სოფლებშია (თექილისა, ყიზინქილისა კარაკუმი, კირიაკი…) სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ადგილობრივების თქმით, ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ავრანლოა. დახმარებას მთავრობისგან ელიან და იმასაც აცნობიერებენ რომ საკუთარ სახლს, ალტრუისტულად არავინ დათმობს.  მიუხედავად  უამრავი დაპირებისა, მათი თხოვნების და საჩივრების დაკმაყოფილება ჯერ არ მომხდარა.

ავტორები:     თამთა ბახსოლიანი      

კარლო მეგულაშვილი

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here