წალკა

მოგგგზაური წიგნები განთიადშია!

11079372_683036175156348_4399556386206772599_o   მოგზაური წიგნები ქციას მომდევნო პროექტი გახლავთ,  რომელიც უკვე სოფელ არწივანის შემდეგ სოფელ განთიადს ესტუმრა, „მოგზაური წიგნები“ რამდენიმე კვირით,  განთიადის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში დაიდეს ბინა და მოუთმენლად დაელოდებიან მკითხველს, სფოლის მოსახლეობას, ახალგაზრდებსა და მოსწავლეებს.
„მოგზარუ წიგნები“ ნამდვილად ვერ მოვიდოდნენ  განთიადის სკოლაში რომ არა  ქალბატონი თინათინ ბურთიკაშვილის მონდომება, სწორედ ქალბატონმა თინათინმა დაგვიკავშირდა „ქციას“ და პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოხატა, ჩვენც მაშინვე მივედით წიგნებით ხელში, სადაც ბავშვებიის მთელი არმია დაგვხვდა, დიდი იმედითა და ინტერესით, იმედია მკითხველს მოეწონება ჩვენი წიგნები, თინათინ მასწავლებელი მართლაც შესანიშნავად ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე, მისი შრომით სკოლას უკვე აქვს ბიბლიოთეკა, სტუმრობს მოგზაური წიგნები, ასევე არის სხვა უამრავი კარგი პროექტისა თუ წამოწყების ინიციატორი.


წიგნების შეგროვებაში წალკის სტუდენტები უბრალო ადამიანები და სხვადასხვა ბიბლიოთეკები გაერთიანდნენ.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ავსტრიული ბილიოთეკის მიერ ნაჩუქარი წიგნები კიდევ უმარავ ახალგაზრდებს შეხვდებათ, ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია წალკის რაიონისთვის რამეთუ ადგილობრივებს არ აქვთ თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა, უკვე პროექტის  შემდგომ ეტაპზე საუკეთესო მკითხველის გამოვლენა და მათი დაჯილდოვება იგეგმება სხვადასხვა პრიზებით.
ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სოფლებსაც ჩართნონ პროექტში, დარეგისტრირდნენ „ქციას“ გვერდზე და ჩვენ ყველგან მივალთ სადაც იქნება სურვილი მივიდნენ „მოგზაური წიგნები“ ასევე ვაგროვებთ წიგნებს ჩვენი წიგნის ფონდის შესაქმნელად უკვე 60-მდე წიგნი შეგროვდა, და კიდევ გრძელდება წიგნების მიღება მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ადმინისტრაციას “facebook” გვერიდის მეშვეობით, ქართულად მოგვძებნეთ „ქცია“ გაწევრიანდით და იყავით ჩვენთან ერთად!

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here