წალკა

“ქციას” კიდევ ერთი ახალი ინიციატივა

საინიციატივო ჯგუფ “ქციას” კიდევ ერთი ახალი წამოწყება სოფლად კინოს ჩვენებაა, რომელიც უკვე რამოდენიმე სოფელში განხორციელდა, შვენების შემდეგ კი, დისკუსია და ფილმის განხილვა მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს სოფელის სკოლებში უფრო საინტერესო გარემოს შექმნას ბავშვებისათვის. მათ სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და ცნობიერების ამაღლებას.”ქცია” მომავალშიც აპირებს მსგავსი ფილმების სხვა სკოლებში ჩვენებებს. შვენი სტუდენტები მთელი წალკის რაიონის მასშტაბით ვგეგმავთმსგავსი აქტივობების განხორციელებას, შემდეგ გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა სადაც განხილული იქნება თუ რა მოიტანა ჩვენმა ახალმა ინიციატივამ წალკის რაიონისთვის, ახალგაზრდებისთვის.
ამჟამად კინო განთიადის საჯარო სკოლას ესტუმრა და რობერტო ბენინის შესანიშნავი ფილმის “ცხოვრება მშვენიერიას” ჩვენება გაიმართა რომელიც კანის ფესტივალის გამარჯვებული, ოსკარის მფლობელი გახლავთ. ეს არის დაუვიწყარი ისტორია სიყვარულზე, ოჯახზე და წარმოსახვაზე, რომელიც ყველაფერს ამარცხებს. მართლაც რომ შესანიშნავად წარიმართა, როგოც ჩვენების ასევე დისკუსიის პროცესი, ბავშვები და მასწავლებლები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ დარბაზის მოწყობის პროცესში, ერთი ჩამრთველს მოარბენინებდა, მერე ფარდას კიდებდა ფანჯარაზე, მესამეს სკამები მოჰქონდა მეოთხე ბავშვებს ეძახდა ვიწყებთ, ვიწყებთო…
ძალიან ინტერესიანი თვალებით რაღაც კარგის მოლოდინით უყურებდნენ… ბევრი სიცილთან ერთად ბევრი მწუხარება იყო ამ კინოში, რომელსაც მოსწავლეები სრულად იზიარებდნენ. ფილმის დასრულებს შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლეებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს ფილმის შესახებ, თავიანთი დასასრულიც მოუგონეს, და ისაუბრეს იმ იმედების შესახებაც რაც ჰქონდათ მათ, ასევე ისაუბრეს მშობლების და შვილის ურთიერთობასა და დღევანდელ რეალობაზე. ფილმის ჩვენებას 20-მდე ახალგაზრდა და მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, მომავალი ფილის სტუმრობის იმედით დაგვემშვიდობნენ ცნობისმოყვარე ბავშვები, ეზოში გამოვიშალეთ ხმაური ატყდა დამშვიდობებისას, სიტყვები: “ნახვამდის”, “კიდე გვესტუმრეთ” “კარგად” ნამდვილად გულწრფელი იყო, ჩვენ წამოვედით ბავშვებიც დაიშალნენ, ხმაურიც შეწყდა და სოფელში ისევ ის გარემო იყო, რაც დაგხვდა ოღონდა ახლა აქ ახალ ფილმს და ახალ ჟრიამულებას ელოდებოდნენ ცნობისმოყვარე ბავშვები ცნობისმოყვარე თვალებით.
“ქცია” მომავალშიც აპირებს მსგავსი ფილმების სხვა სკოლებში ჩვენებებს. შვენი სტუდენტები მთელი წალკის რაიონის მასშტაბით ვგეგმავთმსგავსი აქტივობების განხორციელებას, შემდეგ გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა სადაც განხილული იქნება თუ რა მოიტანა ჩვენმა ახალმა ინიციატივამ წალკის რაიონისთვის, ახალგაზრდებისთვის.

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here