ახალი ამბებისაზოგადოება

ჩაიარა კიდევ ერთმა სასწავლო წელმა

„საქართველო უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს ევროპის ოჯახში“, 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. „ ეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯია“, „დიდ წარმატებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა“, – ასე აფასებენ პოლიტიკოსები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს და ახალ გამოწვევებს, რეფორმებს მთელ რიგ სფეროებში და სასიკეთო ცვლილებებს პროგნოზირებენ…

ნაბიჯ-ნაბიჯ სვლით, სანამ ევროპის დიდი სახლის წევრები გავხდებით, ძირითადად მომავალი თაობის ფორმირება ევროინტეგრაციისთვის სკოლებში უნდა მოხდეს. რა პრობლემების წინაშე დგას დღეს რაიონის სკოლები?

ვესაუბრეთ დმანისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ჯონი სიმონიშვილს და დმანისის #1 საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ჟანა მენთეშაშვილს.

 

ჯონი სიმონიშვილი: – დმანისის რაიონში სულ 27 საჯარო სკოლაა, მათ შორის არის აზერბაიჯანული, ქართული და 1 რუსული სკოლა. წელს სკოლა 195 მოსწავლემ დაამთავრა. გამოსაშვები გამოცდების შედეგები დამაკმაყოფილებელია.

სკოლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ძირითადად კარგ მდგომარეობაშია, ამ მიმართულებით დიდი პრობლემები არ გვაქვს. 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ქ. დმანისის #3 , სოფ. ტნუსის და სოფელ გუგუთის საჯარო სკოლებში დასრულებული იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახალი სასწავლო წლისთვის მოსალოდნელია 250-მდე პირველ კლასელის მიღება სკოლებში.
დიდი ყურადღება ექცევა არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლებას. ამისთვის ხდება პედაგოგთა გადამზადება, გრძელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია აგრეთვე „ჟვანიას სკოლის“ გახსნა და კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო ცენტრის მუშაობაც.

ქართული სკოლების მოსწავლეთა დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას, თუმცა ძალიან მცირე ნაწილი იწყებს მუშაობას თავის სპეციალობით, ნაწილი კი უმუშევარია. – ჯონი სიმონიშვილი

ჩვენი სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში ძირითადად ირჩევს სპეციალობებს: – ბიზნესი, სამართალი, ტურიზმი – ამბობს 1 საჯარო სკოლის დირექტორი ჟანა მენთეშაშვილი. წელს ჩვენი სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებიდან 3 ოქროსმედალოსანია, 8 მოსწავლეს კარგი შედეგები აქვს, 4-ს კი საშუალო. მოსწავლეებმა უფრო მაღალი შედეგები დაიმსახურეს ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. შედარებით გვიჭირს ტექნიკურ საგნებში. გული მწყდება რომ პედაგოგიურზე ჩაბარება არავის სურს. პროფესიონალი პედაგოგები ძალიან გვჭირდება. ჩვენი სურვილია სოფლის მეურნეობის სწორი გაძღოლისთვის საჭირო სპეციალისტების მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში. სწორი რეგულაციის შემთხვევაში ისინი რაიონში დასაქმდებიან და ამ დარგსაც წინ წასწევენ.

მინდია გურჩიანი

 

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here