ახალი ამბებისაზოგადოება

გამჭვირვალობის როლი სკოლამდელი აღზრდის სფეროში

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება – ადგილი, სადაც ხვდებიან ბავშვზე მზრუნველი ან ბავშვის მეურვეობაზე პასუხისმგებელი ადამიანები; ადგილი, სადაც ყველაზე თვალსაჩინოდ იკვეთება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება და ბავშვის კონსტიტუციური უფლებების დაცვა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება – სივრცე, სადაც ბავშვი თვალსაჩინოდ ნახავს და ადრეული ასაკიდან გაითავისებს, თუ როგორ ეცნობა მისი მშობელი ან მეურვე საჯარო ინფორმაციას; როგორ, რა მექანიზმებით ასაჯაროვებს თვითმმართველობა ინფორმაციას; როგორ მონაწილეობენ მშობლები / მეურვეები / მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამგვარი გამოცდილების ვიზუალური აღქმაც კი აძლევს ადამიანს შანსს, ადრეული ასაკიდანვე აღიჭურვოს ჭეშმარიტი მოქალაქეობრივი უნარ–ჩვევებითა და დამოკიდებულებებით.

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here