ახალი ამბებიდმანისიკონტაქტი

სპორტსკოლა ბავშვთა მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება

დმანისში უკვე მივეჩვიეთ სპორტსკოლის აღსაზრდელების წარმატებებს, „ საქართველოს ჩემპიონი“, „საქართველოს ნაკრების წევრი“, მსოფლიო ჩემპიონი“, „ევროპის ჩემპიონი’, „მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონი“, „მომავალი ოლიმპიელი“,- ამ ფრაზებით სასიამოვნოდ საუბრობენ დმანისელები სპორტსკოლის აღსაზრდელებზე.

ვესაუბრეთ დმანისის ააიპ სპორტსკოლის დირექტორს გიორგი ოკმელაშვილს და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს იოსებ გირგვლიანს.

 

გიორგი ოკმელაშვილი: – სპორტსკოლაში სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ ბავშვები, ესენია: ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ხრიდოლი. სოფლებში გვაქვს ჭადრაკის და ფრენბურთის წრეებიც. ვამაყობთ ჩვენი აღსაზრდელებით, რომლებმაც მსოფლიოს არენაზე არაერთხელ გვასახელეს. იმედი გვაქვს ოლიმპიადაზეც გვასახელებენ, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება.
სპორტსკოლის აღსაზრდელების წარმატებებზე საუბრობს საბჭოთა კავშირის ყოფილი ჩემპიონი, უნივერსიადების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ჭიდაობის 3 სახეობაში სპორტის ოსტატი იოსებ გირგვლიანი:
60-მდე აღსაზრდელი გვყავს, ყველაზე პატარა 6 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 21 წლის. სპორტცმენისთვის სისტემატიური ვარჯიშია აუცილებელი, ფორმაში უნდა იყოს. როდესაც სკოლის დღეები არ არის მეტს ვავარჯიშებთ, დილის 8 საათიდან 10_ის ნახევრამდე. საღამოს კი 5 დან 7 საათამდე. ვესაუბრები ადამიანურ ღირსებებზე, ვთვლი რომ ჯერ ღირსეული ადამიანები უნდა აღიზარდონ და შემდეგ სპორტცმენები. გვყავს 20-მდე საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები, ძიუდოსა და სამბოში. ასევე ქართულ ჭიდაობაში და სხვადასხვა სახეობებში სლავა რეზესიძე არის 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი და 3 გზის ევროპის ჩემპიონი, ალექსანდრე მილდიანი ორგზის მსოფლიო მე-3 ადგილის პრიზიორი და 1 გზის მსოფლიო ჩემპიონი, 3 გზის ევროპის პრიზიორი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

გვეზრდება კარგი სპორტცმენები ვახტანგ ვიბლიანი, ბაგრატ ნინიაშვილი, დავით ფილფანი, ლაშა გირგვლიანი და არჩილ გირგვლიანის სახით.
20-21 ივნისს ყვარელში ჩატარდა საქართველოს პირველობა ძიუდოში, 2 წარმატებული დმანისელი ფალავანი ვახტანგ ვიბლიანი და დავით ფილფანი საქართველოს ნაკრებში გაწევრიანდნენ. ამ ნაკრების შემადგენლობა მომავალი წლის ბავშვთა მსოფლიო ოლიმპიადისთვის უნდა მომზადდეს. ჩვენი ბავშვები ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოლიმპიადისთვის, ეს ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა და საზრუნავია. სამწუხაროდ სახარბიელო პირობებში არ ვართ, ცხელი წყალი არ გვაქვს, ტატამი უვარგისია. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ბავშვებისთვის ახლახან მესტიაში რომ ვერ წავედით, იქ ტარდებოდა ცნობილი ოლიმპიელის ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირი ძიუდოში. ესწრებოდა საქართველოს ყველა რაიონის ძლიერი მოწიდავე, აგეთვე სპორტცმენები უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მეც და ბავშვებმაც ნაწილობრივ საკუთარი ფულიც მოვაგროვეთ, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა, ვერ დავფინანსდით და შეჯიბრში ვერ მივიღეთ მონაწილეობა.

მინდია გურჩიანი

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here