ანონსიახალი ამბებიკულტურა

ნაზი სარჯველაძე „რომანსის მთრთოლვარე ჰანგები “

 

 3 მარტს საერთაშორ კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსულმა კლუბმა“  ნაზი სარჯველაძეს უმასპინძლა, რომელმაც სოლო კონცრტი გამართა და მსმენელს გაზაფხულის დადგომა საოცარი რომანსებით მიულოცა.ყოველთვის მოწესრიგებული, ლამაზი, თბილი,  მზად არის დაეხმაროს ადამიანებს.მეგობრობის,თანადგომის და დროს ფასი მან ნამდვილად იცის.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია მომღერალი ნაზი სარჯველაძე, რომელიც 2015წლიდან 2017 წლამდე  ტელეკომპანია „ახალი საქართველო“ – რუბრიკა “საინტერესო ადამიანები” ავტორი და წამყვანი იყო.

2018 წლიდან შევქმნაFacebookგვერდზე გადაცემათაციკლი,„აი ვინ მოდის მომავალში“- ავტორი და  წამყვანი;

2019 წლიდან დღემდე მუშაობს ტელეკომპანია„ჯი-ემ-ტივი“(GMTV) რუბრიკა „სპეკალი“-ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი.მან  საინტერესო ცხოვრება გაიარა და დღემდე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობა ეწევა, მისი ცხოვრება ერთი დიდი კონცერტია, მაგრამ კონცერტამდე დამღლელი რეპეტიციები….

ქალბატონო ნაზი თუ გახსოვთ თქვენი პირველი სცენა და ემოციები?

_ ნამდვილად კარგად მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მისაღები გამოცდებს ვაბარებდი და დავდექი  კომისიის წინაშე და  ვიმღერე აკაპელა  ანუ მუსიკალური თანხლების გარეშე იოსებ ნონეშვილი ტექსტი და მუსიკა მარეხ გოძიაშვილის  „გამიგონია მთვარიან ღამეს“ სწორედ ეს მიმაჩნია  პირველ ჩემს  აუდიტორიასთან დგომა და სიმღერის შესრულება, სადაც რვა წლის გოგო მელიზმებით ვალამაზებდი ამ არაჩვეულებრივ სიმღერას,როდესაც დავამთავრე მითხრეს შენი დედიკო მოიყვანე, დედა გარეთ მიცდიდა, ამოვიყვანე საგამოცდო კომისიის წევრმა უთხრა დედას ვერ მივიღებთ არ იმღერა პროგრამით გათვალისწინებული სიმღერა, რატომ არ მოამზადეთ ეხლა როგორ მივიღოთ? მე კი ვიცოდი კრიჭი-კრიჭი მაკრატელი არ მომწონდა და არ ვიმღერე.მომავალ წელს მივიღებთ თუ იმღერებს საბავშვო სიმღერას. ერთი ახალგაზრდა კომისიის წევრი, ბატონი  სოსო  მიქელთაძე  რომელიც  შემდეგ  ჩემი  სოლფეჯიოს პედაგოგი  იყო,სთხოვაკომისიისწევრებს    კარგი   გოგო   არის,ნიჭიერი   აკომპანიმენტის   გარეშე       იმღერა,ამ რთული სიმღერის შესრულებისას     ერთი   დეტონირებული  ნოტი   არ     ჰქონდა, ამიტომ ჩავრიცხოთ  ვიოლინოზე. მე მკითხეს   და    დავთანხმდი. მისი     დამსახურება არის,რომ   დავეუფლე    ამ   უნიკალურ    ინსტრუმენტს. რაც შეხება სიმღერას„გამიგონია მთვარიან ღამეს“ დღესაც კი  ჩემს რეპერტუარში არის.

როდის გადაწვიტეთ რომ მუსიკა თქვენი პროფესია გამხდარიყო და თქვენს მუსიკალურ გზაზე რა ღონისძიებები განახორციელეთ?

-ბათუმში სადაც მე ვცხოვრობდი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი მეზობელი ბიჭი რაული გეგენავა  ფასიან კონცერტებს ატარებდა, მსმენელები  ჩვენი მშობლები და მეზობელ ეზოებში მაცხოვრებელი ბავშვები იყვნენ, შემოსილი თანხით მონაწილეები მაროჟნს და ტკბილეულს ვყიდულობდით კონცერტის შემდეგ, სწორედ ამ კონცერტებში ვმონაწილეობდი როგორც სოლო მომღერალი.

ალბათ გაინტერესებთ როგორ ვისწავლე„გამიგონია მთვარიან ღამეს.“ მაშინ ფირფიტებიდან სიმღერის გადაწერას აკეთებდნენ   რედგენის ფურცელზე. დედამ ეს რედგენის ფურცელზე გადაწერი შეიძინა, მე  ვისმენდი, დედა ქალბატონი ლეტუშა      ბაშელეიშვილი      წიგნის მოყვარული ქალი იყო მან შემასწავლე  ეს ლექსი.  როდესაც წამოვიზარდე სიმღერების ტექსტი რომ მესწავლა ჩემს  მეზობელს და მეგობარს  ლალი ტაკიძეს მიუტანდი ფირფიტას, ის ჩქარა წერდა და ასე ვსწავლობდი ქალბატონი ნანი ბრეგვაძის რეპერტუარს, ამ დახმარებისთვის ახლაც ქალბატონი ლალის მადლიერი ვარ.

გავიდა წლები  დავიწყე მუშაობა ქ. ბათუმში №1სამუსიკო სკოლაში ვიოლინოს პედაგოგათ, ჩამოვაყალიბე ბავშვთა მევიოლინეთა სექსტეტი, რომელიც იყო შტატგარეშე  ანსამბლი აჭარის ფილარმონიის, რომელიც უკრავდა მთავრობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, ვიყავი მუსიკალური ქორეოგრაფიული საზოგადოების საგუნდო კაპელის წევრი. მიღებული მაქვს აჭარის კულტურის  მინისტრის სიგელები.

როგორ გეგმავთ კონცერტებს და რომელი  ჩატარებული კონცერტია თქვენთვის გამორჩეული?

ოცდაცხრამეტი კონცერტების იდეის ავტორი და ორგანიზატორი  ვარ, ხშირად მიწევს სხვადასხვა ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა, მაგალითად2006 წლიდან დღემდე ჩატარებულ ღონისძიებას,  გამოვყოფდი რამდენიმეს:

2009 წელს ქ. თბილისი ერთი მსახიობის თეატრში (ვერიკოს თეატრი) პეტრე გრუზინსკის გახსენების საღამო.

2013 წელი ქ. გურჯანი ნატო ვაჩნაძის გარდაცვალების 60წლისთავი.

2015 წელს რუსთაველის თეატრში დიდუბის პანთეონის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი, დირექტორის ბადრი ქუთათელაძის და აწ გარდაცვლილი დიმა ჯაიანის ხელშეწყობით;

ქალბატონო ნაზი,  როგორც ვიცით თქვენ  ქველმოქმედებითაც ხართ დაკავებული

_,2016 წელს გარდაბნის რ-ნი სოფელი ნორიოში, იაკობ მანსვეტაშვილის სახელობის მემორიალურ

კაბინეტს  შევწირე 180 წიგნი, რომელიც ბრძანდებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებლის ილია ჭავჭავაძის მოადგილე და ვარ ამ ბიბლიოთეკის საპატიო წევრი.

2018 წელს  ხარაგაულის რ-ნის სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც გაიხსნა 1927-1932 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ქრისტეფორე მე-III-ის(ციცქიშვილი) სახლმუზეუმს შევწირე 200-ზე მეტი წიგნი,  ვარ ამ

მუზეუმის საპატიო წევრი;

2019 წლის31 იანვარი, ქ. ბათუმი, აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკას შევწირე 100 წიგნები და   ჩავატარე   სოლო კონცერტი;

2019 წელის დამიკავშირდნენ   შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები და 2020 წლის

20 იანვარს მირზა გელოვანის ბიბლიოთეკას, ლადო ასათიანის და შოთა რუსთაველის

ბიბლიოთეკებს შევწირეთ წიგნები და ჩავატარე კონცერტი;

2016 წლის 15ოქტომბერსჩატარდასაქართველოს კათოლიკოს  პატრიარქის ილია მე-II-ის პროექტის საყოველთაო ჯვრისწერა, მე და ჩემი მეუღლე ვართ პირველი ჯვარდაწერილი წყვილი.

2016 წლის 8  დეკემბერს ქ. თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩავატარე საქართველოს კათოლიკოს  პატრიარქის ილია მე-II-ისსაყოველთაო ჯვრისწერის  პროექტისადმი მიძღვნილისაქველმოქმედო სოლო კონცერტი, ჩოხოსანთა სადროშოს დასახმარებლად. შემოსული თანხით დახმარება გაეწიათ რამდენიმე  ოჯახს;

2018  წლის 2 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩავატარე საქველმოქმედო ღონისძიება, საპატრიარქოსთან არსებული „ლომისის წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი“-ში – „ კიდევაც დაიზრდებიან“. მონაწილეობდნენ  ქ. თბილისის  № 24 -ე საჯარო სკოლის  მე -4 კლასის მოსწავლეები. პედაგოგი, ლიანა ბედინაძე;

2018 წლის 20 იანვარი, ქ.თბილისი,საქველმოქმედოღონისძიებაგლდანულასმოხუცთათავშესაფარში -სოლოკონცერტი;

2018 წლის 14 დეკემბერი არასამთავრობო ორგანიზაცია ოჯახური ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა კრიზისის  ცენტრი – სოლო კონცერტი;

_რა არის თქვენთვის ყველაზე სასიხარულო, როგორ ფიქრობთ თქვენი რესურსი რამდენად დახარჯეთ და როგორ დაგიფასდათ შრომა?

შრომა ნამდვილად დამიფასდა და ჩემი დახარჯული რესურსიც სათანადოდ დაფასდა, მიხარია რომ  შესული ვარ ისეთ წიგნებში, როგორიცაა:

2014 წელს გამოცემული წიგნი „ჩემი პატრიარქი“;

2018 წელს გამოცემული  ხელნაწერი წიგნი, გადაწერე „ვეფხისტყაოსანი“;

2018 წელს გამოცემული წიგნი, სულხან საბა ორბელიანი 360 წელი;-

 

-ქალბატონო ნაზი, როგორც ზემოთ ვთქვით არაერთი სიგელი და დიპლომი გაქვთ…

-ვარ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრი-და ასე აქტიურად ვმონაწილეობ სხვადახვა საზოგადოებრივ საქმიანობით,2019 წელი-საქართველოს მწერალთა კავშირის დიპლომი „ქართული კულტურის ამაგდარი“;2016 წელი – საერთაშორისო ორგანიზაცია სახალხო დიპლომატია – საპატიო სიგელი „სახალხო დესპანი“, ხალხებს შორის სახელმწიფოებრივი, ისტორიული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“;2019 წელი -საერთაშორისო ორგანიზაცია სახალხო დიპლომატია, საპატიო სიგელი „საუკეთესო საუკეთესოთა შორის“ – ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;2019 წელი – საერთაშორისო ორგანიზაცია სახალხო დიპლომატია, „მადლობის სიგელი“ ქართულ და მოლდაველ ხალხებს შორის სახელმწიფოებრივი, ისტორიული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“;

;2017 წელი -“დავით  აღმაშენებლის“ აკადემიის საპატიო დიპლომი – ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.2019 წელს ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის გადაწყვეტილებით ყველაზე ერთგული პარტნიორი  ქალბატონი დავჯილდოვდი დიპლომით და ოქროს მედლით;2020 წელს ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო პარტნიორი ქალბატონი დავჯილდოვდი დიპლომით და თასით; ჩემს მიღწევად მიმაჩიანია, რომ ვარ აკადემიის წევრი

საქართველოს ფაზისის საერო – სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი;

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი;

მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანი“აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი;

საქართველოს ტაო-კლარჯეთის საერო – სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი;  “დავით  აღმაშენებლის“ აკადემიის საპატიო პროფესორი;

– როგორ მოერგეთ ჟურნალისტიკას და რა მედია კონტენტს ქმნით?

 

 

სასჯელ აღსრულების მეხუთე ქალთა პენიტენციური დაწესებულებაში ჩავატრეთ შემოქმედებითი საღამო
სასჯელ აღსრულების მეხუთე ქალთა პენიტენციური დაწესებულებაში ჩავატრეთ შემოქმედებითი  საღამო

2016 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების, რომლის  ხელმძღვანელი გახლავთ საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ე, დაიწყო პროექტი „თანადგომა პატიმრებს“. ჩოხოსანთა საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სპეციალური სამსახური,  ხელმძღვანელი ბატონი დავით ყალიჩავა. 2019 წელს დავინიშნე მის მოადგილედ. 2018 წელს ამირჩიეს  თბილისის სადროშოს კულტურული ღონისძიებების და საქველმოქმედო საღამოების ორგანიზატორი და მონაწილე;

-მუსიკალურ და სხვა საქმიანობას რამდენად უთავსებთ ერთმანეთს?

-ვარ ბედნიერი როდესაც სცენაზე ვდგევარ   მადლიერი და გემოვნებიანი მაყურებელი  უსმენს ჩემს მიერ შესრულებულ რომანსებს,  ასევე ბედნიერი ვარ,  როდესაც ვგეგმავ საინტერესო ადმიანებთან შეხვედრას და  გადაცემაშიმათ მოწვევას, ხოლო გადაცემის შემდეგ,  მათი ემოცია და მადლობა  ჩემთვის ძვირფასი და შეუფასებელია, ჩემი მიზანი არის, ამ ადამიანების კიდევ უფრო წარმოჩენა, ხოლო მაყურებელს პოზიტიური განწყობა მინდა შევუქმნა,რასაც ჩემი მაყურებელი იმსახურებს.

დილის 7 საათიდან იწყება ჩემი საოჯახო საქმიანობა, რომელი მე ჩავიბარე 36 წლის წინ, რაც შეეხება როგორი კულინარი ვარ  ვერ დავიტრაბახებ, დილით ვაკეთებ სადილს, არც ოჯახში დამხმარი ქალბატონი  მყავს,  მაღაზიებში მე დავდივარ სურსათის მოსატანად, გადასახადებს  მე ვიხდი. ყველა საოჯახო საქმეს რომ დავასრულებ, ვიწყებ ჩემთვის ყველაზე საყვარელ და სასიამოვნო საქმეს, რომანსების გამეორებას და სატელევიზიო გადაცემების მომზადებას.

ქალბატონო ნაზი, თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

-1984 წელს შევქმენი ოჯახი -მეუღლე გიზო გოგიჩაიშვილი გეოგრაფ -გეოლოგი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. მოსკოვის  ლომონოსოვის უნივერსიტეტი საკანდიდატო დისეტაცია , აშშ  შტატები სადოქტორო დისეტაციის მომზადება. შვილი – მიხეილ გოგიჩაიშვილი სპეციალობით დირიჟორი  და დღეს სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას.

ესაუბრა ნაზი მეშველიანი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here