ანონსიახალი ამბებიკულტურასაზოგადოება

ჩვენებურები.ემიგრანტი ქალის ფიქრები…

ლონდა არქანია (პოეზია)

 

პ-ეშვითმოგიტანუკვდავებისწყალს,

ე-რთწვეთსარდავღვრიმენდე.

პ-ირობასგაძლევდამელოდები,

ე-რთიდანათასდღემდე.

ლ-ამაზფერებშიდაგეხატები,

ა-ვფარფატდებიმზემდე!

(ლონდა არქანია)

 

ლონდა არქანიას შემოქმედებას ჩვენი მკითხველი ალბათ არც თუ ისე ახლოს იცნობს. ადრე მისი ლექსები ქუთაისის გაზეთებში იბეჭდებოდა!

მისმა პოეზიამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულიყურადღება და კითხვები გამოიწვია სოციალურ ქსელში.

ლონდა არქანია დაიბადა აფხაზეთში. ის პროფესიით პედაგოგია – რუსული ენა-ლიტერატურის სპეციალისტი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.

8 წლის განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-4 საჯარო სკოლაში, ქალაქ ქუთაისში

ისევე, როგორც აფხაზეთიდან დევნილთა უმრალესობამ, მანაც ცხოვრების არც ისე მარტივი გზებით იარა, ბავშვობა ეგზოტიკურად ლამაზ სოფელში, ზღვის სანაპიროზე გაატარა. აფხაზეთი მისი უდიდესი ტკივილი და ნოსტალგიაა.

როგორც თავად ამბობს წერს ბავშვობიდან.

სუნთქავს პოეზიით, გასაკუთრებით უყვარს ნიკო გომელაურის შემოქმედება.

ლონდა ბუნებით რომანტიკოსია… ალბათ ამიტომაცაა, მისი ლექსებიც ასე რომანტიზმით და იდუმალებით სავსე. მისი შემოქმედებით ლონდა, მისსავე ფიქრების დიდ ნაწილს გადმოსცემს.  ალბათ სწორედ ეს ბუნებრიობა იპყრობს მკითხველთა გულებსაც.

ახალგარზრდა შემოქმედ ქალბატონში მუზამ ემიგრაციაში ყოფნისას კიდევ უფრო გაიღვიძა და  წერა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძო.

როგორც ამბობს, მომავალში ლექსთა კრებულსაც გამოსცემს, სახელწოდებიტ – ,,პეპელა“.

ლონდა არქანია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ქვეყანაში არსებულმა მძიმე სიციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულა გეზი ევროპისკენ აეღო.

-რა მძიმე ყოფილა ემიგრანტის ხვედრი.- ამბობს ოდნავი დანანებით, მაგრამ უკეთესი მომავლის რწმენით.

თუმცა, როგორც იტყვიან, ყველა უარყოფითს თან ახლავს დადებითიც, ემიგრანტის ყოველდღიურმა რუტინამ მას კალამი ხელში ხელახლა ააღებინა და რამდენიმე შესანიშნავი ლექსიც დაიბადა!

როგორც თავად ამბობს, წერს ექსპრომტად…

შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ლექსს.

 

ძვირფასო მკთხველო, დღეს თქვენს სამჯავროზე ლტოლვილი და მერე სამსობლოდან მოსორებული ემიგანტი ქალის ტკივილიანი პოეზია შემოგთავაზეთ, ნებიემიერი ემიგრანტი, ჩვენი სამსობლოდან წასული ჩვენთვის ძვირფასია, ყველა ემიგრანტის მშობლიურ კერაზე დაბრუნებას ვუსურვებთ!

 

ოდესღაც სული დატოვებს სხეულს

და ეს ,,ოდესღაც’’ყოველდღე ხდება,

სულის სიკვდილებს რა ვუყოთ თორემ,

ხორცი ისედაც უკვალოდ ქრება.

 

სიტყვები გაქრა  საპნის  ბუშტივით,

მიმოიფანტა არემარეში

და გულიგახდა  შავი კუპრივით,

სხეულს არტოვებს სულის თარეში.

მიჰქრის ცხოვრების მატარებელი

და მგზავრებს იცვლის ჟამითჟამამდე,

მე ცხოვრებისგან არაფერს  ველი,

დასაწყისიდან  ბოლოწამამდე!

 

ფიქრებო,ფიქრებო!

აშარო ფიქრებო!

დამტოვეთ საკუთარ თავთან!

წყურვილო,წყურვილო  სიცოცხლის  წყურვილო!

იმედო,ოცნებავ,განცდავ!

უკუსვლას ვანელებ დარჩენილ   ძალებით,

ვდგავარ  ოლიმპოს  მთასთან,

მწვერვალზე  ავდივარ,

მებრძვიან        ქარები და გამარჯვების  განცდა!

 

კიდევ   ერთი დღე ჩაბარდა არქივს

და გადაფურცლად   რომ            კალენდარი,

ყველაფერს  ვუთმობ  საჭირო  ადგილს,

სანამ   ამქვეყნის ვარ         ბინადარი.

არაფერს      ვდარდობ,ამაოდ  არ   ღირს,

გადაიდარებს  ყველა  ავდარი

და      ბედნიერი შევხვდები     აპრილს,

გაცოცხლებული,მკვდრეთით       აღმდგარი!

 

ოდესღაც    სული დატოვებს          სხეულს

დაეს ,,ოდესღაც’’ყოვეოდღე   ხდება,

სულის  სიკვდილებს     რა ვუყოთ   თორემ,

ხორცი ისედაც უკვალოდ     ქრება.

                                                                                     

                                                                                                           მოამზადა მანანა ლეშკაშელმა

 

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here