ანონსიახალი ამბებიკულტურასპორტი

მეკლდეურობის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს მესტიელებმა

მაისის დასასრულს, თბილისში ვაკის-სპორტ დარბაზში ჩატარდა ახალგაზრდული ჩემპიონატი და ასაკობრივი ფესტივალი მოსწავლეთა შორის მეკლდეურობაში საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციის მიერ. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს მესტიელებმაც.

ავღანი ნავერიანი მესტიის რაიონის სოფელ მულახის მეკლდეურობის სპორტ-სკოლის პედაგოგია. მან 5 მოსწავლე ჩამოიყვანა ჩემპიონატზე სოფელ მულახიდან, მათ შორის ორმა მიაღწია კიდევ ერთ წარმატებას. ასაკობრივ ფესტივალზე – მეორე ადგილი აიღო ნიგურიანმა ნიკამ (მულახი), ხოლო მესამე ადგილი – ნიგურიანმა საბამ (მულახის სპორტ-სკოლა). მესამე ადგილის მფლობელი გახდა მჭედლიანი ნატალია (მეესტია). ახალგაზრდულში – ასევე, მესამე ადგილი აიღო მესტიელმა ლაშა ხერგიანმა. საქართველოს ჩემპიონანთში მესტიის სახელით სულ 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის 5 მულახის სპორტსკოლიდან – ნიკა იოსელიანი, მარი გიგანი, ქეთი მარგიანი), მესტიიდან – ლაშა ხერგიანი, ბერდია მერლანი, ნატალია მჭედლიანი, ნინი მჭედლიანი, გაბრიელ მჭედლიანი, ბიძინა კახერიძე, ანა კახბერიძე. მულახის სპორტ-სკოლის პედაგოგი ავღან ნავერიანი უკეთეს შედეგს ელოდა, თუმცა, ულოცავს ბავშვებს და საქრთველოს მეკლდეურთა ფედერაციას მეტმხარდაჭერას სთხოვს. აღსანიშნავია რომ მულახის მეკლდეურთა სპორტ-სკოლა არსებობს 1977 წლიდან და ის ცნობილი სპორტსმენის ილიკო გაბლიანის სახელობისაა. აღნიშნულ სპორტ-დარბაზში მხოლოდ ერთი სწრაფი საცოცი კედელია – სსკოლა ბულდერინგისა და რთულ საცოც კედელს საჭიროებს!!!

(ტექსტი მოამზადა – მანანა ლეშკაშელმა, ფოტომასალა – მაკა ესტატიშვილი)

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here