ანონსიახალი ამბებიბიზნესიქვემო ქართლი

ბიოჰუმუსი (ვერმიკომპოსტი) – ბიოლოგიური სასუქი ანუ რა სარგებლობა მოაქვს ჭიაყელას

 

ბიოჰუმუსი არის ნაკელისა და სხვა ორგანული ნარჩენების ჭიაყელებით და სხვა მიკროორგანიზმებით გადამუშავებული ნივთიერება.

იგი შეიცავს მცენარისათვის ყველა საიჭრო მიკროელემენტს იოლად ათვისებად ფორმაში, ძირითად ჰუმინურ მჟავებს, სასარგებლო მაკრო და მიკრო ფლორას, ბიოლოგიორად აქტიურ ნივთიერებებს.

ბიოჰუმუსი არის ორგანული მიწადმოქმედების საფუძველი. იგი ხელს უწყობს ნიადაგის რეკულტივაციას და მისი სტრუქტურის აღდგენას, აქვს მოქმედების ხანგრძლივი ვადა (5 წელი და მეტი), აჩქარებს მცენარეთა ზრდას და ამაღლებს ნაყოფიერებას 30-70% (ზოგ მცენარეში რამდენჯერმე), აძლიერებს იმუნიტეტს. ბიოჰუმუსი არ არის ტოკსიკური და არ შეიცავს პათოგენურ მიკრობებს და სარეველების თესლს. 1 გრამ ბიოჰუმუსში არის სასარგებლო ბაქტერიების 2 მილიარდამდე კოლონია (მაგალითისთვის, საქონლის ნაკელში – 200-300 მლნ). საზღვარგარეთულ სამეცნიერო ნაშრომებში აღნიშნულია, რომ ბიოჰუმუსი თრგუნავს და ანეიტრალებს ნიადაგში არსებულ მძიმე მეტალებს და ნიტრატებს და ხელს უშლის მათ დაგროვებას მცენარეებში. ბიოჰუმუსი და მისგან მიღებული ბიოპრეპარატების ინტენსიური გამოყენება სწრაფად აღადგენს დაუძლურებულ ნიადაგის აგრო-ტექნიკურ მაჩვენებლებს.

ბიოჰუმუსი 10-15 ჯერ უფრო ეფექტურია ყველა სხვა ორგანულ სასუქებზე და აბსოლუტურად უვნებელია ნებისმიერი სახის ნიადაგისათვის. 1 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიაზე თუ საჭიროა 40-60 ტ. ნაკელის შეტანა, იგივე ეფექტი მოაქვს 3-5ტ. ჰუმუსის შეტანას. მისი სისტემატური გამოყენება რამდენიმე წლის მანძილზე საშუალებას იძლევა მთლიანად უარი ვთქვათ შხამ-ქინ-მიკატების და პესტიციდების გამოყენებაზე.

ბიოჰუმუსის უპირატესობა სხვა ორგანული სასუქების მიმართ: 1 — არ შეიცავს სარეველა ბალახის თესლებს. 2 — არ შეიცავს პათოგენურ მიკროფლორას. 3 — არ შეიცავს მძიმე მეტალებს. 4 — არ გააჩნია ადაპტაციის პერიოდი. 5 — არ გამოირეცხება ნიადაგიდან. 6 — ასუფთავებს ნიადაგს ნიტრატებისაგან. 7 — ამდიდრებს ნიადაგს ყველა საჭირო მიკროელემენტებით. 8 — მცენარე ბიოჰუმუსს პრაქტიკულად 100% ით ითვისებს.

ბიოჰუმუსის უპირატესობის მაჩვენებლები ნაკელისა და მინერალური

ბიოჰუმუსის საწარმოებლად, ძირითადად, გამოიყენება ჭიაყელების სახეობა Eisenia Foedita, რომელსაც ევროპაში იცნობენ კალიფორნიული წითელი ჭიაყელის სახელით.

ეს არის ჰიბრიდული ჯიში, რომელიც 1959 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოიყვანა ამერიკელმა მეცნიერმა ტომას ჯეისონ ბარეტმა. იგი ბევრად უფრო აქტიურია თავის ველურ ანალოგებზე, ცოცხლობს 13-15 წლამდე (ჩვეულებრივი წვიმის ჭიაყელა 4-5 წელი), მრავლდება ძალიან სწრაფად. ჭიაყელები გერმოფროდიტები არიან და ორ ზდასრულ ჭიაყელას (3 თვის) იბეჭდება შემოკლებით,

მასალა მოამზადა გიორგი დემურაშვილმა

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here