ანონსიახალი ამბებიპოლიტიკა

როგორ ვიზრუნოთ მშვიდობაზე

როგორ ვიზრუნოთ მშვიდობაზე

 

ცნება „მშვიდობის“ ანტონიმი „ომია.“ თუმცა ცნობილია, რომ ხშირად  მშვიდობიან დროს არანაკლები ადამიანი ადამიანი დაღუპულა (მაგ. ტოტალიტარული რეჟიმების დროს რეპრესიებით, შიმშილით და ა.შ.). სწორედ ამიტომ ცნება „მშვიდობა“ ასოცირდება ძალადობის არარსებობასთან. თუმცა შეუძლებელია განსაზღვრო მშვიდობა მხოლოდ როგორც ომის და ძალადობის საპირისპირო. ეს ძალიან გამარტივებული წარმოდგენა იქნებოდა. მშვიდობა როგორც ასეთი, არის სტაბილურობის, ბალანსისა და ამავე დროს განვითარების პოზიტიური ბალანსის რთული მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, მშვიდობა არ გულისხმობს უმოქმედობას. პირიქით ის გულისხმობს მუდმივ აქტივობას მის შესანარჩუნებლად. არსებობს მოსაზრება, რომ უმეტეს შემთხვევებში, დემოკრატია არის სხვა არაფერი თუ არა კონფლუქტების მოგვარების წესების კრებული. დემოკრატიის წესების მიხდდვით, კონფლიქტი გარკევულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოგვარებული, რაც გულისხმობს კომპრომისებს,კონსენსუსს და ა.შ. – ანუ ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც ყველა მხარეს კანონიერად მიაჩნია.

სამწუხაროდ კონფლიქტები ჩვენი ცხოვრების ნაწილიადა მთავარია თუ როგორ ვახერხებთ მათ მართვას. თუ მათ თვიდდინებაზე მივუშვებთ, მათ შეუძლიათ წლობით ჩამოყალიბებული ურთიერდამოკიდებულებები დაარღვიონ, საზოგადოების მშვიდობიანი ცხოვრება მოშალონ და შესაძლია ნგრევამდე, სისხლისღვრამდე და ომამადეც კი მიგვიყვანონ.

ბოლო დღეებში ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა ინტენსივობის კონფლიქტური და წინასაკონფლიქტო სიტუაციები ვიხილეთ. ერთი პანკისის ხეობასი, მეორე ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვარზე განლაგებულ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. ორივე კონფლიქტურმა სიტუაციამ, რომლებიც მართალია სიმწვავით და შინაარსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ჩვენი საზოგადოება შეძრა და შეიძლება ითქვას დაყო იმ კუთხით, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ჯგუფები კონფლიქტთან და მისი მოგვარების გზებთან სხვადადასხვა, ზოგჯერ რადიკალურ მიდგომებს ამჟღავნებდნენ.  დისკუსია დღესაც არ წყდება, რადგანაც პანკისში კონფლიქტი ცხელი ფაზიდან ერთგვარ ცივ ფაზაში გადავიდა და მისი მკვებავი წყაროები დარჩა. არც დავით გარეჯთან დაკავშირებული კონფლიქტური სიტუაცია იქნა მოგვარებული ისე (მისასვლელი სამონასტრო კომპლექსთან მართალია სააღდგომოდ გაიხსნა, მაგრამ არავინ უწყოს როდის ჩაკეტავენ მას ხელახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები). არადა სოციალური ქსელი უკვე იტვირთება ანტი-აზერბაიჯანული სტატუსებით.

რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა უნიკალური და ყოვლისმომცველი რეცეპტი არ არსებობს და შესაძლოა ორივე კონფლიქტის ტრანსფორმაციას და შემდეგ მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა ამისათვის, კარგი იქნება თუ ამ საქმეში ჩართული ადამიანები გაითავისებენ რამდენიმე მოსაზრებას.

ჩვეულებრივ, ადამიანები კონფლიქტს ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. ადამიანში მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ძვრები ხდება და გარშემო სამყაროს აღქმა ხშირად არადექვატურია. ხდება შემდეგი:

  • აღქმის დავიწროება – ადამიანი აღიქვამს მხოლოდ იმას, რაც მის პოზიციას შეესაბამება
  • ტენდენციურობა -ადამიანი თავის სასარგებლოდ იყენებს კონტექსტიდან ამოგლეჯილ ცალკეულ ფრაზებსა და მოვლენებს, როგორც მის სასარგებლო არგუმენტს
  • განზოგადება – ადამიანი კონკრეტულ ფაქტებზე კი არ საუბრობს, არამედ განაზოგადებს მათ და ხშირად იყენებს ისეთ სიტყვებს „ყოველთვის,“ „არასოდეს“ და ა.შ.
  • აზროვნების პოლარიზაცია -ადამიანი იკავებს ხისტ და უკიდურეს პოზიციას „ან -ან“
  • გადაჭარბებული შეფასება -ადამიანი ხშირად გადაჭარბებულად აფასებს ოპონენტის ურაყოფით თვისებს
  • უარყოფითი იარლიყების მიკერება -ადამიანი ცდილობს დამამცირებელი შეურაცხმყოფელი ეპითეტების მოიხსენიოს ოპონენტი
  • პრობლემის პერსონიფიკაცია – კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარე ყველა პრობლემას კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარის ბოროტ ზრახვებს მიაწერს
  • „სხვისი აზრების წაკითხვის“ წარმოსახვითი უნარი – ადამიანი დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის რას ფიქრობს მეორე მხარე ანუ ოპონენტი.
  • არაობიექტური შეფასება და მიკერძოებული დასკვნები – უარყოფითი ემოციების ზეგავლენით (ცხელ გულზე) ადამიანი არაობიექტურად აფასებს როგორც სიტუაციას ისე ოპონენტს და აკეთებს მიკერძოებულ დასკვნებს.

ეხლა კი შევეცადოთ მივუსადაგოთ ეს მახასიათებლები პანკისში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ასევე უფრო ადრეულ პერიოდში განვითარებულ კონფლიქტურ სიტუაციებს. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ პრაქტიკულად ყველა ზემოთ მოყვანილი მახასიათებელი სახეზე გვქონდა სხვადახვა დოზით და ინტენსივობით. კონფლიქტის სუბიექტებს და მასში ჩართულ მხარეებს, რომ ამ ყველაფერზე წინასწარ ეფიქრათ და გაეთვალისწინებინათ, დიდი ალბათობით კონფლიქტი არ მოხდებოდა ან არ მიიღებდა ასეთ მასშტაბს.

თუმცა, მოდით შევეცადოთ, კონფლიქტს უარყოფითის გარდა სხვა კუთხითაც შევხედოთ და თუ ამას გავაკეთებთ, შესაძლოა ჩვენთვის ბევრი სასარგებლო რამ აღმოვაჩინოთ. მაგალითად:

  • კონფლიქტი გამოავლენს იმ პრობლემებს რომლებიც გადაწყვეტას ითხოვს და სხვადასხვა მიზეზებით მანამდე ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა
  • კონფლიქტი იძლევა ევოლუციური ცვლილებების საშუალებას, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა მდგრადი მშვიდობის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს
  • კონფლიქტის დროს ჩვენ უკეთ ვიგებთ თუ ვინ ვართ, რა რესურსები გაგვაჩნია, რის გაკეთება შეგვიძლია და ვინ არის ჩვენი ოპონენტი, რა რესურსები აქვს და რა შეუძლია მოიმოქმედოს.
  • ზოგჯერ კონფლიქტი, როდესაც ორივე მხარე მიდის დასკვნამდე რომ ეს დამღუპველია მისთვის და იქიდან მოგებული ვერ გამოვა, ხელს უწყობს სიტუაციის განმუხტვას

თუმცა, იმედი არ უნდა დავკარგოთ და გვახსოვდეს საკვანძო ფაქტორებიკონფლიქტის კონსტრუქციულად მოგვარებისათვის. პირველი რაც უნდა გვახოსვდეს, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები და გადაუჭრელი პრობლემები. კმაყოფილება გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ არამედ ფსიქოლოგიურ მხარესაც, პრობლემის მოგვარების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ სიტუაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ხელსაყრელ სიტუაციას უნდა დაველოდოთ.

ნაზი მეშველიანი

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here