ანონსიახალი ამბები

პატიმრობა აღთქმულ ქვეყანაში და რა უნდა ვიცოდეთ ისრაელში გამგაზავრებისას

მსოფლოის სხვადასხვა ქვეყანა მაქვს მოვლილი 1999 წლიდან დღემდე – ამერიკა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი და ა. შ ისევე როგორც ყველა ქრისტიანის, ისრაელის მონახულებაც ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო,  ჩემი ოცნება მალევე საკანში დამთავრდა!

გისოსებს მიღმა დანახული ისრაელი ალბათ არასოდეს ამოვა მეხსიერებიდან! ცივი< ჩარაზული, ყრუ კედლები, უფლებაშელახული ადამიანები და ბევრი ცუდი განცდა, ცრემლებით… – 3 დღის განმავლობაში ვცდილობდი საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ! მე და სხვა ქართველებს კიდევ ერთხელ გაგვიჩნდა განცდა, რომ ჩვენ ერთი პატარა, დაუცველი ერი ვართ საქართველოში და საქართველოს საქართველო- ისრაელს შორის 21 საუკუნოვანი მეგობრობა, უვიზო მიმოსვლა საქართველო ისრაელს შორის – მითია თუ რეალობა – იბადება არაერთი ლოგიკური კითხვა, გამომდინარე იქედან რომ ისრაელის ტერიტორიაზე წმინდა ადგილების (მაცხოვრის, წმინდა გიორგის საფლავი, აღდგომის ტაძარი და სხვა) მოსანახულებლად ჩასულ ქართველებს (განსაკუთრებით) და არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ისრაელში ჩასული ქართველი ტურისტები, რომლებიც დიდი მოლოდინით მიემართებიან წმინდა მიწაზე, შინ იმედგაცრუებული, შეურაცხყოფილი და დაუცველები ბრუნდებიან. უფრო მეტიც, მათთვის საოცნებო ქვეყნის დათვალიერება გისოსებს მიღმიდან უწევთ!!!

თელავივის, ბენ გურიონის სადეპორტაციოს ოთხ კედელში უმოწყაოლოდ გამოკეტილი  განაწყენებული ქრისტიანები პროტესტს გამოხატავენიმის გამო, რადგან ისრაელის კარები ღია მხოლოდ ისლამის, მუსულმანების და იუდეველებისთვისაა, ხოლო ქრისტიანებს მათი მონახულების, შეხების, მოლოცვის შესაძლებლობაც კი არა აქვთ.

ისრაელის სახელმწიფო განსაკუთრებით ქართველებს და უკრაინელებს დევნის, მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ ქვეყანაში, გამოკითხვის ოთახიდანვე იწყება ჩასული ადამიანების უფლებების შელახვა, აეროპორში არ არის თარჯიმანი, პიროვნებას რომელსაც უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე საპირფაროშოში დამოუკიდებლად გასვლის უფელბაც კი ეკრძალება, ხმის ამოღების, საქართველოს წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში კი ხელბორკილებით იმუქრებიან.

თუ რატომ დევნიან და არ იღებენ ისრაელის სახემწიფოში განსაკუთრებით ქართველებს ამის შესახებ ისრაელში ორი მოსაზრება მუსირებდა – ქართველი ტურისტები ჩამოდიან ისრაელში, ტურისტებად, რჩებიან ხანგრძლივი დროით და აზარალებენ ქვეყნის ეკონომიკას, ეს ბენ-გურიონის სადეპორტოს წარმომადგენელმა აღნიშნა და მეორეც ის რომ საქართველოს წარმომადგენლომა ისრაელში აღნიშნა რომ საქართველოში ქართველები იდეალურ პირობებში ცხოვრობენ, არის დასაქმება და უნდა შეწყდეს მიგრაცია…

ირმა კაჭარავა ერთ-რტი მათგანია, რომელიც ისრაელში მეგობრის ოჯახში მოწვევით უნდა ჩასულიყო ნათლობაზე, მიუხედავად იმისა რომ მას ყველა დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა ის და მისი შვილი არ შეუშვეს ქვეყანაში, ისინი სხვა ქართველებთან ერთად სადეპორტაციოში მოათავსეს.

-უდანაშაულო ადამიანებს გვექცევიან როგორც პატიმრებს! დღეში მხოლოდ ორჯერ გვაძლევენ სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალებას და ისიც დაცვის თანხლებით. საშინელი კვება და ანტისანიტარია. ბენ გურიონის ცივ კედლებში გამომწყვდეულ ადამიანებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ უშაქრო ჩაის გემო, რომელსაც პლასტმასის ე.წ. კუვშინებით აწვდიდნენ, ისიც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ!!!

სოსნინა ლარისა  ივანის მოსკოვის მხარიდანაა, ელექტროსტალი, ის დედით ებრაელი, მთელი ცხოვრება ოცნებობდა ისრაელში ჩამოსვლაზე, ეხლა თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა მაგრამ არც ის მიიღეს ისრაელში, მას და მის მეგობარს სადეპორტაციომდე სარდაფში რამდენიმესაათიანი ყოფნა მოუწიათ!

ლარისა სოსნინა ისე როგორც ყველა ფინანსურ ზარალზეც ვნერვიულობდით .

სადეპორტაციოს ცივ კედლებში სხვადასხვა ენებზე წარწერებს შორის ყველაზე მეტად ქართული წარწერები ჭარბობდა, სადაც ერთი სიტყვიტ იყო გადმოცემული

 

გვინდა ყველამ გაიგოს თუ როგორ ექცევიან ტურისტებს ისრაელში, რომ აქ ჩამოსვლა და ტყუიდად ხარჯის გაწევა არავინ იფიქროს. – ამბობდა რუსეთის წარმომადგენელი.

ბოლნისელი ია მოსეშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა ისრაელში, ქართველ-ებრაელი სიძის ოჯახში უნდა ჩასულიყო სტუმრად, მაგრამ არც ისინი შეუშვეს, გასაუბრებაც კი არ გაუვლიათ ისე უთხრეს უარი.

ლელა შანიძემ აღნიშნა რომ მათ მოითხოვეს თარჯიმანი, რაზეც უარი მიიღეს!!!საპირფარეშოში გასასვლელად ორ საათზე მეტი ალოდინეს, აეროპორტში 6 საათიანი ლოდინის შემდეგ კი სადეპორტაციოში გადაიყვანეს ნათესავებთან ერთად.

ნატალია შვარნიცკაია მარტო ჩამოვიდა ისრაელში როგორც ტურისტი იერუსალიმის დასათვალიერებლად, მაგრამ ისიც ისევე როგორც სხვები, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სადეპორტაციოში გაუშვეს და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს…

ოსტრონკოვა იულია, მეგობარ ბიჭთან ერთად როგორც ტურისტი ბერლინიდან ჩამოფრინდა, მასაც ისევე როგორც სხვებს უთხრეს რომ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ და საკანში მოათავსეს.

სადეპორტაციოში მოათავსეს ახალგაზრდაპალესტინელი ქალბატონი, ის ამბობს რომ ფრანგია, შვეიცარიიდან, მიზეზი მისი ოჯახი ანუ პალესტინაა!!!

ქართველებს კიდევ ერთხელ გაგვიჩნდა განცდა, რომ ჩვენ ერთი პატარა, დაუცველი ერი ვართ საქართველოშიჩ და საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი, ებრელაელები იცავენ თავიანთ ტერიტორიას „მოერიშე“ ტურისტებისაგან და ემიგრანტებისაგან, მაგრამ ჩვენმა საკონსულომ ხომ უნდა დაიცვას თავის მოქალაქეები?! ტყუილად იღებენ უზრმაზარ ანაზღაურებას

აი, სულ ეს იყო სამდღიანი პატიმრობის ნაღვლიანი მოგონებები და აუხდენელი ოცნება ისრაელის ნახვის!

მანანა ლეშკაშელი.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here