ანონსიახალი ამბები

ევროპული გზა და მედია…

საქართველო, უკრაინა ესტონეთი ევროპულული გზის არჩევანი და მედიის როლი

რა არის ევროპა? რატომ მივილტვით ევროპისკენ? რა გვჭირდება გა-ევროპელებისთვის? რა მოთხოვნა უნდა დავაკმაყოფილოთ, ევროპული საქართველო რომ გავხდეთ?! რა როლი აქვს მედიას მოსახლეობის ადვოკატირებაში, როგორ შევქმნათ ევროპული მედია-პროდუქტი? რა პრობლმები გვხვედბა და რა გზის გავლა მოგვიწევს
ამ და სხვა კითხვებზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიმართულების – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინისა და ესტონეთის ჟურნალისტები და ექსპერტები, ასევე ესტონეთის ელჩი კაი კარეზონი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორი იან რეინშოლდი, პროგრამის დირექტორი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორის მოადგილე თინა ილენი და ჟურნალისტის ასოციაციის პრეზიდენტი “გენდერი მედიაკავკასია” გალინა პეტრიაშვილი.
კონფერენცია საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. ისაუბრეს ჟურნალისტების ცოდნისა და ინფორმირებულობის შესახებ ევროპული ინტეგრაციის თემებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების საკითხებზე. ჟურნალისტებმა დასვეს კითხვები საერთაშორისო პროგრამების ეფექტურობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. შემუშავდა წინადადებები.
საზოგადოება დიდი ხანია ელოდება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას, დავიწყეთ ევროპული ღირებულებების შესწავლა, ვემზადებით და გვინდა კიდევ უფრო გავერკვეთ რა არის ეს ღირებულებები, რამდენად მოდის თანხვედრაში ერის კულტურის რეალობასთან. რატომ არ შევდივართ და ვერ ვხვდებით ამ კავშირში, მათ ვინც ჩვენსავით გადალახა ევროკავშირში მიმავალი გზის დაბრკოლებები რა მიიღო სამაგიეროდ, აი, მაგალითად
რა სიკეთეები მოუტანა ევროკავშირმა ესტონეთს ამ თემაზე ესტონეთის თვითმმართველობის, განათლების, ბიზნესისა და მედიის ექსპერტები გვესაუბრენ.
ესტონეთმა ევროკავშირისგან მიიღო ის, რომ დღეს ესტონეთში ბანკებში დაბალი საპროცენტო განაკვეთია;საბიუჯეტო თანხების ნახევარი განათლებას ხმარდება;
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა;
რძისა და რძის პროდუქტების წარმოების კუთხით ესტონეთი ევროკავშირში ლიდერია;
არაერთი მაგალითი მოიყვანეს ესტონელმა და უკრაინელმა სტუმრებმა ევროკავშირის მნიშვენელობაზე
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ გზაზე. ამ მიმართულებით დადებითი შედეგები ჩანს. თუმცა რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის ის, რაც ინდივიდუალურად ადამიანებმა უნდა გააკეთონ. ახალი ბიზნესისა და სამეწარმეო იდეების გასავითარებლად მათ საკუთარი თავის უფრო მეტად უნდა სჯეროდეთ. არ დაელოდონ იმას, თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. სამოქალაქო ურთიერთობების დონეზე უფრო მეტად აქტიურები უნდა იყვნენ. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც გვინდოდა თქვენთვის გვეთქვა.“ იმედია მეგობრების გამოცდილება გამოგვადგება და ერთ დიდი ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია, ჩვენც ახლომომავლში შევალთ და ჩვენს წვლილს შევიტანთ, მანამდე კი დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისათვის.
ნაზი მეშველიანი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here