ანონსიახალი ამბებიბიზნესიფერმერი

სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAPსტანდარტისდანერგვას შეძლებენ

 

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსUSAID/REAP (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი)  შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების – „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარებს ტექნიკური დახმარების სფეროში სემინარები უტარდებათ.

სასაწავლო კურსის მონაწილეები ინფორმაციას პირველადი აგროწარმოების სტანდარტის „GLOBAL GAP“ შესახებ იღებენ, რომელიც  შემდეგ საკითხებსმოიცავს:  ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები, ბაღის მოვლა/მორწყვა, შეწამვლა, მავნებლებთან ბრძოლა, სასუქის შეტანის ტექნოლოგია, პერსონალის უსაფრთხოების წესები, მოსავალის აღება, დასაწყობების და დაფასოების წესები.

პირველი სემინარის, რომელიც ქალაქ გორში ტარდება, მიმდინარეობასსოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეალექსანდრე ნასარიძე და USAID/REAP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერიირინე სალუქვაძე ადგილზე გაეცნენ.

სემინარიUSAID/REAP-ის ფინანსური დახმარებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 6 აღნიშნული ტიპის სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი.

სემინარის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო სტანდარტი „GLOBAL GAP“ დანერგონდა შესაბამისი სერთიფიკატიმიიღონ.  USAID/REAP სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ს დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ 50%-ის გადახდა ბენეფიციარების მიერ მოხდება.

სახელმწიფო პროგრამები „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.„ერთიანი აგროპროექტი“  მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts