ანონსიახალი ამბებისაზოგადოებასაინტერესო ამბები

რაჭა ჩემი სიყვარული…

რაჭა ჩემი სიყვარული...%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90-5racha 1

საოცრად შვენის ამ კუთხეს გადაყვითლებული, ქარვისფერი სამოსი.

ეზოებში მიმოფანტულია შემოდგომის, თითო-ოროლად ხეებზე შერჩენილი ხილი.

ფუტკარივით შრომობენ, ფუსფუსებენ  ადამიანები..

შემოდგომის ოდნავი სიცივეა, სახლების  საკვამურებიდან ცაში ასული კვამლის ჭვარტლი ჩანს აქა-იქ…

დილით, ალიონზე მთები  ნისლშია გახვეული შემდეგ კი უცბად მზე იღვძებს და მასთან ერთად, ასე ნაადრევად იღვიძებს სიცოცხლეც…

საზამთროდ ემზადებიან, ვინ შეშას ჩეხავს და იმარაგებს, ვინ ჯერ კიდევ ღვინოს წურავს და არაყს ხდის, ვინ თათარას ადუღებს, ვინ საქონელს აბინავებს, ვინ სამსახურში მიიჩქარის და ვინ კიდე ვინ იცის რას…

შეუდარებელია შემოდგომის მიწურული აქ…

ეს რაჭაა…

 

როგორი შემოდგომა ჰქონდათ რაჭველებს, როგორ ცხოვრობენ რიგითი ადამიანები, რა აწუხებთ და რა უხარიათ, რისი შეცვლა სურთ, – ამ თემების ირგვლივ ამბროლაურის და ამ რაიონის რამდენიმე სოფლის მკვიდრს გავესაუბრე.

ადამიანები აქ რაჭული სითბოთი და იუმორით მეგებებიან.

წლევანდელი შემოდგომის შედეგებით უკმაყოფილებას გამოთქვამს ზოგი რაჭველი – უამინდობამ მოსავლიანობა შეამცირა, მათი თქმით, წელს ვაზის მოსავალი ნაკლებად იყო.

ჩემი პირველი რესპონდენტი იმედგაცრუებული გურულია, ის წლებია ცხოვრობს რაჭაში, მან არც სახელის და არც გვარის დასახელება ისურვა, ისე კი თავისი პესიმისტური განწყობა არ დამიმალა და ორიოდე წინადადებით გამოხატა – არაფრის იმედი არა მაქვს! მაინც არაფერი შეიცვლება!

-ხილი არა, ყურძენი არა!  – ამბობს ბაია კერესელიძე, ვაჭრობამაც მოიკლო, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია!

-სულ პრობლემებში არა ვართ შვილო!? – ეს დალი ურთმელიძეა, დაძაბულია ცხოვრება, შვილები და რძალი უმუშევრები არიან, ოჯახში პატარები გვყავს, მათ ხომ უნდათ რჩენა! – ამ კომენტარის მერე მეკითხება – სად „გამომაცხადებთ“? რამე ისეთი არ იყოს…

-ყველაფერი გვაწუხებს, მაგრამ შენ რავა გაგიმხილოთ! – ნოდარ ნატმელაძე 1937 წლიანია, იმის გამო რომ ათეული წლების წინ ტყიბულში ჩაწერეს, ხოლო რეალურად სოფელ წესში ცხოვრობს, სხვებისგან განსხვავებით მას არ მოუმატეს პენსია 37 ლარით, პენსიის მატება მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ პენსიონერებს შეეხოთ, ხოლო ნოდარ ნატმელაძე ჩათვალეს რომ ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა და შესაბამისად არც პენსია მოუმატეს 30-იანი წლების მოხუცს.

ნოდარ ნატმელაძე იმ ზონაში ცხოვრობს, სადაც ადრე მიწისძვრამ მოსახლეობა დააზარალა.

– ამ სოფელში 13 ოჯახი დაკმაყიფილდა , როგორც დაზარალებული, მხოლოდ მე გამომტოვეს, იმ მიზეზის გამო რომ ტყიბულში ვარ ჩაწერილი.

ნოდარ ნატმელაძე სამართლიანობის აღდგენას და პრაჭა ჩემი სიყვარული...ენსიის მომატებას ითხოვს!

1930 წლიან სოფელ წესელ მარტოხელა გიორგი ბრეგვაძეს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მან ორჯერ მიმართა სოციალურ სამსახურს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, უშედეგოდ.

ძირაგეულელი ნონა ერაძე პირველი ჯგუფის ინვალიდს უვლის, ის ამბო%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90-7ბს რომ წამლის შეძენის შესაძლებლობაც კი არა აქვს.

ნონა ერაძის შვილი – დათო ეპილეფსიით დავადებული.

ნონა ერაძე ადგილობრივ მთავრობას დახმარებას   სთხოვს!

-ადრინდელი გუბერნატორი ყურადღებას გვაქცევდა, გვამარაგებდა საშენი მასალით თუ სხვა სახის დახმარებით, ახლანდელმა მთავრობამ შეშა მოგვიტანა და ისიც ღელესთან დაგვიყარა!!!

მოსახლეობა მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს – მარტო აეროპორტის აშენება კი არაა საქმე! – ამბობენ ისინი.

ნონა ერაძე ზოგად პრობლემაძეც საუბრობს. ჩვენს უკან მთის წყალი ჩამოდის, ჩემი სახლის უკან პატარა ღელეა, ადგილობრივ მთავრობას ვთხოვთ სანიაღვრე სისტემების მოგვარებას და არხების გაყვანას.

აეროპორტის მშენებლობით კმაყოფილი არიან სოფელ ძირაგეულის მკვიდრები.

მოსახლეობა ამბობს რომ აეროპორტმა ძველი სახე და ფუნქცია უნდა დაიბრუნოს, ხოლო იმ მოსახლეობას, რომელთაც აეროპორტის ტერიტორიაზე ვენახები ჰქონდა გაშენებული  და შემოსავლის შაშულება იყო ეს  ვენახი, კარგი იქნება თუ დროულად მისცემენ ასეთ

ადამიანებს  ფულად კონპესაციას.

-ვიმედოვნებთ, რომ აეროპორტი ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას! – ოლია გველეთიანი.

ახალგაზრდები კაფე-ბარების, ბილიარდის და სპორტული დარბაძების არსებობას მოითხოვენ!

ნაკლებად ბარაქიან შემოდგომას რაჭველები ცოტაოდენი გულისტკივილით მაგრამ მაინც რაჭული იუმორი აფასებენ და ეგებებიან! ისინი ხვალინდელი დღის იმედს არადა არ კარგავენ! – ბუნებამ გვიმტყუნა, მოსავალი თუ არ მევიდა რა მთავრობის ბრალია! ცუდი ისაა რომ დღითი დღე ძვირდება ყოლფერი! – ეს ხონჭიორელი ომარ ფოფხაძეა.

ძირაგეულელი გურამ არჩვაძე სახლის გადახურვას ითხოვს!!!

ასეთია შემოდგომა რაჭაში  ნაკლები მოსავლითა მაგრამ  სავსე იმედებით, იუმორითა და რაჭული სიდინჯით მომავლის მოლოდინში! ვემშვიდობებით მთიან რაჭას და  იმედს ვიტოვებ რომ  ზამთარიც და მთავრობაც გაუმართლებს რაჭველეს და რაჭის სიყვარულით არასოდეს მიატოვებენ მშობლიურ კუთხეს.

მანანა ლეშკაშელი

ფოტომასალა მარინა მეტრეველის

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts