ანონსიახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

ზვიად ძიძიგური გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამაზე ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, პროფესორი მათიას ციმერი (CDU/CSU)ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანია გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა.

„ბუნდესტაგის დელეგაცია ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ბუნდესტაგს შემუშვებული აქვს საერთაშორისო სტიპენდიატების გამოვლენის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიჰყავს სტუდენტები გერმანიაში და მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესს აცნობს. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ბუნდესტაგის სტრუქტურებში იმუშავებენ და ძალიან მდიდარ და სერიოზულ გამოცდილებას მიიღებენ. პროგრამა ბუნდესტაგის თავჯდომარის პატრონაჟით ხორციელდება და მასში საქართველოდან, ბოლო რამდენიმე წელია სტუნდენტები აქტიურად მონაწილეობენ.

საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დიდი კვოტა აქვს გამოყოფილი ამ პროგრამაში. ბუნდესტაგის დელეგაცია საქართველოში ახალი კონკურსანტების შერჩევის მიზნით არის ჩამოსული და ვისაც შეარჩევენ, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა მედიასთან საუბრისას.

„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” ფარგლებში, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 120 სტიპენდიატს 2016 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესტაგში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისთვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. სტიპენდიატები სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას. პროგრამა ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts