ანონსიახალი ამბები

განათლება და მეცნიერება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტად რჩება

  •  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს 135 მლნ. ლარით იზრდება,
  •  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება- 5 მლნ ლარით.
  •  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსება – 100 000 ლარით.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო დეპუტატებს.

სახელმწიფო ბიუჯეტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაფინანსება – 75 მლნ ლარს შეადგენს. კაკაურიძის ინფორმაციით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მომდევნო წელი არის ოლიმპიური წელი. სპორტულ ინფრასტრუქტურაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო სპორტის სამინისტროსთან ერთად ცდილობს 2017 წელს დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით, შესაბამისი პროგრამა ჩამოაყალიბოს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაინტერესდა, რატომ შემცირდა რაგბის დაფინანსება. კაკაურიძის პასუხით, რაგბის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ოთხწლიანია, 2015 წელი იყო განსაკუთრებით მაღალი დაფინანსებით, რადგან მიმდინარე წელს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. „თუ საჭირო გახდება სახელმწიფო პროგრამის ცვლილებები, შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, კაკაურიძის განმარტებით, მისი ზრდა, ძირითადად, მასწავლებელთა ხელფასების ზრდითაა განპირობებული. „ ამ მიმართულებით 70 მლნ ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტში მაღალმთიანი რეგიონებისთვის მასწვლებელთა სახელფასო დანამატებიც ასახულია. გაზრდილია დონორების დაფინანსებაც. გრანტის სახით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი, რაც ინფრასტრუქტურას მოხმარდება“, – განაცხადა კაკაურიძემ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ა, დაახლოებით, 3 მლნ ლარით გაიზრდება.

კულტურის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ. ლარს შეადგენს. კაკაურიძის განმარტებით, წარმოდგენილ პროქტში არ არის ასახული ენის პალატის დაფინანსება, რომელიც „სახელმწიფო ენის შესახებ“ ახლად მიღებული კანონის საფუძველზე იქმნება. მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს და პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის შემოტანისას, მასში ენის პალატის დაფინანსებაც ასახული იქნება. კაკაურიძის განცხადებით, კულტურის სამინისტროში მომავალი წლის პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები და ხელფასების უთანასწორობის აღმოფხვრა.

2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და აქცენტი გაკეთებულია იმ გარემოებაზე, რომ არ მოხდეს საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა და შენარჩუნდეს დაბალ ნიშნულზე.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts