ანონსიახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარტინა ქვიქსი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობით დაინტერესდა. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას მხარეები სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ შვედ დიპლომატს კომიტეტის ძირითადი საქმიანობა და ის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას, ოჯახში ძალადობის პრევენციას და მართლმსაჯულების რეფორმას შეეხებოდა. მარტინა ქვიქსიმ კმაყოფილება და მადლიერება გამოხატა იმ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რომელიც კომიტეტმა ქალთა სავალდებულო კვოტირების მხარდასაჭერად მიიღო. მისივე შეფასებით, კომიტეტის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი სანდოობა არსებობს, რასაც კომიტეტში შემოსული განცხადებები და მოქალაქეთა მაღალი მიმართვიანობა მოწმობს.

ეკა ბესელია: „შვედეთის საელჩო სოციალური პროგრამების და საქველმოქმედო აქციების აქტიური მხარდამჭერია. თავად ქვეყანა კი,  საერთაშორისო პროცესების  სერიოზული მონაწილე და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების კარგი მაგალითია. ელჩის სურვილს, რომ აქტიურად ითანამშრომლოს კომიტეტთან ჩვენი მხრიდან კმაყოფილება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა მოჰყვა“.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts