ანონსიახალი ამბები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქსს შეხვდა

გაცნობით ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძესა და საქართველოში შევედეთის ელჩს, მარტინა ქვიქსს შორის. ელჩის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ტყემალაძემ მას დეტალურად გააცნო კომიტეტის საქმიანობა, ასევე მისი შემადგენლობა და სტრუქტურა. ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. დარგებზე, სადაც სათანამშრომლოდ მზადაა შვედეთის მხარე და შესაბამის წინადადებებსაც სთავაზობს ქართულ მხარეს.

მარტინა ქვიქსის თქმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომიტეტია იმ თვალსაზრისით, რომ ის სწორედ იმ სფეროებს მოიცავს, რომლებშიც თავისი პროექტებით შვედეთის საელჩოცაა ჩართული, მაგალითად კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და სხვა დარგებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე, რომელშიც შვედეთის საელჩოს აქტიური წვლილი შეაქვს. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რადგანაც ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული ის რესურსები, რაც ენერგოეფექტურობას გაზრდის.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მათ შორის პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მრავალი საწარმო ამუშავდა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, იქმნება ქართული პროდუქცია. მისი თქმით, ასე შესაძლებელი იქნება დავარეგულიროთ იმპორტსა და ექსპორტს შორის არსებული არასახარბიელო ბალანსი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებისას ერთობლივად იზრუნებენ მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე. ითქვა, რომ საქმიანი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

nishara

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts