ანონსიკულტურა

“ბანი მიეც ბანელებო “თქვე პირ _დაუბანელებო”

ასეთი არ მყავდი ნანახი,

გესროლონ, ვერ მოგკლავს ცხრა ტვია,

სახეზე გიხდება ტალახი,

გულ-მკერდზე სამშობლო გატყვია.

ხვალ ნახონ აჯობებს, ვის_ ვინა,

შენ მტერო!_ შეხედე მათ თვალებს,

უფალმა ყოველი ისმინა,

ეცადეს, მაგრამ ვერ დაგთვალეს.

უწამლებ ზვრებსა და ვენახებს,

ლომგულა მზერა გაქვს იბერის,

ასეთი მინდოდა მენახე,

ბოკვერო, შობილო იმ ერის.

რომელსაც დასცემენ ვეროდეს,

ყლორტები დახეთქავს ქვა-ღორღებს.

სატანავ, ნახე და გჯეროდეს,

ქართველს სულ სამშობლო აბოდებს.

შეხედე, ფესვებმა იკვირტეს,

მზარავდა სიმყაყე ჭაობის,

თუმცა შენ რა უნდა გიკვირდეს,

მამულო, ამ გმირი თაობის.

შენ ხარ და იყვავებს სხვარიგად,

ეს მთები, ბაღიც და ბალახიც,

უხდები, გიხდება რარიგად,

სამშობლოს ზეცაც და ტალახიც.

გიხუტებ, მიხვდები რომ გული,

მკერში არ მეტევა, ვამაყობ,

სამშობლოს მცველი ხარ, ლომგული,

მთის ქედზე დგახარ და ვარაყობ.

მეც შენი დედა ვარ ცისკარავ,

გაგიყოფ ამ გულის ნაწილებს,

მავანო, ვის მიწას იპარავ,

ვერ ხედავ ფრთა_შესხმულ არწივებს?!

ასეთი არ მყავდი ნანახი,

გესროლონ, ვერ მოგკლავს ცხრა ტვია,

სახეზე გიხდება ტალახი,

გულ-მკერდზე სამშობლო გატყვია.

/ნანა მეფარიშვილი/

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here