ანონსიახალი ამბები

ოთარ დანელია ქედაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის საქმიანობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  აჭარის მთავრობის მეთაურ არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად,  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გოდერძის” საქმიანობას გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში  4 მეპაიეა გაერთიანებული. მათ გასულ წელს 20 ტონა კალმახის რეალიზაცია მოახდინეს. ამჟამად კოოპერატივის სალიფსიტე ავზებში 350 000 ლიფსიტა ჰყავთ გაშვებული. კოოპერატივის საკუთრებაშია ლიფსიტის ინკუბატორი, ცოცხალი თევზის გადასაყვანი ავზი, მაცივარი, 8 საკალმახე და 2 სალიფსიტე აუზი.
ოთარ დანელიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია გლეხებთან და ფერმერებთან, მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება, თუ რა სიკეთე მოაქვს კოოპერატივს და რომ არ უნდა მოხდეს კოოპერატივის ასოცირება საბჭოთა კოლმეურნეობასთან.
„სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია კოოპერატივთა გამსხვილება, რადგან საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. დღეისათვის საქართველოში 1062 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, აქედან აჭარაში -125 კოოპერატივია შექმნილი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარების შედეგად,  ფერმერებში დიდია ინტერესი  სოფლის მეურნეობის  კოოპერატივების  შექმნისა და გაძლიერების მიმართულებით.  საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კოოპერატივში გაერთიანება საუკეთესო
საშუალებაა იმისათვის, რომ ფერმერებმა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება შეძლონ.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here