ახალი ამბებიმსოფლიოსაზოგადოებასაინტერესო ამბები

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ვანუატუს მოსახლეობა აღნიშნავს

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმის შემდეგ ევროკავშირმა ვანუატუსთან, სენტ-ლუსიასთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, დომინიკასთან, გრენადინებთან, სენტ-ვინსენტთან და სამოასთან სავიზო მიმოსვლა გააუქმა.

ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ბრიუსელში მოეწერა ხელი.

ჩამონათვალში წყნაროკეანური სახელმწიფო ვანუატუა, რომელმაც 2011 წლის მაისში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო.

2012 წლის მარტში, ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ქვეყანამ დიპლომატიური კავშირები დაამყარა აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიურმა პრესამ გაავრცელა.

თუმცა ვანუატუს ხელისუფლების ოფიციალურ საიტზე 2013 წლამდე აღიარების შესახებ განკარგულება ხელმისაწვდომი იყო.

ფაქტი ერთია, ვანუატუს ხელისუფლება დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდა, ერთი მხრივ რუსეთის ხელისუფლების შეთავაზებამ (ვრცელდებოდა ხმები, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების სანაცვლოდ ვანუატუს ფინანსური დახმარების აღმოჩენა აღუთქვა), ხოლო მეორე მხრივ ცივილიზებული სამყაროს მკაცრმა კრიტიკამ აშკარად დიდ თავის ტკივილამდე მიიყვანა კუნძულოვანი სახელმწიფოს მესვეურნი.

საბოლოოდ კი, 2013 წლის 15 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ვანუატუმ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა უკან წაიღო: „ოქმში, რომელიც ვანუატუსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ გაფორმდა, არის შემდეგი ჩანაწერი, რომ ვანუატუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრის ფარგლებში, მათ შორის ცხინვალის და აფხაზეთის ჩათვლით; უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმში, როგორც წესი, ასეთი მითითება არ ხდება.

1995 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ვანუატუს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოდ მსოფლიოში, სადაც წერა-კითხვის დონე ძალიან დაბალია, ხოლო პოლიტიკური კულტურა ფაქტობრივად არ არსებობს.ძირძველი, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

გაურკვეველია, ევროკავშირმა რა კრიტერიუმების მიხედვით იხელმძღვანელა, მაშინ როდესაც ვანუატუსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მიიღო.

ფაქტი კი ერთია, მრავალწლიანი დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს ამჯერადაც უარი უთხრა უვიზო მიმოსვლაზე, ხოლო 3 დღის შემდეგ 7 სახელმწიფოსთან, მათ შორის ვანუატუსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

ყველაზე მეტად უვიზო რეჟიმის შემოღება ადგილობრივ აბორიგენ ტომებს გაუხარდათ და მათთვის დამახასიათებელი ფორმით აღნიშნეს ეს გადაწყვეტილება.

იხილეთ ფოტოკოლაჟი:

888888888
9999999
77777777
5555555555
666666666
44444444

ავტორი: დმანისელი

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here