ახალი ამბებიდმანისისაზოგადოება

ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულნი და მადლიერი მოსახლეობა

2010 წლიდან სოფლის ექიმის პროგრამა ამოქმედდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის გომარეთის თემში, რომელიც ფუნქციონირებს დღემდე. სამწუხაროდ ექიმებს გაუსაძლის პირობებში უხდებათ ავადმყოფთა მიღება და მცირეწლოვნებისთვის აცრების ჩატარება.

2013 წელს გომარეთის ადმინისტრაციულ შენობაში გარემონტდა და კეთილმოეწყო ორ ოთახიანი შენობა-ნაგებობა სოფლის ექიმისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს გომარეთისა და სარკინეთის მოსახლეობას და არა მხოლოდ მათ. ექთანი მაყვალა სიხუაშვილია ხოლო ექიმი კი ლელა ლომაძე, რომელიც განრიგის მიხედვით ჩამოდის პაციენტებთან, სინჯავს და დიაგნოზს უსვამს მათ, ასევე, გასცემს რეცეპტებს და მიმართვებს. აუცილებლობის შემთხვევაში აქვს დამატებითი ვიზიტები საკუთარი ხარჯებით (თბილისიდან მოდის საკუთარი ავტომობილით). იყო შემთხვევა, როცა თვითონ მიიყვანა პაციენტი კლინიკაში ავადმყოფობის თავისებურების გამო.

ქალბატონი ლელა სპეციალობით პედიატრია, თუმცა როგორც წესი იგი ყველა სახის პაციენტებს ემსახურება.

გაითვალისწინა რა ეს ვითარება მან საკუთარი ინიციატივით მარნეულში ახლად გახსნილ კლინიკა”პროფესორიდან” მოიწვია კარდიოლოგი ნინო ბალახაძე, ენდოკრინოლოგი ნია ჩეჩელაშვილი და ქალთა რეპროდუქტიულობის სპეციალისტი ნინო იმერლიშვოლი. მათ ჩაატარეს მოსახლეობის უფასო გამოკვლევა-დიაგნოსტიკა, რითაც უაღრესად მადლიერი დატოვეს მოსახლეობა. ამასთან გაითვალისწინეს ლაბორატორული გამოკვლევებისადმი დიდი სურვილი. ექიმებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ისინი კვლავ ეწვევიან გომარეთს და ადგილზე მოახდენენ სხვადასხვა სახის ანალიზურ გამოკვლევებს სიმბოლურ ფასებში.

გამოჩენილი გულისხმიერებისათვის, რაც ასევე ითვალისწინებდა მოსახლეობის იმფორმაციულობას, მთელი სოფლის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდით ჰიპოკრატეს ფიცის ჭეშმარიტ მიმდევრებს ქალბატონ ლელა ლომაძეს ასევე ნინო ბალახაძეს, ქალბატონ ნია ჩეჩელაშვილს და ქალბატონ ნინო იმერლიშვილს.

იმედია ასეთი მეგობრული ვიზიტებით კვლავ ეწვევიან გომარეთს კლინიკა”პროფესორის”ექიმები.

 პატივისცემით:  დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი გომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯემალი ბერუაშვილი და სოფ. გომარეთის მკვიდრი მოსახლეობა.

unnamed22222222

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here