ანონსიახალი ამბებიდმანისისაზოგადოება

“მრგვალი მაგიდა” დმანისში

Capture

ქვემო ქართლის რეგიონალური გაზეთ „თრიალეთის ექსპრესის“ ქ. დმანისის ბიუროს ხელმძღვანელის მინდია გურჩიანის ინიციატივით მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რაიონის მსხვილ  ფერმერებთან, „მრგვალი მაგიდის“ პრინციპით გამართული შეხვედრის განსახილველი თემა იყო „დმანისის სოფლის მეურნეობა 2014 წელს – წარმატებები და პრობლემები“. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მეურნეობის მეწარმეებს შორის კოორდინირებული კომუნიკაციის მეტად წახალისება, ლოკალური პრობლემების წარმოჩენა და პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობა, დმანისის რაიონში 2014 წელს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენქ. დმანისის გამგებლის მოადგილე დავით ფეტვიაშვილი, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ნოდარ ციხელაშვილი, ფერმერები: ზაქარია ციხელაშვლი, გიორგი ოქრიაშვილი, ნოდარ ციხელაშვილი, ოთარ ასლანიშვილი და დათო დაუთაშვილი.მეტი იხილეთ გაზეთის იანვრის ნომერში

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here